მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ყოფითი საქმეები - წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან

ყოფითი საქმეები - წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან


1-09-2016, 00:00

ყოფითი საქმეები - წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან

 

   თქვენში თანაბრადაა მიწიერი და სულიერი, როგორ უნდა იცხოვ-როთ ამ შუალედში? ამა სოფლის მეგობრობა ღმერთის მტრობაა. ე.ი შუალედი არ არსებობს. ამავე დროს ყოფითი საქმეების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მაშ როგორ მოვიქცეთ? უნდა ავირჩიოთ ერთი მხარე - უმნიშვნელოვანესი, ანუ სულიერი, ამქვეყნიური საქმეები კი მეორეხარისხოვნად უნდა მივიჩნიოთ.


* * *

   ყველაზე დიდი საშიშროება ყოველდღიური ფუსფუსით დროს რელ-იგიური განწყობის დასუსტებაა. ვფიქრობ, თქვენც გაწუხებთ ეს სენი. ასეთი მდგომარეობა ძალიან სახიფათოა, რადგან ის სარწმუნო-ებისადმი გულგრილობას იწვევს. მაგრამ ამის მიზეზი ყოფითი საქმეები კი არა, საქმისადმი არასწორი მიდგომაა. მთელი ჩვენი შეგრძნებით, სურვილებით, აზრებით მხოლოდ მიწიერ საქმეებში ვართ ჩაფლული. ყოველი საქმე ლოცვით უნდა დავიწყოთ და მთელი დღის განმავლობაში ღვთისადმი სასოება შევინარჩუნოთ. საქმის დროს ვეცადოთ განვაგდოთ მიწიერი აზრები და გვახსოვდეს ღმერთი, ბოლოს კი მადლობა შევწიროთ მას.

   ხშირად წარმოთქვით მოკლე ლოცვა ან ფსალმუნის რომელიმე ნაწ-ილი. ეცადეთ, არ ჩააქროთ ლოცვითი განწყობა. თავისუფალ დროს წაიკითხეთ რამე ლოცვის შესახებ. ამქვეყნიურ საქმეებში არაფერი მიიღწევა შრომის გარეშე, სულიერი საქმეებიც გამუდმებულ, თავ-დაუზოგავ შრომას მოითხოვს.



მრავლისმზრუნველობა


   თქვენ იმდენად ჩაფლულნი ხართ ყოფით საქმეებში, რომ ივიწყებთ ლოცვას. ეს ბოროტის გავლენაა, თუმცა, რადგანაც ადამიანს საკვები, სამოსი და სხვა ნივთები სჭირდება, შესაბამისად საჭიროა ზრუნვა მათზე. რასაკვირველია, ეს ცოდვა არ არის, ცხოვრება ამგვარად ღვთისაგანაა მოწყობილი. მაგრამ ეშმაკი გვაცდუნებს და ზედმეტი ფისფუსისაკენ გვიბიძგებს. სწორედ ამ მდგომარეობის საწინააღ-მდეგოდ არის მიმართული მაცხოვრის დარიგება: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინის თქუენ; ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თვისისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თვისი" (მათ. 6, 33-34).

   ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი ვაკეთოთ, მაცხოვრის ეს სიტყვები უსა-რგებლო ფუსფუსის უგულებელყოფას გვასწავლის. მრავლისმზრუნ-ველობა ცოდვაა, რადგან ამით ადამიანი ცდილობს ყველაფერი ღვთის გარეშე მოაწყოს, ცოდვაა, რადგან ადამიანი სასოებას მხოლოდ მონახვეჭ დოვლათზე ამყარებს, საბოლოოდ კი ძირითად მიზნად მიწიერ კეთილდღეობას ისახავს, ივიწყებს რა საუკუნო ცხოვრებას. ხედავთ, როგორი ღვთისმებრძოლი სული ტრიალებს მრავლისმზ-რუნველობაში?! ამიტომ მას უნდა ვებრძოლოთ ისევე, როგორც სხვა ბოროტებას. თუ არ შევებძოლებით, იგი საბოლოოდ დაგიპყრობთ თქვენ.

   როგორ იბრძოლოთ? უპირველესად, ლოცვის დროს, მოიცილეთ ყო-ველგვარი საზრუნავი, თუ ლოცვის დროს ყოფით საქმეებზე ფი-ქრობთ, ეცადეთ განაგდოთ ასეთი ფიქრი. ის კვლავ დაბრუნდა? ისევ განაგდეთ! და ასე მუდამ.

  სწორედ ეს არის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს ნაყ-ოფს. მხოლოდ ბრძოლა არ მიატოვოთ.



წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება