მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულო ჩემო, იფხიზლე!

სულო ჩემო, იფხიზლე!


10-08-2016, 00:07

სულო ჩემო, იფხიზლე!

 

    სულო ჩემო, იფხიზლე, ყური უგდე სინდისის ხმას!

   ყურადღებიანი იყავი საკუთარი თავის მიმართ და ყურადღებას ნუ აქცევ სხვის დაცემას. შეურიგდი ქრისტეს, რომელიც ჯვარს ეცვა შენთვის. საკუთარ თავს ნუ განიკითხავ, არ განიკითხები იქ, მა-რადისობაში.

   დავემონე ცოდვას. ვიცი, რომ ვცოდავ და არ ვებრძვი მას. ვიცი, რომ რომ იხრწნება სული ჩემი, მე კი არ ვეწინააღმდეგები ამას.

   მეზიზღება ცოდვა, მაგრამ მაინც ვემსახურები მას. ვნებები ზემოქ-მედებენ ჩემს საბრალო სულზე და მაცდური ტკბობით მითანხმებენ ვცოდო. ჩემში ვნება დუღს, ის შეერწყა ჩემს სხეულს და არ სურს განშორება.

   დიდი ძალისხმევის შემდეგ თუ შევებრძოლები ვნებებს, მაგრამ სულ მალე მათი ნაირსახეობა იბადება, ახლა უკვე მათ ვუმეგობრდები, ძველ ვნებებს კი ვივიწყებ. თავის დაღწევას ვცდილობ, მაგრამ რადგან ვნებებს არ ვებრძვი, უნებლიედ, მათთან მჭიდროდ დაკავშირებული აღმოვჩნდები.

   ჩემი საუბარი სასიამოვნოა, საქმენი კი ამაზრზენი, სხვებს ვმოძღვ-რავ, თვითონ კი, უბადრუკი, ვნებებისაგან ვარ ძლეული.

   წლებმა გაირბინა ცოდვიან ყოფაში, არც ერთ დღეს სიმართლის მსა-ხურებაში არ ჩაუვლია. თითქოს სინანულით აღვივსე, მაგრამ ისევ გავები ეშმაკის მახეში. ვაი, ჩემს თავს, რადგან საკუთარი ნებით ვირჩევ ცოდვას.

   ხალხის წინაშე მართალ და ბრძენ კაცად მომაქვს თავი. სხვის შეცო-დებებს რომ ვხედავ, დავცინი და განვიკითხავ მათ. ვაი, რომ გამჟღავნდება ჩემი უკანონობაც.

 

ეფრემ ასურისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებებიდან 

 Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება