მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > უცოდველობა - არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)

უცოდველობა - არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)


14-05-2016, 00:02

 

"ნურავინ შეგაცდენთ სიმდაბლით და ანგელოზთა სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნობს თავისი ხორციელი გონებით." (კოლ. 2, 18).


   მამა გიორგი:

   "წმიდანს თავისი წმიდანობის აღიარების კი არ ეშინია, როგორც ეს წარმოუდგენია ბევრს. თითქოს წმიდანი "ქების შიშით" გამუდ-მებით გაიძახის, რომ ის ცოდვილია. წმიდანს ქების კი არ ეშინია, არამედ, არ უნდა ეს!... - მას ესმის, რომ დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს!

   წმიდანი თუ ფარავს თავის წმიდანობას, ეს იმიტომ, რომ მის ირ-გვლივ ცოტაა ისეთი, ვინც ჭეშმარიტად ეძებს ღმერთს!..

   წმიდანი თუ ამბობს, რომ ის ცოდვილია, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის იმ კონკრეტულ მომენტშია ცოდვაში, არამედ ის თავის წარსულს გულისხმობს." (გვ. 108-109).

  "მართალი რომ ვთქვათ, დღეს წმიდანებს კი არ უჭირთ იმისი თქმა, რომ ისინი წმიდანები არიან, არამედ საზოგადოება არ არის მზად ამისათვის." (გვ. 109-110).

   შემდეგ:

   "ისე კი, კიდევ ვიმეორებ, წმიდანი სრულებით ჯანმრთელია და თუ ხედავთ რომ ის მიმართავს ექიმს, სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობს, ან კიდევ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, ეს მას ცოდვილ ადამიანთა სიყვარულით ემართება. წმიდანს შეუძლია, არ სტკიოდეს, მაგრამ ის ამას ნებაყოფლობით, ადამიანთა უსაზღვრო სიყვარულით აკეთებს. რადგან ოდესღაც თვითონაც ყოფილა ცოდვილი და ღმერთის სიყვარული ავალდებულებს მას ყოველივე ამას!.." (გვ. 113).

   ჩვენ ზემოთ უკვე გვქონდა "გაღწეულის ნამდვილობის" ზოგიერთ ასპექტზე საუბარი. აქ უკვე მივადექით მთავარს - უცოდველობას; ანუ თუ ცოდვაზეა საუბარი, იგი მხოლოდ წარსულში მოიაზრება. ამიტომაც მამა გიორგი ბასილაძის სწავლებაში ყველგან მკვეთრად იმიჯნება წმიდანი ცოდვილისაგან. შევხედოთ ყოველივე ზემოთ მოყვანილს ეკლესიის მამათა სწავლების შუქზე.

   "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში" - გვასწავლის იოანე მახარებელი თავის პირველ ეპისტოლეში (1 იოან. 2, 8).

   "სარწმუნოა და სრულებით მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა წუთისოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ" - წერდა პავლე მოციქული თავის სულიერ შვილს ტიმოთეს (1 ტიმ. 1, 15).

   ადამიანი უცოდველი რომ ყოფილიყო, ამაო იქნებოდა მაცხოვრის განკაცება და გამომსყიდველი მსხვერპლი:

   "წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვე-რპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი" - მიმართავდა უფალი ფარისევლებს (მათ. 9, 13).

   ეკლესიის ერთ-ერთი სულიერი მნათობი, ღირსი მაკარი დიდი წე-რდა:

   "ვაი სულს, რომელიც ვერ ხედავს თავის წყლულს და, იმის გამო, რომ უკვე უზომოდ, უკიდურესად დამახინჯებულია ბოროტები-საგან, ფიქრობს, რომ თავისუფალია მისგან. ასეთ სულს უკვე აღარ მოიხილავს და აღარ სწამლობს სახიერი მკურნალი, რამეთუ მან ნებსით დაუტევა საკუთარ წყლულებზე ზრუნვა და თავი საღი, უნაკლო ჰგონია. "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა" (მათ. 9, 11) - ამბობს უფალი" (მაკარი დიდის სწავლანი).

   ამ შეფასებაში საოცარი ერთსულოვნებაა, როგორც გარდასული საუ-კუნეების ღირსი მამებისა, ასევე ჩვენი დროის გამოჩენილი, მოღვაწე ბერებისა.

   იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) და მასთან ერთად ეკლესიის ორია-თასწლოვანი სულიერი გამოცდილება ერთსულოვნად ამოწმებენ შემდეგ ჭეშმარიტებას:

   "წმიდანებიც სიკვდილამდე ინანიებდნენ, რამდენადაც საკუთარ თავს ღვთის სიახლოვის უღირსად თვლიდნენ და შესაბამისად - უღირსად ღვთის სასუფევლისა. საწინააღმდეგოდ ამისა, რამდე-ნადაც ცოდვილია ადამიანი, იმდენად ნაკლებად ხედავს იგი საკუთარ თავში ცოდვებს და ამდენადვე უფრო მეტად და ბოროტად განიკითხავს სხვებს. სწორი სულიერი წყობის ჭეშმარიტ, უტყუარ ნიშნად ითვლება სიღრმისეული გააზრება საკუთარი წახდენისა და ცოდვიანობისა, აღქმა ღვთის წყალობის უღირსებისა და სხვათა არაგანკითხვა. თუ ადამიანი, არა მხოლოდ ენით, არამედ მთელი გულით არ თვლის საკუთარ თავს უხმარ ცოდვილად, იგი არასწორ გზაზეა. იგი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საშინელ სიბრმავეში იმყოფება. იგი სულიერ ხიბლშია, როგორადაც არ უნდა განა-დიდებდნენ მას ადამიანები, ვითარცა ამაღლებულსა და წმიდანს, თუნდაც ის მჭვრეტელი იყოს და სასწაულებს აღასრულებდეს" (იღუმენი ნიკონი, წერილი 23).

   ათონის მთაზე, როდესაც საუბარი რომელიმე ბერის სიწმიდეზე ჩა-მოვარდებოდა ხოლმე, მამები დინჯად პასუხობდნენ და ახლაც იგივენაირად იქცევიან - ვნახოთ როგორი იქნებაო მისი აღსასრული. სიკვდილი ხომ სულიერი რთველია მოღვაწის მიწიერი ნამუშაკევისა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ დიდი წმიდანები სიკვდილის დროსაც უკიდურესი თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ. მოვიყვანთ რამოდენი-მე მაგალითს;

   არსენი დიდი სიკვდილის მოახლოების ჟამს მამებმა მტირალი ნახეს და ჰკითხეს: "მამაო, ნუთუ შენც გეშინია?" მან მიუგო: "მეშინია! შიში, რასაც ამჟამად განვიცდი, მუდამ თან მდევდა იმ დროიდან, რაც მონოზონი გავხდი".

   როდესაც წმიდა აბბა აღათონის აღსასრულის ჟამი დადგა, ძმებმა მის სახეზე შიში შენიშნეს და უთხრეს: "მამაო, ნუთუ შენც გეშინია?" მან მიუგო: "მართალია, მთელი ძალით ვცდილობდი ღვთის მცნებათა აღსრულებას, მაგრამ მე კაცი ვარ და არ ვიცი, სათნოა თუ არა ჩემი საქმენი ღვთისთვის". ძმებმა ჰკითხეს: "ნუთუ არ ხარ დარწმუნებული, რომ შენი საქმეები ღვთისათვის სათნოა?" ბერმა უპასუხა: "შეუძ-ლებელია, ვირწმუნო ეს მანამდე, ვიდრე ღვთის წინაშე არ წარვდგები, რადგანაც სხვა არის სამსჯავრო ღვთისა და სხვა არის სამსჯავრო კაცთა".

   პიმენ დიდი ძმობას ეუბნებოდა: "გარწმუნებთ, სადაც ჩააგდებენ სა-ტანას, იქ ჩამაგდებენ მეცო".

   წმიდანებისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო უკიდურესი გულისშემუსვრილება და დამდაბლება თავისა. მათ ჰქონდათ სიღრმისეული განცდა თვისთა ცოდვათა და არაგანკითხვა მოყვასისა. რამდენადაც ეკლესიას ადრეულ საუკუნეებშიც უხდებოდა ბრძოლა ფსევდო-წმიდანურ გამოვლინებებთან, ამიტომაც კართაგენის ადგი-ლობრივ კრებაზე კანონიკურად დადგენილ იქნა:

   "ღვთის მადლის გარეშე არაფერი კეთილის გაკეთება არ შეგვიძლია".

   ასევე ვინც ამბობს, რომ სიმართლის მადლი ჩვენ მოგვეცა იმისათვის, რომ რისი გაკეთებაც შეგვიძლია თავისუფლებით, ის ადვილად გავაკეთოთ მადლის მიერ, და თუ მადლი არ მოგვეცემოდა, მაინც შეგვეძლო, მადლის გარეშეც, ღვთის მცნებათა შესრულება, მაგრამ არა ადვილად, შეჩვენებულ იყოს. როდესაც უფალი ლაპარაკობდა ღვთის მცნებათა ნაყოფის შესახებ, არ უთქვამს, ჩემს გარეშე შეგიძლიათო ძნელად გაკეთება, არამედ თქვა: "ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ" (იოან. 15, 5).

   არა მარტო თავმდაბალი, არამედ ჭეშმარიტიც არის წმინდანთა ხმა: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ" (1 იოან. 1, 8).

   ასევე განვსაზღვრეთ წმინდა იოანე მოციქულის ნათქვამის შესახებ: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში" (1 იოან. 1, 8). ვისაც ჰგონია, რომ თავმდაბლობის გამო არ უნდა ვთქვათ, ცოდვა არა გვაქვსო, და არა იმიტომ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, შეჩვენებული იყოს. ამას მოწმობს მოციქულიც და ამბობს ასე: "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სა-რწმუნო არის და მართალი, რომ მოგვეტევება ცოდვები და გავიწმინდებით ყოველგვარი უსამართლობისაგან" (1 იოან. 1, 19). სრულიად ცხადია, ეს ნათქვამია არა მხოლოდ თავმდაბლობით, არამედ ჭეშმარიტებით. მოციქულს შეეძლო ეთქვა: თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს, საკუთარ თავს ავიმაღლებთ და თავმდაბლობა არ არის ჩვენში, მაგრამ როდესაც თქვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება ჩვენში არ არისო, ამით ცხადად გამოაჩინა, რომ ვინც ამბობს თავის თავზე, რომ არა აქვს ცოდვა, ჭეშმარიტს არ ამბობს, არამედ ტყუილს.

   საუფლო ლოცვაში ("მამაო ჩუენო"-ში) წმინდანები თავის თავზე ამ-ბობენ: "მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი" (მათ. 6, 12).

   ასევე ჯეროვნად მიგვაჩნია: ვინც ამბობს, თითქოს საუფლო ლოცვაში წმინდანები სიტყვებს: "მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი" ამბობენ არა თავის თავზე, ვინაიდან მათთვის არ არისო საჭირო ეს ვედრება, არამედ მათ სამწყსოში მყოფი სხვა ცოდვილების შესახებ, ამიტომაც არ ამბობსო თითოეული წმინდანთაგანი - მომიტევე მე თანანადებნი ჩემნი, არამედ ამბობს: "მოგვიტევენ თანანადებნი ჩვენნი", ვინაიდან ამ ლოცვის დროს მართალი სხვებზე უფრო ფიქრობსო, ვიდრე საკუთარ თავზე, ვინც ამას ამბობს, შეჩვენებულ იყოს. წმინდა და მართალი იყო იაკობ მოციქული, როდესაც ამბობდა, რომ "ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ" (იაკ. 3, 2). რისთვის დაუმატა მან "ყველანი", თუ არა იმისთვის, რომ ამ სიტყვის აზრი შეხამებული იყოს ფსალმუნის სიტყვასთან: "ნუ შეხვალ სასამართლოზე შენ მონასთან ერთად, რამეთუ არ გამართლდება შენ წინაშე ყოველი ცოცხალი" (ფს. 142, 2). ყოვლად ბრძენი სოლომონის ლოცვაში ნათქვამია: "არ არის ადამიანი, რომელსაც არ შეუცოდავს" (3 მეფ. 8, 36). მართალი იობის წიგნში ნათქვამია: "ჴელსა შინა ყოვლისა კაცისასა დანიშნავს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თჳისი უძლურება" (იობ. 37, 7). ასევე წმინდა და მართალი დანიელი ლოცვაში ამბობს: "შევცოდეთ, უსჯულონი გავხდით" (დან. 9, 5). და სხვა რამდენ რას აღიარებს იგი თავმდაბ-ლობით და ჭეშმარიტებით, რათა არავის ეგონოს, როგორც ზოგი-ერთები ფიქრობენ, რომ არა თავისი, არამედ უფრო თავისი ერის ცოდვებისათვის ამბობს ამას. ამის შემდგომ მან დასძინა: "ვლო-ცულობდი და ვაღიარებდი ჩემს ცოდვებს და ჩემი სამწყსოს ცოდვებს ჩემი უფალი ღმერთის წინაშე" (დან. 9, 2). არ უთქვამს, "ცოდვათა ჩვენთა", არამედ თქვა მისი სამწყსოს და თავისი ცოდვები, ვინაიდან წინასწარ ხედავდა წინასწარმეტყველი, რომ აღმოჩნდებო-დნენ ამ აზრის ბოროტად გამგებნი.

  წმინდანთა მიერ ჭეშმარიტად ითქმის სიტყვები: "მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი".

   ასევე ის, ვისაც სურს წმინდანთა მიერ წარმოთქმული სამეუფეო ლო-ცვის სიტყვები "მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი" ისე გაიგოს, რომ წმინდანები თითქოს თავმდაბლობით და არა ჭეშმარიტებით ამბობენ ამას, შეჩვენებულ იყოს, რადგან ვინ ჩათვლის მლოცველად იმას, ვინც ადამიანებს კი არა, ღმერთს ატყუებს და ბაგეებით კი ამბობს, რომ სურს, რათა მიეტეოს მას ცოდვა, ხოლო გულით ამბობს, რომ სხვას, თანამდებთ (მოვალეებს) მიეტეოს, თითქოს თვითონ მას ცოდვა არ ჩაუდენია" (კართაგენის ადგილობრივი კრების ოქმები. 113-116).





არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

წიგნიდან "თანამედროვე ცრუსწავლებათა სამხილებლად" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება