მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 8) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 8) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი


21-06-2016, 00:00

 

   87. წიგნის დასასრული. სად ვიმყოფებით? ყოველთვის სამოთხესა და ჯოჯოხეთის, ღვთის და ეშმაკის გზაგასაყარზე. ვინაიდან სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, რომელი გზითაც არ უნდა იაროს, ის ერთმნიშვნელოვნად მიდის ან ღვთისკენ, ან ეშმაკისკენ.

   88. რა არის ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია? - ერთადერთი სამოთხე დედამიწაზე, იმიტომ რომ ღმერთკაცი მკვიდრობს მასში, ხოლო ყველაფერი მის მიღმა ჯოჯოხეთია, ან მისკენ მისასვლელია: ადამიანისთვის მხოლოდ ღმერთკაცია ერთადერთი სამოთხე, ხოლო ქრისტეს გარეშე ადამიანი ყოველთვის ჯოჯოხეთის მახლობლადაა, მაგრამ არა ჯოჯოხეთშია. ადამიანი რჩება ადამიანად მხოლოდ ღმერთკაცში (ეკლესიის სხეულში), და ამის შედეგად ხდება ღმერთი მადლით, ხოლო მის მიღმა ის ეშმაკადამიანობის კანდიდატია. დიახ, ან განღმრთოება, ან გაეშმაკება, მესამე გზა ჩვენს სამყაროში არ არსებობს.

   89. ეკლესიის მიღმა არაფერია ჭეშმარიტი: არც სიყვარული, არც სი-კეთე. მნიშვნელოვანია: „სიყვარულითა შეუორგულებითა განეშორე-ნით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა" (რომ. 12. 9). შეადარეთ და-სავლეთის ამპარტავნობა და აღმოსავლეთის სიმდაბლე. წმინდა იოანე ოქროპირია წამალი ყველა ეშმაკებისაგან.

   90. უფალი იესო ქრისტე ყველაფერია ადამიანისათვის: მისი სულის, გულის, სინდისის, გონების, სხეულისთვის, ადამიანის ყოფიერების-თვის - ყველაფერია. ეს მაშინ ხდება, როდესაც ღმერთკაცს გავაიგი-ვებთ ეკლესიასთან, ვინაიდან მხოლოდ ამრიგად შეიძლება ღმერთ-თან, მარადიულ სიყვარულთან, ცხოვრებასთან, ჭეშმარიტებასთან, სიხარულთან და ნეტარებასთან მიახლება. მხოლოდ ღმერთკაცში, ე.ი. მის სხეულში - ეკლესიაში ადამიანი აღწევს სრულყოფილებას.

   91. ხილულ სამყაროში, რომელმაც მოიცვა ადამიანი, მხოლოდ ეკლ-ესიაა ყველა ცოდვაზე, სიკვდილსა და ეშმაკზე ძლიერი.

   ღმერთკაცი იესო ქრისტე ყველა მტერზე ძლიერია, ის უძლეველია, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მთელი ჯოჯოხეთი ვერ მოერევა მას. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არაფერია ეკლესიაზე ძლიერი", ვინაიდან ქმნილებათა შორის არავინაა ღმერთკაცზე ძლიერი.

   92. ეკლესია - განხორციელებული ღმერთია, წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი. ის უძლეველია იმდენად, რომ ჯოჯოხეთის ყველა ეშმაკი, სიკვდილი და ცოდვა ერთდროულად ვერ ერევა მას. ქრისტე - ერთადერთი სახელია, რომელიც აცხონებს ადამიანს (იხ. საქმე. 4. 11-12). ღმერთკაცი - უზენაესი და ერთადერთი მსაჯულია საშინელ სამსჯავროზე. ის (სამსჯავრო) ქრისტეს უფლებამოსილებაშია.

   93. წიგნის დასრულება VII მსოფლიო კრების სვინაქსარით გვსურს. კრებსითობით, რომელიც ღმერთკაცშია და მის მიერაა, მხოლოდ ასეთ ეკუმენიზმს შეუძლია გადაგვარჩინოს „მეორე სიკვდილისაგან". პირ-ველი სიკვდილი უკვე აღსრულდა პაპიზმსა და ჰუმანიზმებზე. ცხონება მხოლოდ ღმერთკაცთა, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბ-რუნებითაა შესაძლებელია, ჭეშმარიტი სინანულითა და მართალი სარწმუნოებით, წმინდა მოციქულთა, წმინდა მამათა, წმინდა მსოფ-ლიო კრებათა დადგენილებების ათვისებით.


   P.S. „ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ" გახლავთ ღირსი იუსტინე პოპოვიჩის ახალაღმოჩენილი ჩანაწერები წმინდანის მომდევნო წი-გნისთვის, რომლის დაწერა ღირსმა იუსტინემ ვერ მოასწრო. მისი განსჯის საგანი არა მხოლოდ ეკუმენიზმი, არამედ ზოგადად თა-ნამედროვე დასავლური ცივილიზაციაა, თავისი კათოლიციზმით, პროტესტანტიზმითა და ჰუმანიზმებით. მსჯელობის ცენტრი ღმერთ-კაცი იესო ქრისტე და მისი ეკლესიაა.



Xareba. net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება