მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 3 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე მეთოდესი, პატარელი ეპისკოპოსისა (+312)

3 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება მღვდელმოწამე მეთოდესი, პატარელი ეპისკოპოსისა (+312)


2-07-2021, 16:02

 

   წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა.

   წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადი-დებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება