მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: სხვა ქრისტიანულ კონფესიებშიც არის მოციქულებრივი სარწმუნოება

ლიბერალი ამბობს: სხვა ქრისტიანულ კონფესიებშიც არის მოციქულებრივი სარწმუნოება


7-07-2016, 00:06

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

ათენის უნივერსიტეტის პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი

  

  გაეკლესიურება და ქრისტეს ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში ყოფნა გარკვეული პირობების გარეშე შეუძლებელია. ეს უცილობლად გვავალდებულებს მოციქულებრივი სარწმუნოების მიღებასა და აღი-არებას იმგვარი სახით, როგორითაც ეკლესიის მსოფლიო კრებებზე განიმარტა და განისაზღვრა.

   თუ რომელიმე მორწმუნეთაგანი, ქრისტეს ეკლესიაში, იერარქიული ხარისხის ან მორწმუნეთა კრებულის რიცხოვნობის მიუხედავად, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, დაარღვევს კანონით დადგე-ნილ ეკლესიურ სწავლებას, ის განუდგება ეკლესიის სხეულს. იერარქს ერთმევა ხარისხი, ერისკაცები კი მსოფლიო კრებების დადგენილე-ბების თანახმად, განიკვეთებიან მართლმორწმუნე კრებულისაგან, ანუ ისინი ეკლესიის საიდუმლოებებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და ვერ ეზიარებიან.

   მაგალითად: რომაულ - კათოლიკები ეკლესიას ოფიციალურად XI ს-ში განუდგნენ. 1014 წ. მათ სულიწმიდის შესახებ მრწამსში მცდარი დოგმატური სწავლება (Filioque) შემოიღეს. ამ სწავლების თანახმად სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან. ლათინების მიერ მიღე-ბული დოგმატური სწავლება უარყოფს ეკლესიის მოციქულებრივ სწავლებას სამება - ღმერთის შესახებ, ვინაიდან, იოანე მახარებელის თანახმად, სული ჭეშმარიტებისა მხოლოდ „მამისაგან გამოვალს" (იონ. 15. 28).

   მესამე მსოფლიო კრებამ, წმინდა კირილე ალექსანდრიელის ბაგით, მრწამსის სიმბოლოზე საუბრისას განსაზღვრა, რომ არავის აქვს უფ-ლება დაამატოს ან შეამციროს არც ერთი იოტა მას, რაც მრწამსში განისაზღვრა. ყველა მომდევნო მსოფლიო კრებამ დაადასტურა მესამე მსოფლიო კრების დადგენილება.

  ამრიგად ვასკვნით, რომ კათოლიკები (პროტესტანტებიც, რომლებ-მაც გაითავისეს Filioque - ს სწავლება) განუდგნენ ეკლესიის მოციქუ-ლებრივ სარწმუნოებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ არის საჭირო განვსაზღვროთ დასავლელი ქრისტიანების მომდევნო სიახ-ლენი (როგორებიცაა: პაპის უცდომელობა, მარიოლოგიური დოგმები (უბიწო ჩასახვა), პრიმატი, ქმნილი მადლი თუ სხვა ერეტიკული სწავლება).

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება