მთავარი > ახალი ამბები > 10 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
10 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება9-06-2016, 11:45 |
10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლე-სიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბე-რძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავში-რებით უნდა გაიმართოს. წმინდა სინოდის სხდომას სრულიად სა-ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილ-ია მეორე უხელმძღვანელებს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მო-სამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა. მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადი-დებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელ-ებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკ-ლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორ-წინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |