მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


24-05-2016, 00:10

 

   რომაელთა მიმართ მოციქულის ეპისტოლეს მიზანი, როგორც აღ-ინიშნა, სულ სხვაგვარია, კერძოდ: მხილებითად შთაგონებებით მიიყვანოს იუდეველი და წარმართი საკუთარი ცოდვილობის შეგ-ნებამდე, მიყვანა, დაანახოს მათ ღვთის წინაშე საკუთარი დანაშაულის განუცდელობა და მოჩვენებითი სიმართლე. სწორედ ამას ასკვნის მოციქული იუდეველების მამხილებელ სიტყვაში: „აწ უკუე რაჲ წინა-ვჰმატთა? არა სამე რამეთუ წინასწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ" (რომ. 3, 9-18), შემდეგ მოციქული სრული სიღრმით წარმოაჩენს ადამიანთა ღვთისგან განდ-გომილობას. წმ. ეფრემ მცირე ამ მამხილებელი სიტყვის განმარტე-ბისას შენიშნავს, რომ მოციქული აქ არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ მთელ სამყაროს საყვედურობს „ცოდვის თანაზიარობას, რათა ყველას წინასწარ განუმზადოს გზა სარწმუნოებისაკენ, როდესაც შეაგონებს „ვერ კმა არს სრულ-მყოფელად და საცხორებლად მათდა ვერ შჯული წიგნისაჲ, ვერცაღა შჯული სვინდისისაჲ, თვინიერ მხოლოდ სარწმუნოებაჲ იესო ქრისტესი"1. ჭეშმარიტი სწავლება რომ შემოეთავაზებინა, მოციქულმა ეპისტოლეში იუდეველებიც და ელინებიც მხილებებით შეამზადა. ცხადია, აქ ის იგულისხმება, რომ ვერანაირი კეთილი საქმეები ვერ გაამართლებს, ვერ განადიდებს ვერავის.

   წმინდა თეოფანე განმარტავს: „მოციქული ბრალს დებს წარმართ-ებსაც და იუდეველებსაც. მან ორივე შეადარა ერთმანეთს (იუდე-ველებისა და წარმართების სიგლახე) და გამოჩნდა, რომ ერთისა თუ მეორის ზნედაცემულობა, გულითა და გონებით ღვთისგან განდგო-მით იყო გამოწვეული".2 დაბოლოს, მოციქულის დასკვნა მკაცრია: „რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანამდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისა" (რომ. 3, 19). ამით მან დაადასტურა, რომ არც წარმართს, არც იუდეველს „არ ძალუძს ჭეშმარიტი სიმართლის მოხვეჭა ღვთის წინაშე".ამის შემდეგ მოციქული ხატოვნად განმარ-ტავს უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოებით ცხონებას: „ხოლო აწ თვინიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისა გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინასწარმეტყველთა, ხოლო სიმართლე ღმრთისაჲ სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა. რომელი-იგი წინასწარ განმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა, თვისითა მით სისხლითა, გამო-ჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვაჲთა მით პირველთა ცოდვათაჲთა, თავს-დებითა ღმრთისაჲთა, გამოჩი-ნებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსითა" (რომ. 3. 21-26). მოციქულის ჩემს მიერ ხაზგასმულ სიტყვებში გადმოცემულია სრული და ამომწურავი პასუხი იმ საინტერესო შეკითხვაზე, თუ ნებისმიერ დროში როგორ ცხონდებოდა ადამიანი.

   ყურადღება მივაქციოთ მოციქულის სიტყვებს: „რომელ-იგი წინას-წარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებლად სარწმუნოებითა, თვისითა მით პირველთა ცოდვათა" (რომ. 3, 25). ეს მონაკვეთი იმითაა გან-საკუთრებით საინტერესო, რომ საუბარია სწორედ იმაზე, თუ როგორ აცხონებს უფალი ქრისტეს მოსვლამდე მცხოვრებთ. წმ. თეოფანე დაყუდებული ამ მუხლს შემდეგნაირად განმარტავს: „სიტყვა ღმე-რთის განხორციელებამდე ღმერთმა ცოდვილთ მიტევება არა მათი მადლისა და კაცთმოყვარების გათვალისწინებით, არამედ სამომავლო რწმენისამებრ თავისი ძის სისხლის განწმენდელი ძალით უწყალობა, როცა შთავიდა უფალი ჯოჯოხეთში და უქადაგა მისდამი რწმე-ნისამებრ გამოხსნა, გამოსყიდვა და განწმენდა. აზრთა ამგვარი წყობისას როგორ ცხადდება ღვთის სიმართლე? ისევე, როგორც ცოდვილის მიტევება და გამართლება დღეს, როდესაც იქადაგება სახარება? ასევეა იქაც - ღვთის სიმართლე, მიტევება და ცხონება ეძლევა არა განურჩევლად მადლის სიუხვისა, არამედ მას, ვინც სარწმუნოებით მიიღო ეს წყალობა... ამით წარმოჩნდება ღვთის სამართლიანობა, ვინაიდან აცხონებს მხოლოდ მას, ვინც ფლობს უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოებას. ეს სარწმუნოება კი აერთიანებს მორწმუნეთ ქრისტე ღმერთთან და ღვთის წინაშე ისეთებად წარა-დგენს, როგორიც არის მათ ცნობიერებაში უფალი. ამაშია მაცხოვ-ნებელი სიმართლე! როგორც იქ, ისე აქ (ანუ როგორც ქრისტემდე, ისე ქრისტეს შემდეგ მცხოვრებთათვის - ა. ლ) ცხონება დამოკიდებულია უფალ იესო ქრისტეს პიროვნებაზე, ყოვლადგანწმენდელ ძალაზე მისი სისხლისა, ცოდვილთათვის რომ დაღვარა... ძველი ცოდვების მიტევებით ღმერთმა წარმოაჩინა თავისი სიმართლე („ძველში" გამოხსნამდე მცხოვრებნი იგულისხმებოდა - ა. ლ), კერძოდ: ცოდ-ვების მისატევებლად ღმერთმა თავის ძე მიჰმადლა მათ, დაე თავისი სისხლით განეწმინდა ყოველი მისი მორწმუნე. ჩვენ დროში ღვთის სიმართლე იმაში გამოიხატება, რომ მორწმუნე მყისიერად იღებს განმწმენდელი სისხლის წვეთებს, რომ ყველას არ განწმენდს ქრისტეს სისხლი, არამედ მხოლოდ მორწმუნეს. ამ ნიშნით ქრისტეს სისხლი აღმართულია დროთა მიჯნაზე და თავისი განმწმენდელი ძალით განბანს, განწმენდს ყველას, მაშინდელ თუ ამჟამინდელ ცოდილებს".4

   ამრიგად: როგორც მაცხოვრის განხორციელებამდე მცხოვრებთა, ისე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ დაბადებულთა მიტევება და ცხონება შესაძლებელია მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს გამომსყიდველი ტანჯვების შედეგად!

  შესაძლოა მავანი შეეცადოს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ქრისტემდე მცხოვრებთა სარწმუნოებაზე მოქცევა უკვე ჯოჯოხეთში ხორციელდებოდა, როდესაც მაცხოვარი ჩავიდა წყვდიადში და იქ იქადაგა გამოხსნა. ამგვარ განმარტებას ეწინააღმდეგება ეკლესიის მრავალი წმინდა მამა, რომლებიც მივუთითეთ ჩვენს წიგნში „ადამის ცოდვა" („Грех Адамов"), ვგულისხმობთ სახელწოდებით „როგორღა ცხონდებოდნენ ძველაღთქმისეულნი, როგორ შეეძლოთ ქრისტეს რწმენის თანაზიარობა".5

   გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

   წმ. ირინეოს ლიონელი: „უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში, იქაც იქადა-გა თავისი მოსვლისა და მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევების შესახებ, ხოლო მისი ყველამ ირწმუნა, ვინც კი სასოებდა მას (ქრი-სტეს), ე.ი. თავისი მოსვლა ახარა მართლებს, წინასწარმეტყველებსა და პატრიარქებს, რომლებიც, ჩვენსავით ემსახურებოდნენ უფალს და მიუტევა მათ ცოდვები".6 იმავე წმინდანთან ვკითხულობთ: „ქრისტე არა მარტო მათთვის მოვიდა, კეისარ ტიბერიუსის დროს რომ ირწმუნეს მისი, მამა ღმერთმაც თავისი მზრუნველობა არა მხოლოდ იმჟამად მცხოვრებთათვის, არამედ ყველა ადამიანისათვის ინება, ვისაც თავისი ეპოქაში შეძლებისამებრ ეშინოდა ღვთისა, სამართ-ლიანად და კეთილსინდისიერად იქცეოდა მოყვასთან დამოკიდებუ-ლებაში და ქრისტეს ხილვა და მოსმენა სურდა".7 ამასთან, როგორც წმ. მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი წერს, „სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მყოფი პატრიარქები, წინასწარმეტყველები და ძველი აღთქმის მართლები, ურწმუნოთა და უწმინდურთა მსგავსად ღრმა წყვდიადში არ იყვნენ შთაფლულნი, მაგრამ ისინი ვერც სიკვდილის ტყვეობისაგან თავისუფლდებოდნენ და ვერც სრული ნათელით ტკბებოდნენ. მათ გააჩნდათ თესლი კეთილი, ე.ი. მომავალი მესიის რწმენა, მაგრამ მათთვის მხოლოდ უფლის მეორედ მოსვლისა და ღვთაებრივი სხივის შეხებით იყო შესაძლებელი ჭეშმარიტი ზეციური ცხოვრების გასხივოსნება".8

   ჯოჯოხეთში უფლის ქადაგება სწორედ იმან განაპირობა, რომ „სა-რწმუნოებით განსვენებულ, ძველაღთქმისეულ მართალთა გულმხურ-ვალე სურვილი აღსრულებულიყო. მაგრამ ისინი ხომ თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს ვერ მოესწრნენ აღთქმულს - წინას-წარმეტყველთა უწყებებისა და პირველხატების აჩრდილით ჭვრეტ-დნენ ქრისტეს მოსვლის დღეს".9 წმ. ეფრემ ასურის თქმით, როდესაც ქრისტე ეახლა ქვესკნელის ტყვეობაში მყოფთ „იხილა ცრემლ-მორეული ადამი, იხილა სისხლით, ვით საფარველით, დაფარული აბელი, იხილა ნოე სიმართლით განშვენებული... იხილა ყოველი მართალი, წინასწარმეტყველი, უქადაგა მათ - ეს მე ვარ".10

   აი, ვისთვის იქადაგა უფალმა ჯოჯოხეთში, ის თითქოს ამბობს: „აქ ვარ, ვისაც ელოდით, ვისზეც იმედს ამყარებდით! თქვენი ნატვრა აღსრულდა! მოვედი თქვენს გამოსახსნელად! ჩემდამი რწმენისამებრ მიგეტევათ თქვენი შეცოდებები! თავისუფალნი ხართ, მოდით ჩემთან!" სწორედ ამას ამბობს წმ. იოანე დამასკელი: „როგორც დედამიწაზე მყოფთათვის აღმობრწყინდა სიმართლის მზე, მსგავ-სადვე, წყვდიადსა და სიკვდილის მახეში მყოფთათვისაც გამობრ-წყინდა ქრისტეს ნათელი, ისე, როგორც ამქვეყნად მყოფთათვის იქადაგა უფალმა მშვიდობა, ტყვეთა განთავისუფლება და ბრმათა თვალთახილვა, ასევე ძველი აღთქმის მართლებისთვის გახდა იგი საწინდარი მარადიული ცხოვრებისა, ხოლო ურწმუნოთათვის - ურწმუნოებაში მხილებისა. მსგავსადვე უქადაგა მან ჯოჯოხეთში მყოფთაც... ამრიგად, საუკუნეებით შეკრულთა გახსნით, უფალმა სიკვდილიდან ცხოვრებაში დააბრუნა ისინი და აღდგომისაკენ გზა გაუკვალა".11 ანუ: იქაც მსგავსადვე იქადაგა. ვინც ამქვეყნიური ცხოვრების დროს ირწმუნა მომავალი მესია და ელოდა მის მოსვლას, მათ ეხარათ ტყვეობისაგან განთავისუფლება. წმ. ათანასე ალექ-სანდრიელის სიტყვით, უფალმა მხოლოდ მათ უქადაგა, „თავიანთი ცხოვრების ჟამს, ხორცში მყოფობისას რომ შეინარჩუნეს მადლი სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობისა".12

   საერთოდ როგორ საიქიო რწმენაზე შეიძლება ვსაუბრობდეთ? ეკლ-ესიის სწავლება, რომ საკუთარი სულის ცხონება მხოლოდ ამქვეყ-ნიური ცხოვრების დროსაა შესაძლებელი, უცხადესადაა გადმო-ცემული წმ. წერილში, წმ. მამათა სწავლებაში. ვერცერთი ვერანაირად ვერ დაექვემდებარება თვითნებურ განმარტებას. თვით უფალმა მდიდრისა და ლაზარეს იგავში (ლუკ. 16. 19-31) ცხადად დაგვანახა, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ცოდვილი განიცდის საკუთარ უდებ ცხოვრებას, „შეღაღადებს" კიდეც ღმერთს, მაგრამ ეს სინანული ვეღარ მისცემს მას შვებას. იგავიდან ჩანს: მდიდარმა ქვესკნელში განა „გულმხურვალედ შეინანა", არამედ უჭოჭმანოდ, გარდაუვლად აღიარა, რომ ჭეშმარიტად არსებობს ღმერთი და რომ მაცხოვარი დამსახურებისამებრ მიაგებს ცოდვილსაც, მართალს. მაგრამ ამ ვითარებამ სულაც არ შეამსუბუქა მდიდრის მდგომარეობა. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „სიკვდილის შემდგომ თუნდაც კაცთმოყვარენი რომ გავხდეთ, ვერანაირ სარგებელს ამით ვერ მივიღებთ და ვერ გავექცევით სასჯელს. ქალწულებსაც (ათი ქალწულის იგავიდან. მათ. 25. 1-13) არ მოუტანა შედეგი მოღვაწეობამ იმიტომ, რომ ისინი არა აქ, არამედ იქ დადიოდნენ ზეთის შესაძენად. ისევე როგორც მდიდარს (მდიდრისა და ლაზარეს იგავი) არ მოუტანა სარგებელი საკუთარ ნათესავებზე მზრუნველობამ". წმ. ნიკოლოზ კავასილა ამბობს: „იქ ვეღარ იმეგობრებ, ვერ განგეღება ყურთასმენა, ვერ შეიმოსები საქორწინე სამოსლით და მისთანებით, რაც გვესაჭიროება საიქიო საქორწინო ჭერქვეშ. საამისოდ მზადების ადგილი ამქვეყნიური ცხოვრებაა, ხოლო ვინც ვერ შეიძენს ყოველივე ამას ამქვეყნიდან გასვლამდე, მას საიქიო მარადიულ ცხოვრებასთან არაფერი საერთო არ ექნება".13 ტაძარში დავითის ფსალმუნის ყოველდღიურ საკით-ხავში დადასტურებულია, რომ „ჯოჯოხეთში" ვერავინ „აღიარებს" ღმერთს14, „არა თუ მკუდარნი გაქებდნენ შენ უფალო", „არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი" (ფს. 113. 25).

   მაცხოვარი ბრძანებს: „ჩემდა ჯერ-არს საქმედ სა ქმესა მომავლი-ნებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფების საქმედ" (იონ. 9. 4). წმ. თეოფილაქტე ბულგარელი შემდეგნაირად განმარტავს ამ სიტყვებს: „ვიდრე დღეა, ვიდრე გრძელდება ამქვეყნიური ცხოვრება და ადამიანებს შეუძლიათ ირწმუნონ, უნდა იღვაწონ. შემდეგ დადგება ღამე, როდესაც ვერაფერს ვიმოქმედებთ ანუ ვერ ვირწმუნებთ, ვინაიდან სარწმუნოება - საქმეა. ამრიგად, მომავალ ცხოვრებაში ვერავინ ირწმუნებს... მომავალ ცხოვრებაში არ არის სარწმუნოება, არამედ ყოველნი - მსურველიცა და არამსურველიც რეალობას დაექვემდებარება".15 პეტრე მოციქულის სიტყვები „-„ (არ ემთხვევა) (1 პეტრ. 3. 9). წმინდანმა ამგვარად განმარტა: „განაცხადა რა უფალმა, რომ მოკვდა ჩვენ ცოდვილთათვის, მოციქული შემდეგ ამბობს, რომ მან (უფალმა) ჯოჯოხეთში მყოფებსაც უქადაგა. ამის შემდეგ. მოციქულს კიდევ უნდა განემარტა, რამდენად სასარგებლო იყო ქრისტეს სიკვდილი მანამდე გარდაცვლილთათვის და გადაეწყვიტა საკითხი: თუ განკაცება უფლისა ყველა ადამიანის ცხონებისათვის მოხდა, მაშინ როგორღა ცხონდებოდნენ მანამდე (ქრისტეს შობამდე) მცხოვრები გარდაცვლილები? მოციქული მყი-სიერად განმარტავს ერთსაც და მეორესაც, კერძოდ: ქრისტეს სიკვდილმა ერთიცა და მეორეც ერთდროულად წარმოშვა, თავისი აღდგომით აღდგომის იმედიც და მანამდე მცხოვრები გარდაცვ-ლილების ცხონების იმედიც. ვინაიდან მან, ვინც სათნოდ განვლო ამქვეყნიური ცხოვრება, ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლით მიიღო ცხონება, როგორც ფიქრობს წმ. გრიგოლ (ღვთისმეტყველი). ის ამბობს: „ქრისტემ ჯოჯოხეთში მყოფებთან შთასვლით, განურჩევლად ყოველი როდი აცხოვნა, არამედ მხოლოდ მორწმუნენი".16

 

 

 

 

1სამოციქულოს განმარტება, თარგმნილი ეფრემ მცირის მიერ. თბ. 2006. გვ. 35.

2Феофана Затворника. Толкование посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 203-214.

3იქვე გვ. 221.

4იქვე გვ. 236-237.

5"Грех Адамов". გვ. 220-224.

6Св. Ириней Лионский. Против Ересей. Кн. 4. Гл. 27. გვ. 391-392.

7იქვე გვ. 381.

8Св. Филарет Московский. Слова и речи. М. 1848. Т4. გვ.52.

9Прот. Григорий Дьяченко. Уроки и примеры Христианской веры.СПБ. 1902. Т1. გვ. 348.

10Творения Св. Ефрема. М. 1859. Ч. 3. გვ. 685. იხ. იქვე Г. Дьяченко. გვ. 348.

11И. Дамаскин. Точное изложение православной веры. М. 2000. Кн. Гл. 29.

12იხ. Гр. Дьяченко. Уроки и примеры Христианской веры. СПБ 1902. Т1. გვ. 347.

13Николай Кавасила. Семь слов о жизни во Христе. გვ. 2.

14ფს. 6. 6.

15Толкование на Евангелие от Иоанна блаж. Феофилакта архиеп. Болгарского. М. 2000. გვ. 218.

16Св. Григорий Богослов. Творения. М. 1844. Ч. 4. Слово 45. გვ. 179.

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება