მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > "ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხვალთ" (ეფ. 5, 15) - არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
"ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხვალთ" (ეფ. 5, 15) - არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)11-05-2016, 00:02 |
დასაწყისში მინდა მოკლედ მოგითხროთ ეკლესიის თანამედროვე საცდურთა შესახებ, რომელნიც წმიდა წერილში, მამათა სწავლებებში და თვით დედაეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაშია ასახული. "გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან", ბრძა-ნებს მოციქული, "ამისთვის ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გუ-ლისხმა-ჰყოფდით, რაი იგი არს ნებაი უფლისაი" (ეფეს. 5, 16-17). საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ მოაქამომდე განვიცდით მებრძოლი უღმერთოებისაგან ეკლესიის დევნულობის შედეგებს. ეს გამოიხატება არა მხოლოდ და არა იმდენად დანგრეულ და შებილწულ სავანეებში, რამდენადაც იმაში, რომ ეკლესიის მატერიალური ბაზის აღდგენა გაცილებით იოლია, ვიდრე დამახინჯებული სულიერი აზროვნებისა; ყველაზე მძიმე დანაკლისი დევნულობისა გახლავთ ის, რომ ხალხს მოაკლდნენ ის რჩეულები, რომელთა შესახებაც უფალი ბრძანებდა: "თქვენ ხართო მარილი სოფლისანი". ეს მარილი აკავებდა ამა სოფელს მთლიანად განხრწნისაგან. დღეს, ერთი შეხედვით, მშვიდობიანი დრო გვიდგას, მაგრამ სძინავს განა ადამის მოდგნის მტერს?! ეკლესიის დევნულობის შემდგომი "მშვიდობიანი" პერიოდი განსაკუთრებით საფრთხილო და საშიშია. მამათა სწავლებით, ამ დროს ეკლესიაში სულიერი ბალასტის მოძალების დრო დგება. იწყება ძლიერი სულიერი განსაცდელები, ჩნდება ვაკუუმი, რომელიც რაღაცით უნდა შეივსოს და... ივსება კიდეც. წარმართობა და მიწიერება, რომელნიც დაუნდობლად ებრძოდნენ ეკლესიას პირველ საუკუნეებში და ეს იყო უპირატესად გარეგნული, სისხლიანი დევნა, მისი შეწყვეტის შემდეგ ეკლესიის კარიბჭის შიგნით აღმოჩნდნენ. პირველი საუკუნეების წმინდანები, მღვდელმთავრები, ღირსი მამები, მოწამეები ძალისხმე-ვას არ იშურებდნენ, რათა განემტკიცებინათ ხალხი მართლმადი-დებლურ სარწმუნოებაში, დაეცვათ ეკლესია და სამოციქულო მემ-კვიდრეობა წარმართული გნოსტიციზმის1 რეციდივებისაგან. ისტორიიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ როგორც კი იმპერატორ კონსტანტინეს დროს შეწყდა ქრისტიანეთა დევნა, ნიაღვარივით წამოვიდა ერეტიკული სწავლებები: არიანელობა, ნესტორიანელობა, მონოფიზიტობა და ა.შ. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი უშლიდა ხალხს ხელს ეკლესიის ერთგულების შენარჩუნებაში, მაგრამ ამჯერად უკვე ეკლესიურ გარემოში წარმოიქმნებოდა და ახლაც წარმოიქმნება სხვადასხვა ჯურის განყოფანი და საცდურნი. ღვთისმებრძოლობის მარწუხებიდან გამოსული საზოგადოების ერ-თი ნაწილი ფაქტიურად დაუბრუნდა წარმართული პერიოდის მაგიურ წარმოდგენებს. ეკლესიაში ისინი უკვე სასწაულთა ძიების მანიით შეპყრობილნი მიდიან, ეძიებენ არა ქრისტესა და ცხონებას, არამედ ღვთისმსახურისაგან მოითხოვენ სასწაულებრივ თანადგომას რაიმე ცხოვრებისეული პრობლემის გადაწყვეტაში. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან, სამსახურთან, პირად ცხოვრებასთან და სხვადასხვა ამბიციებთან დაკავშირებული პრობლემები. მათთვის მძიმე და მოსაბეზრებელ ტვირთად ჩანს ეკლესიური ცხოვრება. მათ სურთ მყისიერი პასუხი, პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, მომავლის განჭვრეტა. ასეთი ზედაპირული სულიერი მოთხოვნილება წარმოშობს მიმწოდებელსაც, მოპასუხეს, მკურნალს, მომავლის მაცნეს და იკვრება ეს მოჯადოებული წრე. ადამიანთა დღევანდელ სულიერ შიმშილს, დაუფიქრებლობისა და სიფხიზლის გარეშე, ნებისმიერი ცრუსწავლების გადაყლაპვა შეუძლია, როგორც სუროგატული საკვებისა, მაგრამ მოინელებს კი იგი ამას? რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თანამედროვე ადამი-ანის სეკულარიზებულ2 აზროვნებაში, რომელსაც დაკარგული აქვს რწმენა ერთი ღმერთისა, ძლიერდება რწმენა ზებუნებრივისადმი. დღევანდელი საეკლესიო პრობლემები, რომელთა შესახებაც ვსაუბ-რობთ, როგორც ითქვა, არც მხოლოდ ქართულია და არც მხოლოდ თანამედროვე. მოხიბლულნი ყოველთვის საკმარისად იყვნენ; დროის ნიშანია ცდუნებათა ფართო რეგლამენტი და დიდი ტირაჟირება ერთი შეხედვით უბრალო ენით დაწერილი წიგნებისა. ხდება მავანი "ღისრი მამისა" თუ "ღირსი დედის", ახლადმოვლენილი ქარიზმატული "წმიდანის" აფიშირება. გამოუცდელი და ცნობისმოყვარე ადამიანი ადვილად ეგება ამ რეკ-ლამირებული "წმიდანის" ანკესზე, რომლის ვირტუალურ სახესაც ქმნიან ჭორიკანა ფსევდორელიგიური გამოცემები. ასეთი ადამია-ნისათვის დიდია ცდუნება, რომ ამგვარი უბრალო გზით, წაკითხვით, მონახულებით, რაღაც ღვთაებრივს ეზიარო, ან საკუთარსა თუ ქვეყნის მომავალში "შეიხედო". ამიტომაც დიდია დღევანდელ მოძღვართა პასუხისმგებლობა, რათა სულიერი სამწყსო მგლის კერძად არ იქცეს, როგორც დიდი პავლე მოციქული არიგებდა ტიმოთეს და მისი სახით ეკლესიის მოძღვართ: "გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერ-თებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ..." (1 ტიმ. 6, 20-21). მაში ასე, ჩვენ წინაშეა წიგნი: "თავნი და ბოლონი იტყვიან: გიორგი". ჩვენ, ძირითადად, მისით ვიხელმძღვანელებთ, რამეთუ, როგორც შოთა იტყოდა, "მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს". პირველი, რასაც შევამჩნევთ, ესაა მამაოს სწავლების უკიდურესი ეგ-ოცენტრიზმი, რომლითაც მისი წიგნების თითქმის ყოველი ფურ-ცელია გაჯერებული, განსხვავებით მოციქულთა და ეკლესიის მე-საძირკვლეთა სწავლებისა: "ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის" (2 კორ. 4, 5). (გაგრძელება...)
1გნოსტიციზმი - (ბერძ. ცოდნა, შემეცნება) - რელიგიური მიმდი-ნარეობა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში წარმოიშვა და აერთიანებდა სხვადასხვა რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებებს, მათ შორის, წარმართულსაც (მაგ. პლატონიზმი, ნეოპლატონიზმი) და მისი მიმდევრები საკუთარ თავს ერთგვარი დაფარული ცოდნის მატა-რებლებად თვლიდნენ. ეს სწავლებები დაგმობილია წმინდა მამების მიერ, კერძოდ V მსოფლიო კრებაზე. 2სეკულარიზაცია (ლათ.) აქ: ეკლესიის სულიერი გავლენისაგან გათა-ვისუფლება (საზოგადოებრივ და გონებრივ მოღვაწეობაში, მხატვრულ შემოქმედებაში).
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) წიგნიდან "თანამედროვე ცრუსწავლებათა სამხილებლად" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |