მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 6) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 6) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი


15-06-2016, 00:07

 

  61. ღმერთკაცობრივი კრებსითობის ჭეშმარიტი ეკუმენიზმი მაშინ ვლინდება, როდესაც მთელი გულითა და არსებით ღმერთკაცობრივ კრებსითობაში, სარწმუნოებაში, ერთობაში, სიწმინდეში, ერთადერთ ქრისტეს ეკლესიის სხეულში, სისავსეში, მის ბუნებასა და ისტორიაში, მის წმინდა საიდუმლოებებსა და წმინდა სათნოებების ერთიანობაში იმყოფები. ღმერთკაცობრივ კრებსითობაშია სარწმუნოებრივი საკით-ხების, სათნოებების, მთელ მსოფლიოში ადამიანთა ტანჯვის ყველა პრობლემის გადაჭრის გასაღები. ღმერთკაცობრივი კრებსითობისკენ მოგვიწოდებს VII მსოფლიო კრების სვინაქსარი, რომელიც მოციქუ-ლებისა და წმინდანების მაცხოვნებელ სარწმუნოებაზეა დაფუძნე-ბული. ღმერთკაცობრივი კრებსითობა ადამიანებს შორის ერთადერთი სხეულითა და თავით არის ეკლესია.

   62. ღმერთკაცი ყოველთვის იყო ალფა და ომეგა, პირველი და უკა-ნასკნელი, დასაწყისი და დასასრული: „იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისა, რომელი არს დასაბამი, პირმშოთა მკუდრეთით..." (კოლ. 1. 18). თუ ამგვარად მოვიქცევით, მაშინ ყველა პრობლემა გადაწყდება.

   63. სახარებისეული მიდგომა: „ნუ მოკლავ ცოდვილს ცოდვის გამო" პაპიზმმა ეს მცნება შეცვალა „წმინდა ინკვიზიციით", ამ სულის-კვეთებით „მოკვდეს ცოდვილი ცოდვების გამო" - ყველა სახის ჰუმანიზმია განმსჭვალული. განა ამის მიზეზი არ იყო ყველა რევოლუცია და პოლიტიკა? ამგვარია პაპის, ამ „უზენაესი" კანონ-მდებლის „უცდომელობა".

   64. რას გვასწავლის ეთიკის შესახებ მართლმადიდებლობა? – „ბო-როტი განზრახვით განხორციელებული სიკეთე, არ არის სიკეთე" (ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). პაპისტური დიქტატურის სახეა „წმინდა ინკვიზიცია". ყველა სახის ჰუმანიზმი ანთხევს ერესსა და სიცრუეს ღმერთზე. ჭეშმარიტების დამახინჯება არის ერესი.

   65. ეკლესია გახლავთ უზენაესი მსაჯული და საზომი, იმიტომ რომ ის ღმერთკაცი ქრისტეა. აქედან გამომდინარე: „უკუეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი" (მათ. 18. 17). ეკლესიის მიერ ზეცა და დედამიწა ერთიან სამყაროშია გაერთიანებული, რადგან ღმერთკაცმა თავის თავში გააერთიანა ღმერთი და ადამიანი. ცრუქრისტეები ამბობენ: „მე ვარ ქრისტე", „მე ვარ ეკლესია", ქმნიან ცრუ ეკლესიებსა (იხ. მათ. 24. 5) და ცრუ ეკუმენიზმებს. კათოლიციზმში პაპი ამბობს: „მე ვარ ქრისტე", ეს ვულგარული პაპიზმია, ეს ყოველნი „ქრისტემტყუარნი და ცრუ-წინასწარმეტყუელნი" არიან (მარკ. 13. 22). „აჰა მეუბნებიან ისინი: სად არის უფლის სიტყვა? აბა ახდესო" (იერ. 17. 15).

   66. ღმერთკაცმა არა მხოლოდ „... დაითმინა ჯუარი და სირცხვილი შეურაცხ-ყო და მარჯვენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა" (ებრ. 12. 2), ის არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. ქრისტე აცხონებს და განსჯის სამყაროს, განსჯის მას მაცხოვნებელი სახარებით. ეკლესია საბოლოო მსაჯული და საზომია, ვინაიდან ის თავად ღმერთკაცია, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან.

   67. ევროპელი ადამიანი ებრძვის ღმერთკაცს და ამ ბრძოლაში ის დეგრადირდა ფსევდოადამიანად; სურდა გამხდარიყო ზეადამიანი, მაგრამ არაადამიანად, ადამიან-მანქანად იქცა.

   68. ევროპა ადამიანის თაყვანისცემას, გაღმერთებას მიეცა. რაც არ სურდა ღმერთკაცს, ის სურს ადამიან-ღმერთს. ყველაფერი პირიქითაა. ქრისტეს წინააღმდეგ - ანტიქრისტე, ადამიანის წინააღმდეგ - ანტიღმერთკაცი.

   69. რატომ გმობენ ქრისტეს აზიისა და აფრიკის უღმერთონი? - ევ-როპული ურწმუნოებისა და ერეტიკოსების გამო.

   70. ყველა სახის ჰუმანიზმს ათეიზმამდე მივყავართ. შეიძლება ითქ-ვას: ათეიზმი - პაპიზმის დამაგვირგვინებელი სტადიაა. ყველა სახის ჰუმანიზმის მეშვეობით ის (პაპიზმი) მიდის ათეიზმამდე. ამგვარი დასასრული აქვს ყველა სახის ადამიანღმერთობას, ყველანაირ ჰუმანიზმს, რომელიც არა ღვთის, არამედ ადამიანის რწმენით ცხოვ-რობს. პაპოლატრია იგივე ადამიანლატრია გახლავთ. არსობრივად პაპიზმი თეოკრატიის სამოსით შენიღბული ანთროპოკრატიაა.

   71. როგორც პაპიზმის, ისე ჰუმანიზმის არსი და „credo”-ა: „მიზანი ამართლებს საშუალებას". ის ორივესთვის მისაღებია. დიქტატურა მათი გულია. ჰუმანიზმი - ადამიანთა მსხვერპლშეწირვის რელიგიად გარდაიქმნება. ეს მისი გარდაუვალი დასასრულია. ყველა მათგანმა ქრისტე - ღმერთი პონტიფიკ მაქსიმუსით, „ქრისტეს ნაცვალით" ჩაანაცვლეს.

   ამრიგად, ღმერთკაცი ჩაანაცვლეს ადამიანით, რომელმაც თავი ღმე-რთად გამოაცხადა.

   72. ცხოვრება „ყოველთა თანა წმიდათა" (ეფ. 3. 18) - ღმერთკაცობ-რივი ცხოვრებაა, რომელშიც კრებსითობა და საყოველთაობა ვლინდება. ღმერთკაცი - ერთადერთი ეკუმენური ძალაა, რომელიც თავისი ღმერთკაცობრიობით აერთიანებს ეკლესიის ყველა წევრს.

   73. კომუნიზმი - პაპიზმის პირმშოა, რომელიც უკანონო ქორწინებით „წმინდა ინკვიზიციით", და უღმერთობით იშვა. ვატიკანისა და კომუნიზმის კავშირიც ამის შედეგია. ვატიკანისთვის ეს მისაღებია, იმიტომ რომ მის საფუძვლებში უღმერთო სახელწმიფოა. აქედანაა მათი კავშირი, მსგავსება. ორივეს ერთი და იგივე მეთოდი აქვს: მოკლას ცოდვილი ცოდვის გამო, ან „წმინდა" ინკვიზიციის, ან კომუნისტური დიქტატურის მეშვეობით. ვატიკანს კომპრომისი პირველყოვლისა ეშმაკთან, ხოლო ამის შემდეგ კომუნიზმთან აქვს განხორციელებული. ეს „წმინდა" და უწმინდური ინკვიზიციის ალიანსია. ისინი სიტყვით მოწინააღმდეგენი, ხოლო საქმით მოკავ-შირენი არიან. (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba. net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება