მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენური თუ ეკუმენისტური ელფერი აქვს წმინდა და დიდ კრებას?
ეკუმენური თუ ეკუმენისტური ელფერი აქვს წმინდა და დიდ კრებას?26-05-2016, 00:03 |
მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი ნიშან-თვი-სება გახლავთ მისი საყოველთაობა, ანუ ეკუმენურობა. იმისათვის, რომ საერთომართლმადიდებლურმა კრებამ განაცხადოს საყოველთა-ობის, ანუ მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსით გამო-ხატულების პრეტენზია, უნდა იყოს ეკუმენური. ვლ. ლოსკის თქმით, „ეკუმენურობა (საყოველთაობა, კათოლიკურობა), ჭეშმარიტების და-მახასიათებელი თვისებაა". სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა ჭეშმარიტების მატარებელი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი. იგი გამორიცხავს დანაწევრებასა და დაყოფასთან შეგუების შესაძლებლობას და შემდეგ ყალბი სიყვარულის კიჟინით მწვალებლური დენომინაციების „ერთიან ეკლესიაში გაერთიანებას". მწვალებლობა ვერასდროს იქნება მსოფლიო, ეკუმენური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიცრუეს ქადაგებს. ჩვენ წმინდა მამების სიტყვისამებრ ვუწოდებთ მართლმადიდებელ ეკლესიას საყოველთაოს, ეკუმენურს იმიტომ, რომ „ის არ იზღუდება არც ადგილობრიობით, არც დროით, არც ეროვნებით, არამედ სა-კუთარ თავში მოიცავს ყველა ტერიტორიას, დროსა და ერს" (მიტრ. ფილარეტის კატეხიზმო). ეკლესიასთან მიმართებაში რიცხობრიობას არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც ხარისხობრივ ჭეშმარიტ აღმსარებლობას. ამრიგად, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ეკუმენური, ანუ მსოფლიო და საყოველთაო. 1. ჩვენი აზრით, მთავარი საკითხი, რომელსაც უნდა განიხილავდეს „საერთომართლმადიდებელთა კრება", რომელსაც დაესწრება ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა პატრიარქი, ოთხასი მღვდელმთავარი და სხვა დელეგატები, ეკლესიის ყველა წევრის ერთსულოვან გადაწყვეტილებას უნდა წარმოადგენდეს. კრება ვალდებულია გადაწყვეტილებათა მიღების დროს დაეყრდნოს მსოფლიო და ადგილობრივი კლესიების და ასევე მსოფლიო მასშტაბით ავტორიტეტული წმინდა მამების გადაწყვეტი-ლებას. შეუძლებელია, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანამოაზრეები აღი-არებდნენ რაიმე სხვას, სამღვდელოებასა და ხალხისაგან განსხვავე-ბულ რწმენას. წმინდა მოციქულთა 34-ე კანონში მიტროპოლიტის დამოკიდებულება ქვეშევრდომ ეპისკოპოსთან შემდეგნაირად გამო-იხატა: „... ნურც (პირველი) ეპისკოპოსი ნუ გააკეთებს ნურაფერს სხვებთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება აღესრულოს ერთიანობა და იდიდოს ღმერთი უფლის მიერ სუ-ლიწმიდით". მით უფრო, რომ „წმინდა და დიდი კრების" მრავალი დოკუმენტი და შეხედულება სინოდალურ დონეზე უარყოფილია საქართველოსა და ბულგარეთის ადგილობრივი კრებების, რუსეთის ემიგრაციული ეკლესიის, ელადის ხუთი გამოჩენილი მიტროპოლი-ტის, სამღვდელოებისა და ათასობით ერისკაცის კონფერენციაზე ერთხმად ჩამოყალიბებული პოზიციის შედეგად, ასევე წმ. ათონის მთის ექვსი მონასტრის, რუსეთისა თუ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების სასულიერო პირებისა თუ ერისკაცების მიერ. რანაირად შეიძლება ეწოდოს დაანონსებულ კრებას „საერთომართლმადიდებ-ლური", მით უფრო „წმინდა"? ნუთუ მონაწილეთა ერთობლივი სურათის, წარმოდგენილი დოკუმენტების კრებსითობის, საღვთის-მეტყველო სისავსის, სიცხადისა და სიზუსტის უზარმაზარი დეფი-ციტის გამო?! „მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დონეზე ცხოვრობს კრებსი-თად, - ამბობს ნეტარხსენებული არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი), - პირველყოვლისა პატრიარქების, ვით ანგელოზებრივი ეკლესიების მეთაურებს შორის ურთიერთობით. შემდეგ ეპისკოპოსებს შორის პირველის - მიტროპოლიტის ურთიერთობით დაქვემდებარებაში მყოფ ეპისკოპოსებთან, ეპისკოპოსებისა - სამღვდელოებასთან, მღვდლებისა - მრევლთან, ერისკაცებისა ურთიერთშორის - ყველანი ერთად წარმოადგენენ ეკლესიის საკრებულოს". სამწუხაროდ, წმინდა და დიდი კრება წინასწარ აცხადებს, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ კრების მოწვევის წყალობით, რომელიც ოდითგანვე წა-რმოადგენდა ეკლესიის კომპეტენტურ და უმაღლეს კრიტერიუმს სარწმუნოებრივ საკითხებში". ამ პუნქტში იგნორირებულია ისტორი-ული ფაქტი, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლეს კრიტერიუმს წარმოადგენს ეკლესიის დოგმატური ცნობიე-რება, რომელსაც აქვს უფლება აღიაროს ან „ავაზაკურად" მიიჩნიოს თვით მსოფლიო კრებაც კი. დოგმატური ხასიათის საკითხებში ჭეშ-მარიტება ვერ მოიპოვება მღვდელმთავართა კრების უმრავლესობით. ჭეშმარიტება თავისთავად უპირატესია. ვინაიდან, ეკლესიის ისტორიას ახსოვს კრებები, რომლებზეც მცდარი და ერეტიკული დოგმები დაადგინეს, მაგრამ მორწმუნე ხალხმა ისინი უარყო და შეინარჩუნა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ვერც კრება მორ-წმუნე ხალხის გარეშე და ვერც ხალხი ეპისკოპოსთა კრების გარეშე, ვერ მიიჩნევენ საკუთარ თავს ქრისტეს ეკლესიად და ვერ გამოხატავენ ეკლესიის ჭეშმარიტ გამოცდილებასა და სწავლებას. 2. მართლმადიდებელი საზოგადოება სერიოზულად შეაშფოთა დო-კუმენტმა „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარ-ჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", რომელშიც ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებია გაჟღერებული, კერძოდ: ა) დოკუმენტში აღინიშნა, რომ „ერთობა, რომელსაც ფლობს ეკლესია თავისი ონტოლოგიური ბუნებით, არ შეიძლება დაირღვეს" (6 სტატია), მაგრამ იქვე საუბარია „საღვთისმეტყველო დიალოგზე სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიასთან და კონფესიასთან". ჩნდება სავსებით გამართლებული საღვთისმეტყველო კითხვა: „ვინაიდან ეკლესია, მრწამსისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობიერები-სამებრ არის „ერთი" (1 პუნქტი) და არის მოცემულობა, მაშინ რატომ ვიწყებთ საუბარს სხვა ქრისტიანულ ეკლესიებზე?" სხვაგვარადმა-დიდებელ „ეკლესიებს" მართლმადიდებელი ქრისტიანი ვერანაირად ვერ უწოდებს ეკლესიას. ბ) იმავე პუნქტის ბოლოს წერია, რომ ეკუმენისტურ მოძრაობაში მო-ნაწილეობით მართლმადიდებელი ეკლესია იცავს „ობიექტურ მიზანს - შეამზადოს გზა ერთობისაკენ" (5). ჩნდება კითხვა: „თუ ეკლესიის ერთიანობა არის მოცემულობა, მაშინ რანაირი ერთიანობის მიღწევას ვლამობთ ეკუმენისტური მოძრაობის ფარგლებში?" იქმნება აზრი, რომ ეკლესიაში, ვით მოცემულობა, ბუნებრივია დანაწევრება, ხოლო ქრისტიანთაშორის დიალოგი დარღვეული ერთობის აღდგენისკენაა მიმართული. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დოკუმენტი მთლიანად გაჯერებულია მსგავსი არამართლმადიდებლური შეფასებებით, რაც არა ეკუმენური, არამედ სინკრიტული ეკუმენიზმის დაკანონების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ. აღიარება იმისა, რომ ეკლესია არის „ერთი", აღნიშნავს მის მთავარ ნიშანს, რაც ადასტურებს კიდეც მის არსს. პრაქტიკულად ეს გულისხმობს, რომ ეკლესია არ შეიძლება გაიყოს, დანაწევრდეს, რადგან არსობრივად ის არის ქრისტეს სხეული; ხოლო ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავს, არ შეიძლება ჰქონდეს არც მრავალი, არც დანაწევრებული სხეული. წმინდა მამების აზრით, ეკლესია ერთი მაშინაც იქნება და დარჩება, თუკი მისგან განდგომილი საზოგადოება შექმნის ცალკე „ეკლესიას". როგორც მოკვეთილი ვაზის რტო ვერ იცოცხლებს და ვერ მოგვცემს ნაყოფს მთავარი ღერძიდან, ასევე ეკლესიიდან განკვეთილ მორწმუნეს თუ მორწუნეთა საზოგადოებას, რიცხობრიობის მიუხედავად, ვერ ეწოდება ეკლესია. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ შეკთხვას: ეკუმენური თუ ეკუმენის-ტური ელფერი ახლავს წმინდა და დიდ კრებას? თუ ახალი საერთომართლმადიდებლური კრება, დროის სულისკვე-თების გამო, გაკადნიერდება და საჭიროდ მიიჩნევს უარყოს ან შეცვალოს წინამორბედი მსოფლიო ან ადგილობრივი კრებების და წმინდა მამების გადაწყვეტილებები, რომლებსაც საყოველთაო ავტო-რიტეტი გააჩნიათ (რისი ნიშნებიც აშკარად იკვეთება - რედ.), მაშინ ასეთი კრება არა მხოლოდ ეკუმენისტურად, არამედ არაავტორიტე-ტულადაც მიიჩნევა და სამღვდელოება და ერი არ იქნება ვალდებული მიიღოს მისი გადაწყვეტილება. ამას ადასტურებს საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის პოზიცია: „კრების სავალდებულობა დამო-კიდებული იქნება ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილებაზე" (ჟენევა; 22-27 იანვარი, 2016 წ.).
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |