მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ღვთის მიერ დასაწყისშივე წინასწარგანსაზღვრული განგებულება ადამიანებზე - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

ღვთის მიერ დასაწყისშივე წინასწარგანსაზღვრული განგებულება ადამიანებზე - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


25-05-2016, 10:32

 

   ჩვენ უკვე ვთქვით: პავლე მოციქული არსობრივად იმიტომ საუბ-რობს მოსეს რჯულის არმცოდნე, მაგრამ გულში წერილი რჯულის აღმსრულებელ ელინებზე, რომ ისინიც, რომლებიც მონობისა და ძველი წერილის ზედაპირული სიტყვასიტყვითი მიმდევრობის იქით, ქრისტეს სარწმუნოებასა და სიყვარულში თავისუფლებას აზიაროს. მართალი ღვთის წინაშე რომ მხოლოდ სარწმუნოებით ცხონდება და არა მარტო კეთილი, გნებავთ რჯულის საქმეებით, ამის მტკიცებას პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მეორე თავს უძღვნის. „ვინაითგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა" (რომ. 3. 30), - ამ სიტყვების შემდეგ მოციქული ამბობს: „რაიმე უკუე ვთქვათ? იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ხორციელად? უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ. რასა უკუე იტყვს წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ." (რომ. 4. 1-3). წმ. თეოფილაქტეს განმარტებით, „ამჯერად მოციქული ამომწურავად ამტკიცებს, რომ ყველას ესაჭიროება სარწმუნოება და ამას აბრაამის მაგალითით ადასტურებს... დასძენს, რომ ისიც კი, ვინც მრავალი დიადი საქმე აღასრულა, გამართლდა არა საქმეებით, არამედ სარწ-მუნოებით."1

   წმიდა თეოფანე დაყუდებული კიდევ უფრო ვრცლად საუბრობს მოციქულის მიერ აბრაამის გამართლებაზე: „რით გამოირჩეოდა იგი? რით დაიმსახურა ესოდენი წყალობა, რომ თავად ღმერთმა უწოდა მას მართალი და მისდამი ყოველთვის უდიდეს კეთილგანწყობას ავლენდა? ნუთუ საქმეების გამო? არა. მას დიადი, წმინდა და მართალი საქმეები ჰქონდა, მაგრამ მარტოოდენ საქმეებით, მათი უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის მხოლოდ ადამიანების მიერ იქნებოდა განდიდებული, ვით მართალი კაცი; ხოლო ღმერთი არც კი მიჰხედავდა მას იმიტომ, რომ მსგავსი საქმეების აღმასრულებელიც შეიძლება უცხო იყოს ღვთისთვის - არ იყოს მისი გული ღვთისკენ მიმართული, არ ცხოვრობდეს იგი ღვთისთვის და არც ერთადერთს ესათნოებოდეს... იმიტომ კი არ იქნა მიჩნეული ღვთისაგან მართალ ადამიანად, რომ ესა თუ ის საქმე აღასრულა, არამედ იმიტომ, რომ სწამდა ღმერთი. ამ რწმენამ განმსჭვალა მისი საქმეები და ღვთის-სათნო ჰყო ისინი; დიახ, რწმენამ წარმოშვა საქმეები."2

   პავლე მოციქული გალატლებს სწერს: „უწყით-მეა, რამეთუ სარწმუ-ნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი? რამეთუ წინასწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა განამართლებს წარმართ-თა ღმერთი, წინასწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: შენდამი იკურთ-ხეოდიან ყოველნი წარმართნი. აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა" (გალ. 3. 7-9), ამრიგად, მორწმუნენი მართალ აბრაამთან იკურთხებიან. წმ. თეოფანე დაყუდე-ბული განმარტავს: „მოციქულისთვის აქ უმთავრესია განამტკიცოს რწმენა, რომ მორწმუნენი, რჯულის გარეშეც, მხოლოდ სარწმუნოების ძალით უკვე აბრაამისნი არიან, მისთვის მიცემული აღთქმის ქვეშ იმყოფებიან. რას ნიშნავს ეს? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: იმას, რომ კანონმდებელმა რჯულის მოცემამდე განსაზღვრა გამართლება სარწმუნოების მეშვეობით. მხოლოდ ჩვენს დროში როდი გვეუწყა სარწმუნოების ძალის შესახებ: ოდითგანვე განსაზღვრა და გვამცნო ეს ღმერთმა. (თეოდორიტი). ამგვარია ღვთის მიერ დასაწ-ყისშივე, იმთავითვე განსაზღვრული განგებულება ადამიანებზე!... ღვთის ლოცვა-კურთხევა და კეთილგანწყობა, მადლი და ცხონება, აბრაამის მსგავსად, მხოლოდ რწმენით აითვისება. ღმერთმა საკუთარი განგებულებით გამოარჩია ერი და თავისი მიზნებისთვის შეამკო ის დროებითი რჯულით. ხოლო წარმართები, ასევე დროებით, საკუთარი ნებელობაში დატოვა, ვინაიდან ისინიც ღვთის ხალხია და მათთვის დაცულია ღვთის კურთხევა, რომელიც უნდა მიიღონ თავის დროზე. მაგრამ ღვთისაგან კურთხევის დამსახურების წესი, როგორც აბრაამში, კვლავ სარწმუნოებაა."3

   შევნიშნავთ: პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში აბ-რაამზე საუბრით ახალ თემაზე კი არ გადადის, არამედ ეპისტოლეს მეორე თავში გამოთქმულ აზრს ავითარებს: „აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობა იგი მისი წინადაუცუეთილებად შეერაცხოსა?... რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ხორცითა წინადაცუეთილ, არამედ რომელი ფარულად ჰურიაჲ არს და წინადაცუეთილებაჲ გულისა აქუს სულითა, არა წიგნითა, რომელსა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან." (რომ. 2. 26-29). წმინდა აბრაამი სწორედ ასეთი მართალის ნიმუშია. სწორედ ამგვარ მართალ წარმართებზე იყო საუბარი მეორე თავში. გავიხსენოთ, როგორ საუბრობს აბრაამსა და სხვა, მოსეს რჯულამდე მცხოვრებ მამამთავრებზე წმ. ირინეოსი: „მამები კი მართლები იყვნენ, მათ გულებსა და სულებში დაწერილი იყო ათი მცნება. მათ უყვარდათ შემოქმედი ღმერთი, სამართლიანნი იყვნენ მოყვასის მიმართ; რატომ არ საჭიროებდნენ ისინი ამკრძალველ მცნებებს? იმიტომ რომ, საკუ-თარ თავში ჰქონდათ რჯულის სიმართლე."4 (გაგრძელება...)

 

 

 

 

 

1Блаж. Феофилакта. Толкования на Деяния и Соборные Послания Апостолов. М. 2000. გვ. 351.

2Феофан Затворник. Толкования на Послания св. Апостола Павла. М. 2000. Кн. 1. გვ. 51.

3Творения Феофана Затворника. М. 1894. Толкования на послание Галатам. 3. 8. გვ. 229.

4Св. Ириней Лионский. Против ересей. Кн. 4. Гл. 16. გვ. 355-356.

 

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება