მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 2) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი
ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 2) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი2-06-2016, 00:06 |
10. ეკლესია თავისი ბუნებით ეკუმენური, ანუ საყოველთაოა. ამგ-ვარი ერთობის, საყოველთაობის, ეკუმენურობისა და „თანა-ხორც" (ეფ. 3, 6) ყოფნის საიდუმლო ღმერთკაც იესო ქრისტეში, ე.ი. ეკლესიაში ხორციელდება. 11. რითია ეკლესია ეკუმენური? ღმერთკაც ქრისტეთი, ვინაიდან ის აგვარებს ადამიანისა და კაცობრიობის; ჭეშმარიტების, სიკეთის, სამართიალობის, ცხოვრების, სინდისის „მარადიულ პრობლემებს". თუ ვერ გადავწყვეტთ მათ, თუ ჩავეფლობით ჰუმანისტურ პრობ-ლემებში, მაშინ შთავინთქმებით ბოროტებაში, შედეგად, ცოდვის გამო ადამიანის მოკვლას, ყოველი პრობლემის მახვილითა და ცეცხლით გადაწყვეტას შევეცდებით. ხოლო ამით კი ვკლავთ ღმერთკაცს, ქრისტეს, ეკლესიას. მხოლოდ ღმერთკაცის საკითხის გადაჭრით გადავწყვეტთ ყველა მარადიულ პრობლემას. ამიტომ, ყოველივეს საზომი ღმერთია, ის პირველ ადგილზეა, ხოლო ადამიანი ყოველთვის მეორეზე. პირველი მცნება ღვთის სიყვარულია, ხოლო ამის შემდეგ „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავის თვისი" (მათ. 22. 37-37). მაგრამ ყველანაირი ჰუმანიზმი, პაპის მეთაურობით საპირისპირო გზით დადის, შედეგად, მუდმივად ირღვევა დედამიწაზე ადამიანების სისხლი... სხვა ერესებთან შედარებით ეს ერესთაერესია. 12. ჭეშმარიტების შეცნობა (შემეცნება) რწმენითა და სინანულით ხო-რციელდება. 13. პაპიზმის თეორიის თანახმად: ცენტრში პაპია ვით ზეადამიანი. პროტესტანტების თეორიის თანახმად: ცენტრში ადამიანია. ქრისტემ ბრძანა: „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხორებაჲ" (იონ. 14, 6), ხოლო თქვენ გსურთ იპოვოთ სხვა გზა და ცხოვრება. ქრისტე მოვიდა როგორც ღმერთკაცი, რათა გადაწყვიტოს ადამიანის, ხოლო მისით მთელი ქმნილების პრობლემა. ადამიანია ყველაფრის პრობლემა, ამ პრობლემებს მხოლოდ ღმერთკაცი აგვარებს. გონების პრობლემა ვთქვათ: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს." (1 კორ. 2, 16), ავიღოთ ნებისა და სინდისის პრობლემა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". 14. სამართლიანობა, ეკლესიის კრებსითობა სარწმუნოების საყოველ-თაობით გამოიხატება: „რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე" (ეფ. 3, 18). ღირსი მაქსიმე აღმსარებელის თქმით: „უფალმა ბრძანა, რომ საყოველთაო ეკლესია არის მართალი და მაცხოვნებელი სარწმუნოება". 15. პროტესტანტიზმი - პრაქტიკაში განხორციელებული და ლოგი-კურ დასასრულამდე დაყვანილი პაპიზმია, ვინაიდან მასში თავისი თავისთვის ყველა პაპია. ცნობილი პრინციპია: „ყოველივეს საზომი ადამიანია". სახეზეა წარმართობა: კაცთთაყვანისცემა, ადამიანთ-ლატრია - სქოლასტიკურ - რაციონალური „ვაქხანალია". ამის შედეგია ამდენი სექტა. ყოველივე ეს პაპმა ადამიანის გაღმერთებით წარმოშვა. 16. ღმერთკაცმა ეკლესიის მეშვეობით გააერთიანა ყველა და ყველ-აფერი, გარდა ცოდვისა, სიკვდილისა და ეშმაკისა. 17. ევროპული ჰუმანიზმი საფუძველშივე ანტიადამიანურია: მისი პოზიციის თანახმად: ადამიანი უნდა მოკვდეს თავისი ცოდვების გამო. ყველა ჰუმანისტს პაპისტურ-პროტესტანტული სული ამოძრა-ვებს. თავისი ჰუმანიზმის მეშვეობით ევროპელი ადამიანი არა-ადამიანურად დეგრადირდება. ღმერთკაცობრივ ჰუმანიზმში კი, პირიქით, ადამიანი ღმერთკაცობრივ თვისებებს იძენს, იმდენად, რომ მისი შესაძლებლობა და მდგომარეობა სიკვდილზე, ცოდვაზე, ეშმაკზე გამარჯვებით სრულდება. 18. ეკლესია - ურთულესი ორგანიზმია, - ის ღმერთიდან ატომამდე ყოველივეს მოიცავს. ყოველივე ღმერთშია, მაგრამ ყოველივე როდია ღვთაებრივი, ვინაიდან მასში ყოველივე ინდივიდუალური და ორიგინალურია. პირველყოვლისა ადამიანის პიროვნება. პიროვნება - უდიდესი საიდუმლოა ღმერთის შემდეგ. ღმერთკაცია ერთადერთი წესი, კანონი და მიზანი, ხოლო ადამიანი - პოტენციური ღმერთკაცია. 19. ეკლესიის არსი - ჭეშმარიტი ეკუმენიზმია. როგორ ვინარჩუნებთ თავს ეკლესიის ღმერთკაცობრივ ორგანიზმში? წმინდა საიდუმლოე-ბებითა და წმინდა ცხოვრებით, რის შედეგადაც ჩვენ ქრისტეს შევიმოსავთ, განვღმრთოვდებით და განვიწმინდებით. მოციქულები სულიწმიდით ახდენდნენ სასწაულებს, მაგრამ „სახელითა იესო ქრისტესითა" (3. 6), ყოველივე მისგანაა, ვინაიდან მაცხოვარი ადამიანური ბუნებით მთლიანად ჩვენთანაა და ამგვარად შევყავართ თავის ღმერთკაცობრივ წიაღში: „სადაც იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათ. 18, 20). 20. სულიწმიდა მხოლოდ ღმერთკაცობრივ ორგანიზმშია და არა ად-ამიანურში. პავლე მოციქული ამბობს: „არა თუ თავთა თვისთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა მონად თქუენდა იესუსთვის" (2 კორ. 4, 5). თუ პავლე და კეფა მოციქულები ამგვარად ფიქრობდნენ, რა ეთქმით ლუთერსა და კალვინს? ჰუმანისტური ქრისტიანობა - ერესების თავყრილობაა - ფსევდოქრისტიანობაა. ყველა ჰუმანიზმი - ერესია, ხოლო მათი მამა პაპიზმი - ზეერესი. ჰუმანიზმის ჩიხს ერთი გამოსავალი აქვს - „სინანული". (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |