მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: სამყაროს განაგებს ადამიანი და არა ღმერთი

ლიბერალი ამბობს: სამყაროს განაგებს ადამიანი და არა ღმერთი


2-07-2016, 00:07

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

 

   ლიბერალიზმის სიბრმავე წინ უძღვის ნიჰილისტურ, კერძოდ კი ბო-ლშევიკურ, რევოლუციურ მორალს. ეს უკანასკნელი სხვა არაფერია, თუ არა პრაქტიკაში ლიბერალური ურწმუნოების გამოყენება. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ იმ მომენტში, როდესაც აღს-რულდება ლიბერალიზმის სანუკვარი ოცნება: „განთავისუფლდება" მთელი კაცობრიობა ტრანსცენდენტური ნორმების ტყვეობისაგან, ურწმუნოებით განმსჭვალული „ახალი ადამიანი" ლიბერალიზმში უკანასკნელ „ილუზიას" დაინახავს, რომლისაგან განთავისუფლება ასე ძლიერ სურდა თავად ლიბერალიზმს.

   ამრიგად, მმართველობითი ფორმა საიმედოა მანამ, სანამ მისი საფ-უძვლები ღმერთით და მისი ნებით სრულდება. ლიბერალური მმართველობის ფორმა აშკარად სხვაგვარია. ის (ლიბერალი) მიიჩნევს, რომ მართავს არა ღმერთი, არამედ ადამიანი. ღმერთი კი ერთგვარი „კონსტიტუციური მონარქია", რომლის უფლებები გადაეცა ხალხს და რომლის ფუნქციები წმინდა ცერემონიალური ხასიათის მატარე-ბელია. ლიბერალს მხოლოდ რიტორიკის დონეზე სწამს ღმერთი, სასუფეველი. მსგავს ნიადაგზე აგებული მმართველობა სინამდ-ვილეში ბევრით არაფრით განსხვავდება ათეისტურისაგან. აწმყოში, რომელშიც ის ინარჩუნებს გარკვეულ სტაბილურობას, აშკარად ანარქიისკენ იხრება.

   საზოგადოება ორი არჩევანის წინაშეა: მმართველობა ან ღვთის, ან ადამიანის ნებით უნდა აღსრულდეს. შეიძლება გწამდეს ავტორი-ტარული ან რევოლუციური ხელისუფლების, კომპრომისი ამ საკითხებში მხოლოდ გარეგნულ, თან დროებით სახისაა. რევო-ლუციას, ისე როგორც მის თანამგვარ ურწმუნოებას, ვერ შეაჩერებ ნახევარ გზაზე. ეს ის ძალაა, რომელიც გაღვიძების შემდეგ უკვე აღარ გაჩერდება, ვიდრე ამქვეყნიურ „სასუფეველს" არ მიაღწევს. ამას ცალსახად ადასტურებს ბოლო საუკუნეების ისტორია. ლიბერალები რევოლუციასთან მიმართებაში ყოველთვის დათმობაზე მიდიოდნენ, რითაც ადასტურებენ, რომ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება, რომლითაც დაუპირისპირდებიან მას. მაგრამ ამით რევოლუციის მხოლოდ შენელება შეიძლება, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელია. დავუპი-რისპირდეთ რევოლუციას საკუთარი რევოლუციებით, როგორებიცაა: „კონსერვატორული", „სულიერი", ან „არაძალადობრივი", ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ გვესმის გასაქანი და ხასიათი თანამედროვე რევოლუციის, ნიშნავს თავად გავიაზროთ მისი ძირითადი პრინციპი: ძველი ჭეშმარიტება უკვე აღარ არის ჭეშმარიტება, მისი ადგილი სხვა ჭეშმარიტებებმა უნდა დაიკავოს.

   ლიბერალურ მსოფლმხედველობაში, ანუ მის ღვთისმეტყველებაში, ეთიკაში, პოლიტიკასა თუ სხვა სფეროებში, რომლებზეც აქ არ გვისაუბრია, დასუსტებული, შერბილებული, ჭეშმარიტება კომპრო-მისთანაა შეერთებული. ჭეშმარიტება, რომელიც ოდესღაც აბსოლუ-ტური იყო, ფარდობითი გახდა. ლიბერალიზმს არანაირი ფილო-სოფიური გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. მისი აპოლოგია ან უბრალოდ რიტორიკული, ან ემოციაზე გათვლილი და პრაგმატულია. მაგრამ ყველაზე უცნაური ამაში ისაა, რომ თავად ლიბერალურ დოქტრინას არ ანაღვლებს საკუთარი არაადეკვატურობა. ლიბერალს არ აწუხებს საკუთარი მსოფლმხედველობის ნაკლი და წინააღმ-დეგობრიობა, რომელიც მის საფუძვლებში დევს, იმიტომ რომ მისი მთავარი ინტერესი ღვთაებრივის საპირისპირო სფეროში დევს. ამიტომ მას უფრო მეტად ამასოფლის ამოცანები და მიზნები ამოძრავებს, ხოლო დანარჩენი მისთვის ერთობ ბუნდოვანი და აბსტრაქტულია. ლიბერალს შეიძლება აინტერესებდეს კულტურა, განათლება, ბიზნესი ან უბრალოდ ცხოვრებისეული კეთილდღეობა, მაგრამ აბსოლუტურად არ ინტერესდება აბსოლუტური ჭეშმარი-ტებით. მას არ შეუძლია, ან არ სურს ფიქრი სულიერ საკითხებზე. აბსოლუტური ჭეშმარიტების წყურვილი გაქრა, ის გაამსოფლიურობამ შთანთქა.

   ლიბერალურ ცნობიერებაში ჭეშმარიტება სავსებით თავსდება გაამ-სოფლიურობაში, მაგრამ „ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა მისისა" (იონ. 18. 37). გულწრფელად ჭეშმარიტების მაძიებელი უთუოდ დადგება არჩევანის წინაშე: მიიღოს ან უარყოს უფალი იესო ქრისტე, რომელიც არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იონ. 14. 6).

   ამა სოფელს დაპირისპირებული ჭეშმარიტება საყოველთაო დარტ-ყმის ობიექტი ხდება. ლიბერალი, რომელიც მიიჩნევს რომ გან-თავისუფლდა ამ ჭეშმარიტებისაგან, იგავის მდიდარს გვაგონებს, რომელიც ამსოფლიური ინტერესებითა და აზრებითაა დამძიმებული და არ სურს მათგან განშორება, ხოლო ჭეშმარიტების მაძიებელი თავმდაბლობისა და სულიერი სიგლახაკის სულითაა განმსჭვალული.

   ლიბერალი, სეკულარული ადამიანია, რომელმაც დაკარგა საკუთარი რწმენა, ხოლო რწმენის დაკარგვა იმ წესრიგის დასასრულის დასა-წყისია, რომელზეც მათი სარწმუნოებაა აგებული.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება