მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 5) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 5) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი


12-06-2016, 00:02

 

  46. ევროპული კულტურა მთლიანად ადამიანის თაყვანისცემაზეა დაფუძნებული. ასეთია ქრისტიანული ევროპა, რომელმაც ადამიანი სიკვდილისათვის გასწირა.

   47. „გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებას მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა-არს კაცობრივ" (გალ. 1. 11) - მასში არაფერია ადამიანური; არც შინაარსი, არც მეთოდი, ყველაფერი ღმერთკა-ცობრივი, სახარებისეულია, რომელიც არ ერწყმის ჰუმანიზმსა და მის მეთოდებს.

   48. წმინდა საიდუმლოებები და წმინდა სათნოებები - მართლმადი-დებელი ეკლესიის გარდამოცემაა. ნათლისღება ერთდროულად საიდუმლოცაა და სარწმუნოებრივი სათნოებაც. ჰუმანიზმი ერესია, რომელიც დეგრადირებს ათეიზმში, რომელიც არა მხოლოდ ქრისტეს სწავლებას, არამედ თავად ღმერთკაცს უარყოფს.

   49. ეკუმენიზმის მსოფლიო საბჭოს უფსალის სესიის ძირითადი ნი-შან-თვისებაა - შეგნებულად თუ შეუგნებლად ახალი ბაბილონის გოდოლის შექმნა.

   50. ადამიანია, როგორც „ყველა საგნისა და მოვლენის საზომი", ხოლო მართლმადიდებლობაში ღმერთკაცია ყოველივეს საზომი, ამაშია განსხვავება ქრისტიანობასა, ქრისტიანულ და ქრისტიანობის მიღმა არსებულ სამყაროებს შორის.

   51. ორი მსოფლიო ომი არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ევროპის ქვათა სირცხვილია, ხოლო ფსევდოქრისტიანი ევროპელები ამაყობენ ამით. ოჰ, სირცხვილი ე.წ. ქრისტიანებს.

   52. ეკუმენისტები „სიყვარულის დიალოგს" გაიძახიან, მაგრამ მანამ-დე „ჭეშმარიტების დიალოგი" გვესაჭიროება. „სიყვარულის დიალოგს" ეშმაკებიც აცხადებენ, მაგრამ ეს სიცრუის დიალოგია. სიყვარულის დიალოგი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჭეშმარიტ სიყვარულზეა საუბარი. ეს ახალაღთქმისეული სიყვარულია, რომე-ლიც ამარცხებს ცოდვას, ანადგურებს სიკვდილს, ეშმაკს და ამით აცხონებს, განაღმრთობს ადამიანს.

   53. ჭეშმარიტება - სიყვარულის გულია. ქრისტეს მიმდევარი არ შეი-ძლება აღიარებდეს სიცრუეს, „იცრუოს სიყვარულისთვის", ჩვენ ვეცრუებით ეკლესიას, თუკი ვიტყვით, რომ მასში ნაწილობრივი ჭეშმარიტებაა.

   54. ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს, რომ წმინდა მამები იყვნენ ჭეშ-მარიტ სიყვარულში. მკაფიოდ გვმოძღვრავდნენ საუკუნეთა სიღრმე-ებიდან. ყველა წმინდა მამა ჭეშმარიტ დიალოგს და ჭეშმარიტებაში სიყვარულს აწარმოებდა. ამის ნიმუშია წმ. მარკოზ ეფესელი, მასთან ვხედავთ ჭეშმარიტების და სიყვარულის დიალოგს, ვინაიდან ეს მცნებები ერთმნიშვნელოვანია ეკლესიასა და სახარებაში.

   55. დასავლური ეკუმენიზმი თავის თავში ყველა სარწმუნოებას „სი-ყვარულის დიალოგში" აერთიანებს. ის მიიჩნევს, რომ ერთობა ჭეშმარიტების გარეშეც განხორციელდება. ჩვენი სარწმუნოება ჭეშ-მარიტების მატარებელია, ხოლო სიყვარულს უყვარს ჭეშმარიტება, რომელიც გვათავისუფლებს სიცრუისაგან. ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთკაც ქრისტეზეა დაფუძნებული. ის ათავისუფლებს ცოდვის, ეშმაკისა და ყოველგვარი ბოროტებისაგან. ის არის მარადიული, იმიტომ რომ უყვარს ადამიანში ის, რაც მარადიული და უპირატესია - ჭეშმარიტება.

   56. ეკუმენიზმის შეკითხვებზე პასუხი ქრისტეს ეკლესიის კრებსით-ობით უკვე გაეცა. ეკუმენიზმი სინამდვილეში არაბუნებრივი და არალოგიკურია.

   57. რომაულ-კათოლიკური ეკლესია არა ღმერთკაცობრივი სხეული, არამედ ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი, იურიდიული, სამარ-თლებრივი, ჰუმანისტური ორგანიზაციაა. ამიტომ იქ არ არის ეკლესია, არამედ ცალსახად ადამიანური დაწესებულება, რომელსაც მართავს მონარქი - პაპი. იქ დიპლომატია და ამასოფლის ყველა ატრიბუტი შეინიშნება. კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი უბრალოდ ჰუმა-ნისტური საზოგადოებებია.

  58. პროტესტანტიზმი მისი წინამორბედი პაპიზმის მეთაურობით - ერესია. ნესტორიანელები, ისევე როგორც ხატმებრძოლები პროტეს-ტანტიზმის ერესის ჰუმანისტურ ურჩხულთან შედარებით - მქრთალი აჩრდილებია.

    მათი სწავლება ცხონებაზე, რწმენაზე უმადლოა.

   59. პაპისტურმა ეკუმენიზმმა, პაპის პრიმატისა და უცდომელობის სწავლებამ დიდად ავნო აღმოსავლეთის ეკლესიას. ეკლესიის მოდერნიზაცია და ამ ნიშნით საზოგადოებრივი აქტიურობა - ერესია. ამასთან, ეკლესია არა ამქვეყნიური და სოციალური ორგანიზაცია, არამედ მარადიული ლიტურგიაა.

   აი რა არის ეკლესია.

   60. ინტერკომუნიონი შეუძლებელია. პაპის უცდომელობის დოგმატი უზენაესი სიცრუეა. ის - გული, სული, თვალი, ყური და ცხოვრებაა პაპიზმისა; მისი „სამოთხე" და მისი ჯოჯოხეთია. რომაულ-კათო-ლიკურ-პროტესტანტული ევროპის ოლიმპზე ზის ზევსი - უცდო-მელი პაპი. უცდომელობის დოგმატი არსობრივად კათოლიციზმის ჯოჯოხეთია, დემონური სიამაყეა, რომელმაც მთავარანგელოზი ეშმაკად აქცია. პაპიზმის დოგმატში ათეიზმისა და ჰუმანიზმის ნაზავია, რამაც ვატიკანის ორ რეფორმატორულ კრებამდე მიიყვანა ისინი. XIX და XX სს. იუდას საუკუნეებად აქცია, ვინაიდან ღმერთკაცი - ქრისტე  მათ მიერ უგულებელყოფილი და განდევნილი იქნა ევრო-პიდან. (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება