მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 9 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი დავით თესალონიკელისა (დაახ. 580)

9 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი დავით თესალონიკელისა (დაახ. 580)


8-07-2021, 17:13

 

   ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მოსაგრე კურნავდა სნეულებს, სულის სარგებელ რჩევებს აძლევდა ყველა მომსვლელს. უვნებლობას მიღწეულ, მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას შეეძლო, გავარვარებული ნაკვერცხლები საკმევად ისე აეღო ხელში, რომ არაფერი დაშავებოდა.

   ღირსი დავითი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 540 წელს.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება