მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა და დიდი კრება სინამდვილეში ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მეთაურთა შეკრებაა - მიტრ. იეროთეოს ვლახოსი

წმინდა და დიდი კრება სინამდვილეში ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მეთაურთა შეკრებაა - მიტრ. იეროთეოს ვლახოსი


14-06-2016, 00:05

 

   მოახლოვებული კრება დახასიათებულია როგორც მართლმადიდე-ბელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება, მაგრამ სინამდვილეში ის ადგილობრივი ეკლესიის (ზოგიერთი - რედ.) მეთაურთა (პატრი-არქთა, მთავარეპისკოპოსთა) კრება იქნება. ამ მოსაზრებას იმით ვადასტურებ, რომ ყველა საჭირბოროტო საკითხი მართლმადი-დებელი ეკლესიების მეთაურთა მიერ იქნა მიღებული. 2014 წ. 6-9 მარტს კონსტანტინოპოლში წმინდა და დიდი კრების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 2016 წლის ივნისში მისი თემატიკა განსაზღვრეს. 2016 წ. 27-28 იანვარს ეკლესიების მეთაურებმა შამბეზში რეგლამენტის მუშაობას კენჭი უყარეს (ანტიოქიის საპატრიარქოს გარდა). იმავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა კომისიების მიერ შემუშავებულ ტექსტებს, გარდა ერთისა (შერეული ქორწინება), რო-მელსაც ხელი არ მოაწერა ორი საპატრიარქოს (საქართველოსა და ანტიოქიის) წარმომადგენლებმა. წმინდა და დიდი კრების დაწყებამდე ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები ხელს მოაწერენ წმინდა სინოდის მიმართვას, რომელიც ცალკეული მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ერთი წარმომადგენელის მიერ იქნება შედგენილი.

   წმინდა და დიდი კრების სამუშაო პროგრამაც ეკლესიათა მეთაურ-ების მიერ იქნება შედგენილი. და ბოლოს, ტექსტები საბოლოო სახით დამტკიცებული და ხელმოწერილი იქნება ეკლესიათა მეთაურების მიერ.

  ამრიგად, ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული კრება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა კრებას წარმოადგენს.

   რედაქციისაგან:

   თუ დღეს არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, როდესაც ბულ-გარეთის, ანტიოქიის, სერბეთის, საქართველოს და რუსეთის ეკლესიებმა უარი განაცხადა კრებაზე წასვლაზე, დავასკვნით, რომ აღნიშნული კრება ყველა ეკლესიის მეთაურთა კრებადაც ვერ იქნება მიჩნეული.

 

 

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება