მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 7) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 7) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი


17-06-2016, 00:01

 

   75. ეკუმენისტური მოძრაობა - ევროპის ყველა სახის ჰუმანიზმის: პა-პისტურის, ერეტიკული კულტურის, ფილოსოფიის, ცივილიზაციის ეშმაკისეული აღსარებაა. არსობრივად ეს თვითმკვლელობაა, ხოლო საჭიროა სინანულით წარმოთქმული აღსარება.

   76. ეკუმენიზმის პრობლემა დიდი ხნის წინ გადაწყდა თვით ღმერ-თკაცის, ქრისტეს და ეკლესიის მიერ - მისი (ეკლესიის) კრებსითობითა და მოციქულეობრიობით. გადაწყვეტილია არიანელური, სულთ-მბრძოლური, ხატმებრძოლური, პაპისტური, პროტესტანტური და სხვა მრავალთა, მათი სახელი - ლეგიონია, ეკუმენიზმის პრობლემა. ეს პრობლემები გადაწყვეტილია ღმერთკაცობრივად, უცოდველად და სრულყოფილად. აქ არ არის გაურკვევლობა. ჩვენ ვიცით ჭეშმარიტება, ვინაიდან ვფლობთ ჭეშმარიტებას - ღმერთკაც იესო ქრისტეს.

   77. მოციქულეობრიობა, ღმერთკაცობრიობა, სამპიროვნებობა - თუ რომელიმე მათგანში მავანი ერესის გზით განუდგება ეკლესიას. ის ყველაფერს კარგავს. ამიტომ მოციქულებრივი მემკვიდრეობა არ არსებობს არც ლათინურ ერესში, რს მის ლოგიკურ გაგრძელებაში - პროტესტანტიზმში. სადაც ერესია შეიძლება იქ რომელიმე საიდუმლო არსებობდეს? არა! ხოლო თუ გარეგნულად არსებობს - არარაობაა.

  78. რაგვარი ანტისახარებისეული, ანტიქრისტიანული განდგომაა ქრისტესაგან, რომელსაც არ გააჩნდა ადგილი ამქვეყნად „სადა თავი მოედრიკა" (მათ. 8. 20). პაპისტური „ეკლესიის" ფინანსურ დაწე-სებულებად „სულიწმიდის ბანკად" გარდაქმნა! ამ სირცხვილს კოღოს სინდისიც კი შეიგრძნობდა, ხოლო ვატიკანი...?

   79. სოტერეოლოგიური განსხვავება: ღმერთკაცმა სულიწმიდით, წმი-ნდა საიდუმლოებებითა და სათნოებებით ინება ადამიანის ცხონება. პაპიზმი კი მიიჩნევს, რომ ადამიანის ცხონება მექანიკურად, დეკ-რეტებისა და ინდულგენციების მეშვეობით ხორციელდება, ხოლო პროტესტანტიზმის თანახმად, ცხონება მთლიანად დეტერმინიზი-რებულად, თითქოს ავტომატურად აღესრულება.

   80. ეკუმენიზმი - ერესებისა და განხეთქილებებისაგან შემდგარი მო-ზაიკაა. ის ცდომილებათა კანკელია თვითგანდიდებულ ტაძარში. ნეგოში წერდა: „დასავლელი სარწმუნოების ძმები არამართებულად ეთაყვანებიან და არასწორად ზომავენ".

   81. ეკუმენიზმი - ახლი ერესია, არანაირი იკონომია სარწმუნოებრივ საკითხებში. 800 000 სერბი მოკლეს იმიტომ, რომ არ სურდათ კათოლიციზმში გადასვლა.

  82. პაპიზმის გაამპარტავნებული ტოტალიტარიზმი გახლავთ მამა ყველა დანარჩენი ტოტალიტარიზმებისა, ადამიანის მოღვაწეობის ყველა ასპარეზზე, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან, ხოლო ამ კიბეზე დაშვებისას იპოვით მის ფუძეს - სატანურ ამპარტავნებას.

   83. პროტესტანტები და ურიცხვი სექტანტები არ აღიარებენ ყოვლა-დწმინდა ღვთისმშობელს: განა ისინი ნესტორისა და ნესტორია-ნელებზე უარესნი არ არიან? მაგრამ თავი „ეკლესიად" გამოაცხადეს. მრავალი მათგანი არ აღიარებს ხატებს, განა ეს ახალი ხატმებრძოლები არ არიან? განა მათ არ ეხება მე-VII მსოფლიო კრების ანათემა? ვის აქვს უფლება უარყოს მსოფლიო კრება? ვის?

   84. წმინდა თეოდოსი დიდი (529 წ.) ერეტიკოსების შესახებ წერდა:

  „ჩვენ არ მივიღებთ მათ დოგმატებს, არამედ ძველი მამების კანონებს დავემორჩილებით. ხოლო მათ, რომლებმაც უარყო წმინდა მამათა კანონები და სხვა კანონები და დოგმები მიიღეს, ჩვენ უარვყოფთ და გადავცემთ ანათემას. ერეტიკოსების ქიროტონიასაც არაფრის ფასად არ მივიღებთ, ხოლო თუ ვინმე სასჯელის ნიშნად შეეცდება მოგვახვიოს თავს, მაშინ ღმერთია მოწმე, სისხლის ბოლო წვეთამდე შევეწინააღმდეგებით მათ". ყველაფერი მკაფიოდაა განსაზღვრული.

   85. ის, რომfilioque არის ერესი, შვიდი მსოფლიო კრების წმინდა მა-მებმა და მომდევნო ავტორიტეტულმა კრებებმა წარმოაჩინა. წმ. თეოდორე სტუდიელი ამბობს, რომ ჭეშმარიტება არ შეიძლება განსაზღვრო სიმრავლით, რიცხობრივი უპირატესობით.

  86. წმ. ათანასე ათონელი მოწმობს, „ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან ყველა დემონი გარბის". (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება