მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება

ლიბერალი ამბობს: არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება


3-07-2016, 00:07

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

 

   ლიბერალიზმი, რომელზეც ვისაუბრებთ ამ სტატიაში, პასიურ ნიჰ-ილიზმად უნდა მივიჩნიოთ. ის ერთგვარად ნეიტრალური „თავ-შესაფარია", რომელშიც სამომავლო უფრო ბნელი სახის ნიჰილიზმები აღიზრდება. ლიბერალიზმის მიერ უხეირო დაცვა ქრისტიანული მემკვიდრეობის, რისი ჭეშმარიტი რწმენა არასდროს გააჩნდა, გახდა ძირითადი მიზეზი, რამაც სიცოცხლე შესძინა ნიჰილიზმს.

   ლიბერალურ - დემოკრატიული ცივილიზაცია, დასავლეთ ევროპაში ძველი წესრიგის უკანასკნელი ფორმა გახლდათ. ის პირველი მსოფლიო ომისა და ჩვენი საუკუნის (XX ს.) მეორე ათწლეულის რევოლუციებით განადგურდა. დღეს ის უფრო დახვეწილი „დემოკ-რატიული" ფორმით არსებობს. ჭეშმარიტებასთან მიმართებაში, ე.წ. თავისუფალ სამყაროში ის არ ავლენს ღია მტრობას ან განზრახ გულგრილებას. მივიღეთ ისეთი დამოკიდებულება, როდესაც ჭეშმა-რიტება აღარ იკავებს ცენტრალურ ადგილს ადამიანის ცხოვრებაში. ჭეშმარიტება, რომელსაც ლიბერალები აღიარებენ, არ დასტურდება უტყუარი ფაქტებით, ის არ გახლავთ სულიერი ან ინტელექტუალური მოცემულობა, არამედ უსულო ტვირთია, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს გასული საუკუნისაგან. ლიბერალი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ შეხვედრებზე, განაგრძობს საუბარს „მარადიულ ფასე-ულობებზე", „სარწმუნოებაზე", „ადამიანის ღირსებაზე", „მის უზენაეს მოწოდებაზე", „ქრისტიანულ ცივილიზაციაზე"-ც კი, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ ეს სიტყვები არ მოიაზრება უწინდელი მნიშვ-ნელობით. მათთვის ეს უბრალოდ მეტაფორებია, საუბრის სტილია, რომლებიც არა ინტელექტუალურ, არამედ მეტწილად ემოციურ რეაქციაზეა გათვლილი. ეს განაპირობა ფრაზების ხშირმა გამოყენებამ და იმ დროის ხსოვნამ, როდესაც ამ სიტყვებს ჭეშმარიტად პოზი-ტიური შინაარსი ჰქონდა.

   დღეს არც ერთი მათგანი, რომლებიც ამაყობენ საკუთარი „განსწავ-ლულობით", (სხვათა შორის მათი რიცხვი არცთუ  დიდია აკადემი-ურ, მეცნიერულ თუ ჰუმანისტურ-ინტელექტუალურ წრეებში), ვისაც სურს არასოფლის ფეხდაფეხ სვლა, ბოლომდე არ სწამთ აბსო-ლუტური, უფრო კონკრეტულად ქრისტიანული ჭეშმარიტება. ამავე დროს თავად ფრაზა - ჭეშმარიტება შენარჩუნებულია.

   ერთი სიტყვით, ჭეშმარიტება „გადაფასებულია", მისგან ახალმა კვა-ზინიჰილისტურმა მნიშვნელობამ დაიკავა ადგილი. ამაში იოლად დავრწმუნდებით იმ სფეროთა ზედაპირული განხილვითაც, რომლე-ბითაც ჭეშმარიტება „გადაფასდა".

   საღვთისმეტყველო ნიშნით განცხადებული ჭეშმარიტებაა ყოვლის-შემომქმედი, ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფი ღმერთი. მისი სარწმუნოების თანაზიარი ხდება ის, ვინც გამოცდილებით უერ-თგულებს მას. ღმერთი - ყველა ქრისტიანის წვდომის უზენაესი მიზანია. ყოველივე შექმნილი მის გარშემო და მის დაქვემდებარებაში არსებობს. მან შექმნა სამყარო, რათა ადამიანი დატკბეს ღმერთთან და სამყაროსთან ურთიერთობით, მაგრამ არასწორად გამოიყენებს საკუთარ თავისუფლებას. თანამედროვე ადამიანს უჭირს ამგვარი ღმერთის აღქმა. ის (ღმერთი) მეტისმეტად „პიროვნული", „ადამიან-ური", „აბსოლუტური" და თავის მოთხოვნებში ზედმეტად უკომპ-რომისოა. ის მხოლოდ თავმდაბალ მორწმუნეს ეხსნება. ეს გარემოება მიუღებელია თანამედროვე ამპარტავნული ცნობიერებისთვის.

   ასეთი „ღმერთის" რწმენა უარყოფაა ღვთისა. ის გულგრილია ადა-მიანისადმი, არ გააჩნია უფლებამოსილება იმოქმედოს ამ სამყაროში, და მხოლოდ მსოფლიოში „ოპტიმიზმის" გაღვივებითაა დაკავებული. ეს „ღმერთი" მის გამომგონებელ ადამიანზე მნიშვნელოვნად სუსტია. საუბარიც არ ღირს, რომ ამგვარ ნიადაგზე ვერაფერი მყარი ვერ აიგება. ამდენად, ლიბერალები ამგვარი „ღმერთის" რწმენით თავიანთ მსოფლმხედველობას ხილულ, არამყარ ნიადაგზე - ადამიანზე აგებენ. ნიჰილისტური ათეიზმი გახლავთ ხილული გამოვლინება იმისა, რაც არა თუ იგულისხმება, არამედ უკვე არსებობს ლიბერალიზმში.

   მსგავსი სახის ღვთის რწმენა, აბსოლუტური ანალოგია ათეიზმისა, მაგრამ მათი ეს შინაგანი მსგავსება დაფარულია მეტაფორული ბურუსით. ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანის ყველა მოქმე-დება საიქიო ცხოვრების იმედის ჭრილში განიხილება. ურწმუნო-სათვის ძნელი წარმოსადგენია, რას ნიშნავს მორწმუნე ქრისტიანი-სათვის ამგვარი ცხოვრება. თანამედროვე ადამიანების უმრავლესო-ბისათვის ქრისტიანული ცხოვრების წესი, თავად ღვთის რწმენა, განყენებული იდეა გახდა; ღმერთის არსებობის მტკიცება, გინდ უარყოფა - უაზრობაა. მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის კი მომავალი ცხოვრება არის მიუწვდომელი სიხარულის განცდა, რომელიც აღემატება ამქვეყნად ღმერთთან ურთიერთობის: ლოცვის, ლიტურგიის, ქრისტეს წმინდა საიდუმლოებების ზიარების გამოვ-ლინებას. საიდუმლოებებში თანაზიარებით ღმერთი ადამიანის ყველა სფეროს მოიცავს და ვერავინ განეშორება ამ სიხარულს, ის სულ უფრო მზარდი იქნება. ჭეშმარიტი ქრისტიანი ყოველთვის ნუგეშით, მარა-დიული ცხოვრების განცდით ცხოვრობს. „თანამედროვე ღმერთის" მორწმუნემ არაფერი უწყის ამ განცდის შესახებ, მას წარმოდგენაც არა აქვს იმ სიხარულზე, რომელიც ნაცნობია ქრისტიანისათვის, ამიტომაც არ სწამთ მათ მომავალი ცხოვრების. უფრო მეტიც, თუ ის ბოლომდე გულწრფელი იქნება საკუთარ თავთან, იძულებული გახდება აღი-აროს, რომ საერთოდ არ შეუძლია ღვთის რწმენა.

   მსგავსი ურწმუნოების ორი ფორმა არსებობს: პროტესტანტული და ჰუმანისტური, რომლებიც თავს იყრის ლიბერალიზმში. ლიბერალურ - პროტესტანტულ ხედვას მომავალ ცხოვრებაზე, სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი მართლმადიდებელი იწონებს. პირველყოვლისა, ეს სარწმუნოებრივ მინიმალიზმში ვლინდება, რომლის ქვეშ სინამდვი-ლეში არარაობის რწმენა იმალება. საიქიო ცხოვრება „დამსახურებული დასვენების" ადგილადაა წარმოდგენილი მათ მოჩვენებით სამყაროში. არავის აქვს მასზე სწორი წარმოდგენა იმიტომ, რომ ის არ შეესაბამება რეალობას, ის ერთგვარი ემოციური პროექციაა, „ნუგეში" მათთვის, ვისაც არ სურს თვალი გაუსწოროს იმას, რაც ამ ურწმუნოების უკან დგას.

   მსგავსი „სასუფეველის" რწმენა ქრისტიანული ტერმინოლოგიისა და გაამმსოფლიურების კავშირის სინთეზი გახლავთ. კომპრომისი რომ ამ საკვანძო საკითხში შეუძლებელია ცხადია არა მხოლოდ მართლმადი-დებელი ქრისტიანის, არამედ თანამედროვე ნიჰილისტისთვისაც. მაგრამ ჰუმანიზმის კომპრომისი სეკულარულ სამყაროსთან კიდევ უფრო დამაჯერებელია. ის პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ მისი იდეა შეესაბამება რეალობას. სინამდვილეში, ყველაფერი მეტაფორისა და რიტორიკის სფეროს არ სცილდება. ჰუმანისტი საერთოდ არ საუბრობს ზეციურზე, მაგრამ თავს ნებას აძლევს ფრაზების დონეზე ისაუბროს „მარადიულობაზე", „მარადიულ ფასეულობაზე", ან „კაც-ობრიობის მარადიულ სულზე". ჩნდება სამართლიანი კითხვა: გააჩნია კი სიტყვა „მარადიულს" მათ ცნობიერებაში საერთოდ რამენაირი აზრი?

   ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება საუბარი ლიბერალურ „ქრისტიანო-ბაზე" თუ კიდევ უფრო ლიბერალურ ჰუმანიზმზე, მარადიული ცხოვრების რწმენის უუნარობა ორივე მათგანისა ერთ რამეზეა დაფუძნებული: მათ მხოლოდ ამქვეყნიური სამყაროსი სჯერათ; არ გააჩნიათ არც ცოდნა, არც გამოცდილება, არც საიქიო ცხოვრების რწმენა. რაც ყველაზე მთავარია: მათ ისეთი ღმერთის სწამთ, რომელსაც არ ძალუძს მკვდრების აღდგინება.

   საკუთარი რიტორიკის მიღმა პროტესტანტიც და ჰუმანისტიც იაზ-რებს, რომ მათ სამყაროში არ არის ადგილი არც ზეცის, არც მარადიულობისთვის. ლიბერალის მთლიანად ამქვეყნიური მგრძნო-ბელობით განმსჭვალული გონებისთვის მარადიული ცხოვრების იმედისა და მარადიული ტანჯვის შიშის გარეშე ცხოვრება „რეა-ლიზმიცაა" და „მამაცობაც". იმისათვის, რომ ამქვეყნად „სათნოდ იცხოვროს" ლიბერალური შეხედულების მომხრე არ საჭიროებს სასუფეველისა და ჯოჯოხეთის რწმენას. აი რამდენად ძლიერ კვალს ტოვებს ლიბერალური ცნობიერება, ის აბსოლუტურად ვერ წვდება სიკვდილის მნიშვნელობას. ლიბერალი ცხოვრობს სულელების „სამოთხეში", რომელიც უთუოდ დაინგრევა ჭეშმარიტების წინაშე. ვინაიდან, თუ ლიბერალისა და ნიჰილისტის რწმენისამებრ, სიკ-ვდილი პიროვნების გაქრობას ნიშნავს, მაშინ ეს სამყაროც, და ყოველივე, რაც მასშია - სიყვარული, სიწმინდე... - არსებითად არარსებული ყოფილა; რაც არ უნდა აკეთოს ადამიანმა, მისი მოღვაწეობა არ იქნება შედეგიანი. ამ ცხოვრების ყველა სახის საშინელებამ იმდენად მოიცვა ადამიანი, რომ ის საკუთარი თავის შეგნებულ გაწბილებისკენ მიილტვის. „ყველაფერი დაშვებულია" - გაიძახის ის, და არც საიქიო ცხოვრების იმედს, არც მისდამი შიშს უკვე აღარ შეუძლია ადამიანის შეკავება საშინელი ექსპერიმენტებისა, არსობრივად თვითგანადგურების ოცნებისაგან. ამ დროს აღსრულ-დება ახალ სამყაროზე თქმული ნიცშეს „წინასწარმეტყველება": „ყველაფრის, რაც ადრე ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა, არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება. ყოველივე, რაც ოდესღაც უგულებელყოფილი იყო ვით ცოდვა, აკრძალვა, უღირსება... დღეს ეს ყვავილი ჭეშმა-რიტებების საოცარ გზებზე ყვავის და იფურჩქნება".

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება