მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რისთვისაა რჯული? - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

რისთვისაა რჯული? - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


16-06-2016, 00:07

რისთვისაა რჯული? - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

   მოციქული სვამს კითხვას: „აწ უკუე რაჲ შჯული?" და თავადვე პა-სუხობს: „გარდასვლისათვის-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს... ვინაიდან შჯული იგი მზარდულ გუექმნან ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვ-მართლდეთ" (გალ. 3. 19. 24). წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ მოციქული აქ (გალ. 3. 19. 29) ცხადად წარმოაჩენს „ჩვენი ცხონების ღვთაებრივი განგებულების სრულ გეგმას; ამის შედეგად ირკვევა რჯულის ძირითადი დანიშნულება და თავად რჯულის ქვეშ მყოფი ხალხის, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის, ერთადერთი მაცხოვნებელი სარწმუნოების, ამ საუნჯის დაცვის მადლიერება. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ ქრისტე ღმერთის მოსვლამდე იყო. ამის შემდეგ რჯულიც დამღუპველია და მისი (რჯულის) დამცველი ერიც „ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არის" (1 თეს. 2. 15-16).1

   „რისთვისაა რჯული?" - იმეორებს შეკითხვას წმ. თეოფანე და გან-მარტავს: „ღვთის გეგმით მაცხოვრის მოვლინების დრო ჯერ კიდევ შორს იყო. კაცობრიობის სიჭაბუკის პერიოდი (მიტროპოლიტ ფი-ლარეტის აზრი) დგებოდა. სიცოცხლის ძალები, სულიერი თუ ფიზიკური მოთხოვნები გონებასა და სინდისს სათანადო საზღვრებში ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევდა. ურიცხვ ვნებათა აშლისა და მასობრივი გავრცელების საშიშროება იკვეთებოდა. ამასთან, ქალწულის თესლისაგან განკურნების ყოველგვარი საშუალება გარდაუვალად დაიკარგებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ღვთის განგებულებამ ყოველ ერს თავის გზით სვლის ნება დართო. გამოირჩია ერთი ტომი, ურჯულოთა შემოტევებისაგან იქნებოდა დაცული, რათა მათ დაეცვათ რწმენა იმისა, რომ საბოლოოდ გამოჩნდება, მოვა აღთქმული მესია. ამისთვის მოგვეცა რჯული და მოგვევლინნენ წინასწარმეტყველნი". ე.ი. დაწერილი რჯული, აკრძალვები, მუქარის, დასჯის შემცველი შეგონებები, ძველი აღთქმის სხვა სიმკაცრენი, კაცობრიობისათვის აუცილებელი ჩვილობის პერიოდის დასრულების შემდეგ გახდა. სანამ მას ჯერ კიდევ გააჩნდა ბავშვური უშუალობისა და ღმერთთან პირდაპირი ურთიერთობის უნარი, მოიპოვებდნენ ქვეყნად მართლები, საკუთარ არსებაში რომ ატარებდნენ „რჯულის სიმართლეს", „გულებსა და სულებში მცნებათა აღსრულების ძალას". ამიტომაც ჯერ არ იყო წერილობითი ამკრძალველი შეგონების საჭიროება".2

   შემდეგ წმ. თეოფანე ძველი აღთქმის მნიშვნელობის ერთობ საინ-ტერესო განმარტებას გვაწვდის: „რჯული აკავებდა ვნებებს, თითქოს ბორკილებს ადებდა მათ - იმას არ შეეხო, ის არ იგემო... მაგრამ ცოდვისმიერი მისწრაფებებისაგან სულიერად ვერ კურნავდა. რჯუ-ლისაგან მსგავსი შევიწროების წყალობით სულში შინაგანი ცვლილებების სურვილი იბადებოდა, რომლის ასრულებაც გარეგნული ბორკილების საჭიროებას უკვე აღარ ქმნიდა. „ამაშია გამოხსნის არსი, რომელიც მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით იყო შესაძლებელი" (გალ. 3. 22). ამრიგად, რჯულმა თითქოს ხელი ჩასჭიდა რჯულისქვეშ მყოფთ და მოიყვანა ქრისტემდე". მაგრამ ამ ნიშნით არც წარმართები იყვნენ დავიწყებულნი. მათ სულებში ღვთის შიში და სინდისის ძახილი უვნებლად იყო დატოვებული. ეს ორი სულიერი ძალა რჯულის ქვეშ მყოფ უკიდურესად აღელვებულ ცოდვილ გულს ჭეშმარიტი ღმერთის ხილვითა და მისდამი თაყვანისცემით ერთგვარად ავსებდა. წარმართები კი (ღვთის შიშით, სამსჯავროსა და სინდისის ქენჯნით - ა. ლ) მთლიანად მოქმედებას მიჰყვებოდნენ. ასე რომ, თუმცა ისინი ვნებებითა და ღვთის შეუმეცნებლობით იყვნენ პარალიზებულნი, ყველა ერში, თავისებურად, არასდროს ქრებოდა რწმენა სხვადასხვა საშუალებათა ძიებისა ვნებათა დასათრგუნად. ამრიგად, ორივე სულიერი ძალა წარმარტებისთვის იყო იგივე, რაც იუდეველებისთვის მუქარის შემცველი სასჯელებით რჯული.3 ანუ ერთიც და მეორეც განიცდიდა მძიმე სულიერ წუხილს - ერთს ამხელდა და ამდაბლებდა რჯული, რომელიც ადამიანების მიერ მთელი სისრულით ვერ სრულდებოდა განუკურნებელ გულთა გამო, მეორეს შიში და სინდისის ქეჯნა აწუხებდა, რომლისგანაც უიმედოდ იმალებოდა ათასგვარ ცრურელიგიასა თუ ფილოსოფიაში, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. ამრიგად, ერთსაც და მეორესაც უნდა გასჩენოდა გარდაუვალი მოთხოვნა მხსნელისა, რომელიც ბოლოს მოუღებდა მათი დაუძლურებული გულების სულიერ ტანჯვას. (შეად. ფს. 118. 32).

   წმ. თეოფანეს სიტყვით, მსგავსი შეგონებები „აიძულებდა მათ ეძე-ბნათ მხსნელი, თუმც რჩებოდნენ სრულ გაურკვევლობაში, განსაზ-ღვრულ ცოდნას მხსნელის შესახებ მხოლოდ რჯულის ქვეშ მყოფი იუდეველები ფლობდნენ. ამაშია მათი თვალსაჩინო უპირატესობა, რაც ამ ხალხს ხდიდა ძვირფასს მთელი კაცობრიობისათვის. რჯული, თავისი სულისკვეთებით, თავისთავად მიუთითებდა ქრისტესაკენ; შემდეგ ღვთის წინასწარმეტყველნი ვრცლად იუწყებოდნენ მის (ქრისტეს) შესახებ. ყოველივე ეს მიეცათ საიმისოდ, რომ ქრისტეს მოსვლის დროს შეეცნოთ იგი იუდეველებს და მათგან წარმოჩენილიყო ქრისტე ყველა ერისათვის. ამ შემთხვევაში კონკრეტული ცოდნის მქონე იუდეველებიცა და გაურკვევლად მაძიებელი წარმართებიც ერთნაირად მიეგებებოდნენ მაცხოვარს, ყველა ერი ერთი ხდებოდა".4 წმ. კირილე ალექსანდრიელი წერს: „რჯული მათი უძლურების, მეტიც, მათი ცოდვილობის მამხილებელი იყო. რჯულს მიჰყავდა ქრისტემდე, ამხელდა დამნაშავეთ და გამოცდილებით ასწავლიდა ამ ქვეყნად მცხოვრებთ, რომ ადამიანი ცოდვისადმი მიდრეკილების გამო, რჯულის მხრიდან სასჯელს ვერ დაექცევა, რომ მას ერთმნიშვნელოვნად ესაჭიროება ცხონება ქრისტეს მეშვეობით, გამართლება სარწმუნოებითა და მოწყალებით".5

   წმინდა თეოფილაქტე გალატელთა მიმართ იმავე ეპისტოლის გან-მარტებისას ამბობს, რომ რჯული „უდიდეს უსაფრთხოებას უქმნიდა მათ, იყვნენ მისით დაცულნი იმიტომ, რომ იფარავდა მათ მრავალი ცოდვისაგან - ერთგვარი კედელი გახდა მათთვის და ამგვარად მიჰყავდა ისინი სარწმუნოებისაკენ. როგორ? ცოდვათა მხილებით, მაგრამ ვერ ანთავისუფლებდა მისგან. ის (რჯული) საჭიროებისამებრ მიუთითებდა სარწმუნოებისაკენ, რომელიც ძველადაც არსებობდა, მაგრამ იყო დაფარული. ხოლო განცხადდა მაშინ, როდესაც ღმერთი გამოჩნდა ხორციელად. ვით აღმზრდელი იცავს ჭაბუკს ყველანაირი მავნესაგან, ხელს უწყობს, რომ მან მთელი გულისხმიერებით მიიღოს მასწავლებლის დარიგება, ასევე რჯულიც სათანადოდ წარმართავდა თავის მიმდევრებს და მიჰყავდა მასწავლებლამდე - ქრისტემდე. რჯული მხილებებით, ცოდვაზე მითითებით აღძრავდა მათში სურვილს, ეძიათ ის, ვინც ანიჭებს მიტევებას და ამართლებს სარწმუნოებისამებრ. დაე, შერცხვეთ რჯულის ცილიმწამებლებს, ვინაიდან არც აღსაზრდელი ეურჩება მასწავლებელს, არც რჯული - ახალ აღთქმას".წმ. ირინეოს ლიონელის სიტყვით, „ძველსა და ახალ რჯულში სრულყოფილი ცხოვრების წესი ერთი და იგივეა". ღმერთმა „თუმც მიანიჭა თავისებური განსაკუთრებულობა ერთსაც და მეორესაც (რჯულისთვის დამახასიათებელი მცნებები), მაგრამ ძირითადი, ურომლისოდაც ცხონება შეუძლებელია, ორივე აღთქმას უბოძა".7

   მსგავს მსჯელობას წმ. კირილე ალექსანდრიელთანაც ვპოულობთ: „რჯული გახლდათ სამართლიანობის სავარჯიშო და ერთგვარი კარიბჭე დიადი სახარებისეული ღვაწლისთვის. ვინაიდან წერია: „სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი" (იგავ. 16. 6) იმიტომ რომ, რჯულს მივყავართ ქრისტემდე და შეგვიძლია გვჰქონდეს ჭეშმარიტად ქრისტეში სულიერად გააზრებული, დიადი ცხოვრება. მას (რჯულს) მივყავართ სამართლიანობამდე, სახარებისეულ სწავლებამდე, რაც ყველაზე აღმატებულია. რჯულს ნელ-ნელა მივყავართ ყველაზე აღმატებულ სიყვარულამდე. ის ცდილობს დაგვარწმუნოს შევიყვაროთ ჩვენი შეურაცხმყოფელნიც და დავძლიოთ მტერზე მრისხანება, რომ არ გვძლიოს ბოროტებამ, არამედ სიკეთით დავამარცხოთ ბოროტება".8

   იმავე წმინდანთან სხვა ადგილას ვკითხულობთ, რომ „ახალი აღთქმა ენათესავება იმას, რაც ძველად მოსეს მიერ იქნა დადგენილი, ისიც იმავე საკითხებითაა მოცული და რჯულით ცხოვრების წესისაგან არცისე შორსაა ცხოვრება ქრისტეში, თუკი ძველად დაწერილი განიხილება სულიერ ჭრილში! ვინაიდან რჯული - ხატება და აჩრდილია ღვთისმოსაობის გამომხატველი, ღვაწლით დაბადებული, რომელშიც დაფარულია ჭეშმარიტი სილამაზე".9

   წმ. იოანე ოქროპირის თქმით: „რჯულს არ უშვია ცოდვა, მანამდე არარსებული, არამედ მხოლოდ აღმოაჩინა ის - დაფარული. ამაშია რჯულის სიდიადე. რჯულამდე გაუცნობიერებლად სცოდავდნენ. რჯულის მოსვლის შემდეგ, თუმც უშედეგოდ, მაგრამ მაინც დანამდვილებით იცოდნენ, რომ სცოდავდნენ. ეს არ არის ცოტა ვნებებათაგან გასანთავისუფლებლად დასაწევ ღვაწლში. ის, რომ ადამიანები ვერ თავისუფლდებოდნენ ვნებებისაგან, სულაც არ აკნინებს რჯულს - ეს სრულად ადამიანის თავისუფალი ნების ბრალია... თუ გსურთ გაიგოთ რა არის რჯულის მიზანი, ამბობს მოციქული, „რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა" (რომ. 7. 11), ბრალი მცნების მიმღებშია და არა თავად მცნებაში, რომელსაც მივყავართ ცხოვრე-ბისკენ... ამიტომაც უწოდებს მოციქული მოსეს რჯულს „წმიდას" (რომ. 7. 12). იუდეველები რჯულის მიღების შემდეგაც დარჩნენ უწმინდურნი, უსამართლონი და ანგარებიანნი, მაგრამ ეს კი არ აკნინებს რჯულის ღირსებას10. სხვა ქადაგებაში იგივე წმინდანი გვმოძღვრავს: „თუ იუდეველთა უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ის არის დაჯილდოებული რჯულით, ეს ნიშნავს, ღმერთმა მისცა რჯული ჩვენი ბუნების საამებლად, პატივის მისაგებად. არა მხოლოდ ჯილდოდ მისცა რჯული, არამედ თავად მისცა მათ ის. ჭეშმარიტად ეს ყველაზე აღმატებულია პატივთა შორის".11

   უმართებულოა ვიფიქროთ, თითქოს ძველი აღთქმა მხოლოდ ამხ-ელდა და ვერაფერს აძლევდა სიმართლის მაძიებელს. უფლის სიტყვების „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათ. 5. 20) განმარტებისას, უფალი მოიაზრებს არა რჯულის დამ-რღვევებს, არამედ აღმასრულებლებს. „საუბარი რომ რჯულის დამრღვევ ადამიანებზე ყოფილიყო, მაცხოვარი არ იტყოდა მათი სიმართლის შესახებ. არარსებულ სიმართლეს არ შეადარებდა არსებულთან. აქ ისიც შენიშნე, როგორ ადასტურებს ძველად სიმართლის არსებობას, ადარებს მას ახალთან; ეს კი ცხადყოფს, რომ ორივე რჯული მონათესავეა, ვინაიდან - მეტია თუ ნაკლები, სიმართლე მაინც სიმართლეა. ამრიგად, ქრისტე არ გმობს ძველ სიმართლეს, არამედ ცდილობს ის აღამაღლოს. ცუდი რომ ყოფილიყო, უფალი არ შეუდგებოდა მის სრულყოფას, არამედ უარყოფდა, უკუაგდებდა მას. გვეტყვი: თუ რჯული სინამდვილეში ასეთია, დღეს რატომ ვერ შეჰყავს მას ადამიანი სასუფეველში? რჯულს არ შეჰყავს სასუფეველში ის, ვინც ქრისტეს მოსვლის შემდეგ დაიბადა, რადგან დიდი ძალის მიმღებს მეტი ღვაწლი მოეთხოვება, ხოლო ძველი აღთქმის მართლები ყველა შეჰყავდა: „მრავალნი მზისა-აღმოსავლით და დასავალით მოვიდოდიან და ინახ-იდგმიდენ აბრაამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა" (მათ. 8. 11). ცნობილია, რომ დიდი პატივით დაჯილდოებული ლაზარე აბრაამის წიაღში იმყოფებოდა. საერთოდ, ძველი აღთქმის ყველა გაბრწ-ყინებული ცხონდა ამ სიმართლით. თვით ამქვეყნად მოსული მაცხოვარიც, რჯულის უვარგისობის შემთხვევაში, ვერ აღასრულებდა სიმართლეს სრულად. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ძველაღთქ-მისეულ სიმართლეს იმიტომ როდი არ შეჰყავს სასუფეველში, რომ ცუდია, არამედ იმიტომ, რომ უზენაესი მცნებების დრო დგება".12

