მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: სხვაგვარადმადიდებელი არის ეკლესიის წევრი

ლიბერალი ამბობს: სხვაგვარადმადიდებელი არის ეკლესიის წევრი


5-07-2016, 00:07

ლიბერალი ამბობს: სხვაგვარადმადიდებელი არის ეკლესიის წევრი

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

ათენის უნივერსიტეტის პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი

 

   მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ნიკეა - კონსტანტინოპოლის (381) მსოფლიო კრებების განსაზღვრული მრწამსისამებრ გვწამს „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეკლესიის უწყვეტი დოგმატური თვითშგნების თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესია - ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიაა.

   მრწამსის განსაზღვრება - ეკლესია „ერთია" ადასტურებს იმას, რომ ეს მისი ძირითადი ნიშან-თვისებაა. პრაქტიკულად იგულისხმება, რომ ეკლესია არ შეიძლება გაიყოს, გაიხლიჩოს, იმიტომ რომ, ის არსო-ბრივად ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულია. ქრისტეს კი, ვით ეკლესიის თავს, არ შეიძლება ჰქონდეს მრავალი, დანაწევრებული სხეული. მის სხეულში თვით სიკვდილი დაიძლია, ხოლო ქრისტეს სხეულში მყოფი, ღვთივმომქმედი საიდუმლოებებისა და სიყვარულის მცნებების დაცვით, ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ სასუფეველში იმკვიდრებს ადგილს. ვით, ვაზის რტო ვერ იცოცხლებს და ვერ მოგვცემს ნაყოფს თუ მოიკვეთება მისი ძირიდან, ასევე ეკლესიისაგან მოკვეთილი მორწმუნე, მორწმუნეთა ჯგუფები, მათი რიცხოვნობის მიუხედავად, ვერც ქრისტეში იარსებებენ და ვერც სხვა ეკლესიას შეადგენენ.

   ეკლესიის რწმენა ღვთივსულიერი და ზეშთაგონებული სწავლებაა, და არა მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების შედეგი. ეკლესიის სწავლების თანახმად, ვერ იარსებებს მრავალი ან გაყოფილი ეკლესია იმიტომ, რომ ისეთ განსაზღვრებათა გააზრებისას, როგორებიცაა „ერთი" და „მრავალი", ან „ერთიანი" და „გაყოფილი", წინააღმდეგობა იქმნება. ცნება „გაყოფილი" პრაქტიკულად უარყოფს ეკლესიის რეალურ არსს, ვინაიდან მხოლოდ ერთიანი და განუყოფელი ეკლესია მოიაზრება მართლმადიდებლურ თვითშეგნებაში. როდესაც მავანი იწყებს საუბარს დანაწევრებულ ეკლესიებზე, ნიშნავს, რომ იგი უარყოფს ეკლესიის სწავლებასა და მის ცნობიერებას. რაც შეეხება მართლმადიდებლებს: ცალკეული საზოგადოების (დასავლური ქრის-ტიანები) ეკლესიიდან გასვლით მათ არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ ექმნებათ. ცხადია, მართლმადიდებელი ქრისტიანი არ რჩება გულგრილი ეკლესიიდან გასულთა მიმართ და მათ „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის" წიაღში სინანულით დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება