მთავარი > ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს წერილი მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს წერილი მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს


14-06-2016, 10:40

 

 

მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I, კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს

 

   თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, გულ-ითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან დიდი პატივისცემით გვსურს თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დეალეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგ-მილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.  

   გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენი-ლება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწი-ლობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვა და სხვა საკითხთან მი-მართებაში პრობლემების გაღრმავება.

   გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 

13 ივნისი, 2016 წელი 


უკან დაბრუნება