   იმავე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „რამეთუ და-სასრული შჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა" (რომ. 10. 4) წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით მოციქული ამბობს, რომ „სამართლიანობა ძველი და ახალი აღთქმისა ერთია, ძველი აღთქმის სამართლიანობა სარწმუნოებაში მდგომარეობს, ხოლო ვინც შეიძინა სარწმუნოებრივი სიმართლე, მან აღასრულა რჯულის სიმართლე, ხოლო ვინც უარყო პირველი, მან დაკარგა მეორეც. რჯულის საბოლოო მიზანი ქრისტეა. ვინც ქრისტეს გარეშე ფიქრობს, რომ მართალია, მას არ გააჩნია სიმართლე, ხოლო ქრისტეს მფლობელმა რჯულის გარეშეც ყოველივეს მიაღწია. ვისაც აქვს სარწმუნოება, მან რჯულის მიზანს მიაღწია, ხოლო ვინც რწმენის მიღმაა, მისთვის რჯულიც უცხოა. რა სურდა რჯულს? - ადამიანის გამართლება. მაგრამ ამ მიზანს მხოლოდ ქრისტეს სარწმუნოებით მიაღწევ".13 წმ. კირილე ალექსანდრიელი მრავალგზის მიგვითითებს, რომ „რჯული განიკითხავდა სამყაროს, „რათა აღთქუმა იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა"" (გალ. 3. 22), მაგრამ ამავდროულად წმ. კირილე ამბობს, რომ „მადლს ადამიანებს რჯულიც აძლევდა, მოუწოდებდა ღვთის მცნებებისკენ და გზააბნეულს განაშორებდა კერპმსახურებისაგან. გარდა ამისა, ამხელდა ბოროტებას და ასწავლიდა სიკეთეს, მართალია, არასრულ-ყოფილად, მაგრამ აღმზრდელობითად და კეთილნაყოფიერ-ად".14 (გაგრძელება...)

 

 

 

 

1Толкования на послания Галатам. გვ. 261.

2Св. Ириней Лионский. Пртив ересей. Кн. 4. Гл. 16. გვ. 355-356.

3Толкования на послания Галатам. გვ. 261.

4იქვე. წმ. თეოფანესთან.

5Творения Св. Кирилла Александрийского. Кн. 2. Глафиры. გვ. 95-96.

6Блаж. Феофилакта. Толкования на Посл. Павла. М. 2000. Кн. 1. გვ. 571-572.

7Св. Ириней Лионский. Пртив ересей. Кн. 4. Гл. 12. გვ. 345.

8Творения Св. Кирилла Александрийского. Кн. 1. "О поклонении и слу-жении в духе и истине”. М. 2000. გვ. 365-390.

9იქვე. გვ. 127.

10Творения. Св. Иоанна Златоуста. СПБ. 1902. Т9. Кн. 2. გვ. 628.

11Творения. Св. Иоанна Златоуста. СПБ. 1898. Восемь слов на книгу Бытия. Сл. 7. გვ. 773.

12Творения. Св. Иоанна Златоуста. Толкования на Св. Матфея. М. 1893. Кн. 1. გვ. 175-176.

13Творения. Св. Иоанна Златоуста. СПБ. 1902. Т9. Кн. 2. გვ. 710-711.

14Творения Св. Кирилла Александрийского. Кн. 2. Глафиры. გვ.542.

 

 

 

 

 

 

არქ. ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება