მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 1) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი
ჩანაწერები ეკუმენიზმის შესახებ (ნაწილი 1) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი30-05-2016, 00:07 |
1.მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ კრებსითობის შედეგად გამოვლენილი ჭეშმარიტი ეკუმენიზმი. 2. ღმერთი და ქმნილება ერთმანეთს ეშმაკმა დააშორა. რით? ცოდ-ვით, მან (ეშმაკმა) ღმერთსა და ქმნილებას შორის უფსკრული გააჩინა. ადამიანური ცნობიერების ყოველი პრობლემა ერთ საერთო პრობ-ლემამდე დაიყვანება: აღდგეს ეკუმენიზმი ღმერთსა და ადამიანს შორის. როგორ? ღმერთკაცით. ყოველი ადამიანის მაცხოვნებელი მისი სახელია - „ჩვენთან არს ღმერთი", ემანუილი. ხოლო ცოდვით ღვთის საწინააღმდეგო სახელს ვიღებთ: „ჩვენთან არს ეშმაკი". ცოდვა სწორედ რომ ეშმაკია, მისი მეშვეობით იმონებს ის დაობლებული კაცობრიობის მოდგმას. (იხ. ებრ. 2. 14-18), ამრიგად, ეშმაკი ეშმაკობს. სამყაროსა და ქმნილებას, ღმერთსა და ქმნილებას შორის ეკუმენიზმის მიღწევაა მთავარი მიზანი. აქედან იწყება ღმერთკაცის სახარება, რათა ამით დაასრულოს საუკუნოდ. 3. ზეცისა და დედამიწის, ღმერთისა და ადამიანის კრებსითობა, სა-ხარებისეული და მართლმადიდებლური ეკუმენიზმის, საყოველ-თაობის სული შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ ვცხოვრობთ დედა-მიწაზე, ხოლო „საუნჯეთა ცათა შინა". (მათ. 6, 20) ვიხვეჭთ. ყოველივე წმინდა კრებსითობისთვის შეიქმნა, ხოლო კრებსითობა ღმერთკა-ცობრივ ერთობაში ე.ი, ღმერთკაც ქრისტეში ვლინდება. სხეული დედამიწაზე რჩება, ხოლო გული - ზეცაში: ჩვენი სურვილია; გავხდეთ კრებსითნი, ეს მაშინ განხორციელდება, როდესაც წმინდანები გავ-ხდებით. ხოლო ადამიანის სიწმინდის საწყისი ღმერთში, უფრო სწორად ღმერთკაცში და ღმერთკაცის პიროვნებაშია: ღმერთი ყოველ თავის თვისებას, მათ შორის სიწმინდეს, ადამიანს გადასცემს. ღვთის გარეშე ადამიანი უსუსურობაა. განღმრთოებით ადამიანი ინარჩუნებს თავის ბუნებას. ღმერთკაცის უზენაესი კანონია უკიდეგანო კაცთმოყ-ვარების გამოვლინება. ამრიგად, ყოველივე წმინდა ღმერთკაცობრივი კრებსითობისა და ერთობისათვის შეიქმნა. 4. მაცხოვარმა საკუთარი თავი უბოძა მოწაფეებს: „რომელმან შეგი-წყნარეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შე-იწყნაროს მომავლინებელი ჩემი" (მათ. 10, 40). ამაშია, ანუ ქრისტეშია სრული კრებსითობა, სრული საყოველთაოობა, სრული ეკუმენიზმი. სადაც ქრისტეა, იქვეა ყოველივე ეს, მეტიც, იქვეა წმინდა სამება. ყოველივე მის მიერაა, ყოველივე მასშია, ყოველივე მისკენაა. ქრისტეს პიროვნებისა და სწავლების ღმერთკაცობრიობა არსობრივად გახლავთ „ბრძანებანი ეს ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა" (მათ. 11, 1). 5. მთავარი და უმთავრესია - მართებულად გაიაზრო და შეიგრძნო ღმერთკაცი ქრისტე და მისი საქმეები: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ" - ღმერთკაც იესოში (მათ. 11, 6). ქრისტესა და სამების შეცნობა მხოლოდ ღმერთკაც იესოს ბუნებისა და ღმერთკაცობრივ ჩარჩოებშია შესაძლებელი: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომელსა უნდეს ძესა გამოცხადების" (მათ. 11, 27). ქრისტეში თავად დრო ფერს იცვლის მარადიულობაში, ვინაიდან „უფალ არს ძე კაცისა შაბათსაცა" (მათ. 12, 8). დრო საიმისოდაა მოცემული, რომ მასში აკეთო კეთილი „ამისთვის ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე" (მათ. 12, 12). ყველა სათნოება ქრისტეშია, ამიტომ „რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მათ. 12, 30). 6. მაცხოვარმა თორმეტივე მოციქულს მისცა „ძალი და ხელმწიფება ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ" (ლუკ. 9, 1), ამაში სრული ძალა ღმერთკაცისა, და სრული „სასუფეველი ღვთისა" (ლუკ. 9, 2). მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ღმერთკაცობრივი და ეშმაკისეული. ღმერთკაცი სრულადაა მოციქულებში: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინოს; და რომელმან თქუენ შეურაცხგყვნენ, მე შეურაცხმყოფს; და რომელმან მე შეურაცხმყოს, შეურაცხყოფს მომავლინებელსა ჩემსა" (ლუკ. 10, 10). ვინ არის უფროსი მოციქულებს შორის? „ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფა თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახური" (ლუკ. 22, 27), და არა ვითარცა ქვეყნიერების მეფე - პაპი. 7. ღმერთკაცმა განაღო ზეცა, ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ადი-ოდნენ (იხ. იონ. 1, 51). ქრისტემ მოგვმადლა ზეცისა და დედამიწის, ანგელოზებისა და ადამიანების კრებსითობა. ღმერთკაცის წყალობით დედამიწა ყოველი არსების, ყოველი ქმნილების ცენტრად იქცა. 8. ადამიანის განსამება ეკუმენიზმის უმთავრესი მიზანია. „რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იონ. 15, 5), ვერც ფიქრით, ვერც საქმით, ვერც გრძნობით, ვერც ცხოვრებით. ვერც ერთ ადამიანს ვერაფერი ხელეწიფების ღმერთკაცის გარეშე; მხოლოდ ღმერთს შეუძლია ყოველივე. „მამაო წმინდაო... რაჲთა იყვნენ ერ-თობით ვითარცა ჩუენ" (იონ. 17, 11). ამგვარია ეკლესიაში ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთარსებობა, ეს მარადიული კრებსითობა და საყოველთაოობა. 9. ღმერთკაცობრიობა გახლავთ ეკლესიის კრებსითობა. ის ღმერთ-კაცით ხორციელდება, ქრისტე გვაკავშირებს წმინდა სამებასთან, ამაშია იდეალი და არსი სრულყოფილი კრებსითობისა (ე.ი. ეკუმე-ნურობისა): იდეალური საზოგადოებისა და იდეალური პიროვნებისა. ყოველივე სისავსით შეერთებული და შენარჩუნებულია ამ სრულ-ყოფილ კრებსითობაში. ყოველი ადამიანი ცოცხალი ფოტოა - წმინდა სამების ხატია, ამიტომ ეკლესია - „წმინდა სამების სხეულია", და ყველაფერი და ყოველივე „ადამიანის სრულყოფილებისთვის" განსა-მებისთვისაა ღმერთკაც ქრისტეში. ამიტომ ეკლესია ყველაზე სრულ-ყოფილი საამქროა სრულყოფილი ადამიანის ჩამოყალიბებისათვის შექმნილი. ყოველივე სხვა, რაც ღმერთკაცის მიღმაა - ფსევდოსა-ზოგადოება და ფსევდოპიროვნებაა, უგუნური ჰუმანისტური სიყალ-ბეა. მხოლოდ ქრისტეშია ყველა და ყველაფერი. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |