მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > „შეუნდე, უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან...“
„შეუნდე, უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან...“5-08-2016, 00:05 |
ნესტორ კონტრიძე დაიბადა ოზურგეთის რაიონში სოფელ ლიხაუ-რში ბესარიონ მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. ნესტორმა სიყრმიდანვე გამოიჩინა კეთილზნეობა და ღვთისადმი სიყვარული. ალბათ სწორედ ამიტომაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ნესტორი ღვთის განგებით წმინდა ათონის მთაზე აღმოჩნდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში, სადაც შეისწავლა მონაზვ-ნური ცხოვრების წესი. ათონზე რამოდენიმე წლის მოღვაწეობის შემდგომ წმინდა გაბრი-ელის (ქიქოძე) გამოწვევითა და ათონის ქართველთა სავანის წი-ნამძღვრის ბენედიქტეს (ბარკალაია) კურთხევით მამა ნესტორი საქართველოში დაბრუნდა. ის მცირე ხანს მოღვაწეობდა თბილისში ანჩისხატის ტაძარში, ხოლო შემდგომ მივლინებული იქნა მშობლიურ ლიხაურში.
ექვს საუკუნეზე მეტია, სოფელ ლიხაურის ცენტრში, ამაღლებულ ადგილას დგას გურიისა და სვანეთის ერისთავთ-ერისთავის კახაბერ ვარდანისძის მიერ აგებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. გასული საუკუნის დასაწყისში ლიხაურის, ხიტილაურის, აჭისა და ქაქუთის ტაძრებში წირვა-ლოცვას აღავლენდნენ კონტრიძეთა გვარის წარმომადგენლები. ლიხაურის და ხიტილაურის ტაძრების უკანასკნელი მოძღვარი მამა ნესტორის (კონტრიძე) იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის სასულიერო პირი გახდა - მღვდლად ეკურთხა და იქვე, ტაძრის მახლობლად ცხოვრობდა განმარტოებულ სენაკში. მამა ნესტორს ჰყავდა ძმა, ანტონი და მონაზონი და ელენე. მონაზონი იყო მამა ნესტორის ბიძაშვილიც, მარინე, ღვთისმშობლის ტაძრის დიაკონის, ლუკას და. მოგვიანებით მონაზვნად აღიკვეცა მოძღვრის ბიძაშვილის, ქაქუთის ტაძრის მღვდლის, მამა გიორგის ქალიშვილი მატრონე. ნესტორ კონტრიძის შესახებ ცოტა რამ თუ ვიცით თვითმხილველთა გადმოცემებითა და ძუნწი ცნობებით თ. სახოკიას წიგნებიდან „ეთ-ნოგრაფიული გურია" და „მოგზაურობანი". გადმოცემის მიხედვით, ყოველთვის ფაქიზად ჩაცმული, სათნო, ყვე-ლასათვის მზრუნველი, უპოვართა და ობოლთა შემწე მამა ნესტორი განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა სოფლის მოსახლეობას. მამა ნესტორმა პირველმა გააუქმა საეკლესიო გადასახადი (დრამის ფული), რისთვისაც ზემდგომთა წყრომა დაიმსახურა. ის, თურმე, ქუთაისში დაიბარეს და გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვეს. მამა ნესტორი იძულებული გახდა მხოლოდ ქვრივების, ობლებისა და უკიდურესად ღარიბი ოჯახებისათვის გაეუქმებინა გადასახადი, ხოლო საშუალო შეძლების ოჯახებისათვის - გაენახევრებინა და მხოლოდ შეძლებული ოჯახებისათვის გადაეხდევინებინა სრულიად. საეკლესიო შემოსავალს მზრუნველი მოძღვარი ისევ სოფელს ახმარ-და. მდიდარი ვაჭრის ნოე თოიძის ინიციატივითა და შემოწი-რულობით XX ს-ის დასაწყისში მდ. აჭისწყალზე რკინის ხიდი ააგეს; ამ საქმეში მამა ნესტორმაც შეიტანა თავისი წვლილი ეკლესიის შემოსავლიდან. ლიხაურელთა საყვარელი მოძღარი შესანიშნავი მგალობელი და ლოტბარი იყო. გურიაში განთქმული ყოფილა კონტრიძის ბანი. ბაბილოძის, ჩავლეიშვილისა და კონტრიძის შესახებ ხალხმა ლექსიც კი შექმნა, სადაც მათი არჩვეულბრივი ჟღერადობის ხმებია შექებული. გაზეთში „შინაური საქმენი" ასეთი ცნობაა შემონახული: „ეკლესია სავსე იყო ხალხით და ტკბებოდა მღვდელ კონტრიძისა და მელ-ქისედეკ ნაკაშიძის გუნდთა გალობით... ნესტორ კონტრიძე იშვიათი მოსაუბრეა და ზედმიწევნით მცოდნე სამშობლოს ენისა. ამასთან, დიდი მოსიყვარულე ყოფილა გურული გალობისა. ცნობილი ლოტბარი მიხეილ შავიშვილი თავის მოგონებებში დიდი სიყვარულით ახსენებს ნესტორ კონტრიძეს, როგორც შესანიშნავ მომღერალს. მამა ნესტორს შეუქმნია მეჩონგურეთა გუნდი, რომელსაც მოსე ჭელიძე ხელმძღვანელობდა. ამ გზით მრავლი ხალხური სიმღერა გადაურჩა დაკარგვას. მამა ნესტორი თავადაც არის რამდენიმე სიმღერის შემქმნელი. მიხ-ეილ შავიშვილის ცნობით, ის არის ავტორი გურული „ოთხი ნანასი", რომელსაც დღეს შეცვლილი სახით მღერიან. ნესტორ კონტრიძის ტექსტსა და მუსიკაზე შექმნილი სიმღერა „აჭისწყალო ანკარა" დღემდე ძალიან პოპულარულია გურიაში. სოფ. ლიხაურში მამა ნესტორი უდიდესი ნდობითა და სიყვარულით სარგებლობდა. ბევრი სადაო საკითხის გადაწყვეტას სოფელი მას სთხოვდა. აი, რას გვიამბობს ლიხაურის უხუცესი მასწავლებელი მიხეილ ვაშა-ყმაძე: „ერთხელ, სოფლის მკვიდრს, ვასაძეს, ხარები მოპარეს. სოფლის ყრილობამ ქურდის ვინაობა ვერ დაადგინა. დახმარება მამა ნესტორს სთხოვეს. მოძღვარმა ასე გადაწყვიტა: რამდენიმე დღის განმავლობაში მის მიერ დასახლებული ხალხი მარხვით განიწმინდებოდა, რომ ღვთისმშობლის ხატთან მიახლების უფლება ჰქონოდათ, შემდგ ხატს სოფლი ცენტრში გამოასვენებდნენ და ყველა სოფლელი ხატის წინ დაიფიცებდა, რომ დამნაშავე არ იყო. თედო სახოკიას და დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ლიხაურის ღვთი-სმშობლის ხატს „საზაროს" ეძახდნენ. „მოგზაურობანი" გვაუწყებს: „ხატის წინაშე ხალხი ფიცსა სდებ ხოლმე და... ყველას სწამს, ვინც ტყუილად დაიფიცებს, ხატი გრისხავს, ზარს დასცემსო; ამიტომ ამას „საზაროს" ეძახიან..." ხატი ტაძრიდან გამოასვენეს სოფლის მაშინდელმა მამასახლისმა, თავისი პატიოსნებით ცნობილმა, ნანიკო მჟავანაძემ, მამა ნესტორმა და კიდევ რამოდენიმე კაცმა. მამა ნესტორმა ასე მიმართა შეკრებილ ხალხს: „ეშმაკი ადამიანს მოსვენებას არ აძლევს, ჩაუძვრება მას სულში და აიძულებს, ბოროტი საქმეები ჩაიდინოს, მაგრამ თუ ადამიანი მოინანიებს თავის დანაშაულს, ღმერთი აპატიებს და შეივრდომებსო". ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა დამნაშავეებზე, ისინი ცრემლმორეულნი დაეცნენ მოძღვრის ფერხთით, დანაშაული აღიარეს და პატიება ითხოვეს. მამა ნესტორი მათ თავდებად დაუდგა, რომ ამიერიდან აღარ შესცოდავდნენ, მაგრამ მოპარულის საფასური კი უნდა გადაეხადათ..." XX საუკუნის დასაწყისში რევოლუციის ტალღამ გურიასაც გადაუ-არა. „ხანმა უნდობარმა... უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები..." მოვიდნენ კომუნისტები. ხალხს გამოუცხადეს, ღმერთი არ არსებო-ბსო და ქვეყანაში ტაძრების ნგრევა დაიწყო... ყველაფერში სწრაფმა გურულებმა აქაც ისახელეს თავი. ოზურგეთში კომკავშირელებმა მრავალი ეკლესია დაარბიეს და დაანგრიეს. მიხეილ ვაშაყმაძის ნაამბობიდან: „მაშინ რევკომის თავმჯდომარე იყო თედორე შავიშვილი, ლიხაურიდან უზნეო საქციელისათვის განკვეთილი პიროვნება. შავიშვილი და მისი ბანდა აჭის ხეობაში ჩაუსაფრდა აჭის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა იოსებს (კონტრიძე). მოძღვარი შეიპყრეს, გათოკეს, ანაფორა შემოა-ხიეს, ტაძრის გასაღები წაართვეს და ეკლესია დაარბიეს. ტაძრიდან გამოტანილი წმიდა ნივთები ცეცხლს მისცეს, მამა იოსებს ჯვარი მოხსნეს და ცეცხლში ჩააგდეს. ხალხს ტაძარში მისვლა აუკრძალეს. ამის შემდეგ კომკავშირელ შოშიტაიშვილის ხელმძღვანელობით და-არბიეს ხიტილაურის (ოქროს მუხურო) ხის ეკლესია. სასტიკად შეურაცხყვეს მედავითნე ეგნატე გორდელაძე. წმ. ნივთები დაწვეს, ეკლესია კი დაშალეს. იგივე ბედი ეწია ქაქუთის ფერისცვალების სახელობის ტაძარსაც. მის დარბევას ხელმძღვანელობდა კომკავშირელი კოლია ღლონტი. მხცოვა-ნი მოძღვარი მამა გიორგი (კონტრიძე) ტაძრიდან ძალით გამოიყვანეს, ჯვარი წაართვეს, ანაფორა გახადეს და წვერი შეკრიჭეს. თვალც-რემლიანი მოძღვარი უმზერდა, როგორ გამოჰქონდათ უღმერთო ადამიანებს ტაძრიდან ეს სიწმინდეები, რომელთაც თვითონ კრძალ-ვით ეხებოდა და ცეცხლში ყრიდნენ. იმავე დღეს, კომკავშირელ ლომჯარიას ხელმძღვანელობით, დაარბ-იეს ჭანიეთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. მღვდელი (ქავთარაძე) შეურაცხყვეს და ეკლესიის სიწმინდეები გაანადგურეს". ჯერი ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე მიდგა. მის დარ-ბევას დიდხანს ვერ ბედავდნენ. კომკავშირელებს სოფლის მოსახ-ლეობის შიში ჰქონდათ. ხალხი მათ უსაყვარლესი მოძღვრის შეურაცხყოფასა და ტაძრის დარბევას არ დაანებებდა. ისევ მიხეილ ვაშაყმაძის ნაამბობიდან: „მე მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ლიხაურის ეკლესიის დარბევა". 1924 წლის აგვისტო იდგა. „მაუზერისტებმა" თავიანთი ძალები გაა-ორმაგეს, რადგან ხალხის წინააღმდეგობის ეშინოდათ. ტაძრის ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. მამა ნესტორი სენაკიდან გამოიყვანეს, ხელები გაუთოკეს, ტაძრის გასაღები წაართვეს და ეკლესიის ძარცვას შეუდგნენ. ლიხაურის ეკლესიაში უთვალავი ძვირფასი ნივთი და სიწმინდე ინ-ახებოდა. ყველაფერი გარეთ გამოიტანეს და მოძღვრის თვალწინ ცეცხლში ჩაყარეს. თვალცრემლიანი მამა ნესტორი შესცქეროდა ამ საშინელებას და ღმერთს ევედრებოდა: „შეუნდე, უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან..." ტაძრიდან გამოიტანეს ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება. ამ სახა-რების შესახებ თედო სახოკია გვაუწყებს: „ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურ მღვდელ კონტრიძეს დუკაზმინებია ეს განძი ჩვენი საეკლესიო მწერლობისა და საკმაოდ სისუფთავით შეუნახავს". სწორედ ეს წმიდა წიგნი გამოიტანეს ტაძრიდან უღმერთოებმა, ყდა მოაძრეს და ცეცხლში ჩააგდეს. ამ დროს მამა ნესტორს ერთ-ერთმა კომკავშირელმა, ბენია სალუქვაძემ, ხელები გაუხსნა; მოძღვარმა ცეცხლიდან აიტაცა სახარება და გულში ჩაიკრა. მას ხელი ვერავინ ახლო... ლიხაურის ეკლესიის დარბევა ამით არ დამთავრებულა. ტაძრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამოასვენეს, ძვირფასი ჩარჩო მოხსნეს, ხატს თოკი გამოაბეს და ტაძრიდან სოფლის ცენტრამდე თრევით მიიტანეს. სოფლის მოსახლეობა საშინელი სურათის მომსწრე გახდა: ეკლესიის დაღმართში თოკგამობმული მოჰქონდათ სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც უკან მათი საყვარელი მოძღვარი მოჰყვებოდა გულში ჩაკრული სახარებით... „მაუზერისტებმა" ხატი დაბლა ჩამოიტანეს და მუხის გარშემო ატა-რებდნენ თოკზე გამობმულს, თან მამა ნესტორს დასცინოდნენ: - აბა, ახლა მოახდინოს სასწაული ღვთისმშობელმაო. მამა ნესტორმა მიუგო: - მეტი სასწაული რაღა გინდათ, გაგაგიჟათ ხატმა და მუხის გარშემო გარბებინებთო... კომკავშირელებმა მოძღვარს ვერც ანაფორის გახდა გაუბედეს და ვერც ჯვრის ახსნა. მამა ნესტორი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა მღვდლის შესამოსელსაც და ჯვარსაც... ტაძრის დარბევიდან დიდი ხანი არ გასულა, სოფლის ცენტრში, ათ-ასწლოვანი მუხის ქვეშ, სოფლელებთან ერთად იჯდა მამა ნესტორი. ამ დროს ჩამოიარა ცხენზე ამხედრებულმა კომკავშირელმა, ვინმე მე-გრელაძემ და მოძღვარს მათრახი გადაჰკრა. თავიდან სისხლმა იფე-თქა... დაჭრილი მამა ნესტორი თავის სენაკში აიყვანეს, შემდეგ კი ძმის, ან-ტონის ოჯახში გადაიყვანეს, სადაც მზრუნველობას არ აკლებდნენ, მაგრამ ჭრილობა გაღიზიანდა და ლიხაურის ტაძრის მოძღვარი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. მიხეილ ვაშაყმაძის ცნობით, მამა ნესტორი ტაძრის დარბევიდან მე-სამე ან მეოთხე წელს (1927-1928) უნდა გარდაცვლილიყო. დღეს, ღვთის მადლითა და შეწევნით, ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ისევ აღევლინება წირვა-ლოცვა. აქვე, ეკლესიის მა-ხლობლად, კონტრიძეთა საგვარეულო სამარხში განისვენებს მამა ნესტორი. ხალხის ხსოვნაში შემორჩენილი უსათნოესი მოძღვარი, უპოვართა და ობოლთა შემწე, რომლის „საქმენი კეთილნი და ცხო-ვრებაი უბიწოი ბრწყინვიდეს... ვითარცა მთიებნი ზეცისა სამყაროსა..."
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |