მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ძმებო, მართლმადიდებელნო ქრისტიანებო, გაუფრთხილდით თქვენს სარწმუნოებას
ძმებო, მართლმადიდებელნო ქრისტიანებო, გაუფრთხილდით თქვენს სარწმუნოებას18-06-2016, 00:01 |
ძმებო, მართლმადიდებელნი ქრისტიანებო, გაუფრთხილდით თქვენს სარწმუნოებას ოქრო-ვერცხლზე მეტად. ყოველივე მიწიერი არარაობაა მასთან შედარებით. ძალზედ ცუდად იქცევიან ისინი, რომლებიც ცხოვრობენ მცირედმორწმუნეებთან, ურწმუნოებთან და სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებთან, მათგან იღებენ ცხოვრების მაგალითს და არ უფრთხილდებიან თავიანთ დიდებულ სახელ-წოდებას. ცხოვრებაში და საქმეებში ისინი ხშირად ერეტიკოსებზე, ურწმუნოებებზე და წარმართებზე უარესად და უსამართლოდაც იქცევიან. მათ ავიწყდებათ, რომ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე მართლმადიდიდებლებს გაცილებით მკაცრად მოეკითხებათ. განა ისინი ქრისტიანებია და თანაც მართლმადიდებლები, რომე-ლთაც არ იციან, პატივს არ მიაგებენ და არც თაყვანს სცემენ ქრისტიანულ ჯვარს (მართლმადიდებლური გამოსახულებით), მარხ-ვასა და ქრისტიანულ დღესასწაულებს? ესენია ქრისტიანები, რომლებიც უსირცხვილოდ თელავენ მართლ-მადიდებლური ეკლესიის ყველა კანონს და უდიდესი დღესას-წაულებისა და მარხვების წინ ეძლევიან არა მარტო უსირცხვილო სიმღერებსა და ცეკვებს, ხმაურიან, მკრეხელურ საუბრებს; სიძვის აღმძვრელ სანახაობებს, სხვადასხვა სახის აზარტულ თამაშობებს, უაზროდ დანაყრებასა და თრობას, არამედ სხვა საშინელ და სასირცხვილო საქმეებსაც? ესენია ქრისტიანები და თანაც მართლმადიდებლები, რომელთაც არ იციან რომელ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან და რისთვის ცხოვრობენ ამქვეყნად? რატომ უძახიან მათ ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს; რომელთაც არცერთი ლოცვა არ იციან. მათ ისიც კი არ იციან, ვინ არის ქრისტე მაცხოვარი, რაა ეკლესია და რომელია მისი საი-დუმლოებები; არ იციან პირჯვრის გადაწერაც კი და არც ის, რა არის ჯვარი და მისი მნიშვნელობა; რომლებიც რამოდენიმე წელია არ ყოფილან არათუ აღსარებასა და წმ. ზიარებაზე, არამედ საერთოდ ღვთის ტაძარშიც არ არიან ნამყოფი? არა, ესენი ქრისტიანები არ არიან. ესენი სიტყვითაც და საქმითაც უღმერთოები არიან. მაშ ასე, მართლმადიდებელო ქრისტიანებო, აღიარეთ თქვენი უძლ-ურება რწმენისა და კეთილმსახურების საქმეში; საკუთარი არაკეთილ-სინდისიერება ღვთის წმინდა მცნებათა და იმ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების შესრულებაში, რომელსაც როგორც დედას, ჩვენ ასე ხშირად შეურაცხვყოფთ ჩვენი ურჩობით. ამის შემდეგ შეეცადეთ შეძლებისდაგვარად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ახალი, უკეთესი ცხოვრებით ქრისტეში. სადაც დაინახავთ საკუთარ უძლურებას, მიმართეთ გულითადი ლოცვით ღმერთს, სთხოვეთ მას რწმენით და ღრმა თავმდაბლობით ყველაფერი, რაც გჭირდებათ და სასარგებლოა თქვენთვის - ითხოვეთ და მოგეცემათ. მორწმუნისათვის ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა არა უცებ, არ-ამედ ნელ-ნელა, თანდათანობით. შეისწავლეთ და მიეჩვიეთ საღვთო კანონის შესრულებას საქმით, სიტყვითა და გონებით. მტკიცედ დაიცავით წმინდა ეკლესიის სწავლება. იგივეს მიაჩვიეთ თქვენი ოჯახის წევრები. დაიწყეთ პირჯვრის სწო-რი გადასახვით, საოჯახო და საზოგადოებრივი ლოცვების აუცი-ლებელი შესრულებით. განაწყვეთ თავი და სხვებიც ღვთის ტაძარში ხშირი სიარულისათვის, მარხვების მკაცრად დაცვისათვის და უდიდესი საეკლესიო დღესასწაულების მიმართ პატივისცემით. ჭეშმარიტი გზიდან აცდენილი ცოდვილის მომქცევი იხსნის მასაც და თავის თავსაც. მხოლოდ ერთობლივი მოქმედებითაა შესაძლებელი ჩვენს შორის დაკნინებული წმინდა მართლმადიდებლური სარწმუ-ნოების აღორძინება. ადამიანის ჭეშმარიტი ღვთისმოსავობა არის გრძნობა, რომლითაც ჩვენ მუდმივად და ბეჯითად ვემსახურებით ღმერთს და ვიცავთ მის მცნებებს. ის არის გრძნობა, რომლითაც ჩვენ ღმერთი გვიყვარს საკუთარ თავზე მეტად, ამ სიყვარულის გამო ჩვენ ვცდილობთ სათნო ვეყოთ მას, გვეშინია მისი განრისხების და გავურბივართ ცოდვებს. ვისაც ღმერთი უყვარს, ის თანახმაა გასწიროს რაც კი რამ ძვირფასი გააჩნია ამქვეყნად, ოღონდ ღვთის მადლი არ დაკარგოს. როდესაც გვიყვარს მოყვასი, ჩვენ ვხდებით მორჩილნი, მომთმენნი, თანამგრ-ძნობნი და კეთილმოსურნენი. ჭეშმარიტად ღვთისმოსავს არავინ არ სძულს და ცუდი წარმოდგენა მხოლოდ საკუთარ თავზე აქვს. სხვა ადამიანში ის პოულობს კეთილ თვისებებს, უქებს კეთილ საქმეებს, მაგრამ არასოდეს არ ლაპარაკობს საკუთარზე. როცა მას შეურაც-ხყოფენ, ახსენდება თავად მუდმივად რომ შეურაცხყოფს ღმერთს და ეს აზრი სპობს მის გულში წყენის ყოველგვარ გრძნობას. სხვას ყველაფერს პატიობს, საკუთარ თავს კი - არაფერს. თუკი ლოცულობს, ამას იქმს არა ჩვევის თუ იერის მისაღებად, არამედ გრძნობს ღვთის მადლის საჭიროებას. მას უყვარს განმარტოება, მაგრამ არა აქვს ცივი და სევდიანი ხასიათი, არც მკაცრი ტონი. ის უბრალო და თავმდაბალია ყველაფერში, იცავს თავაზიანობას. მას არ უყვარს თავის გამორჩევა სხვებისაგან, ხოლო გარშემო მყოფნი აღნიშნავენ მის მშვიდ ხასიათს, ზნეკეთილობას, უბრალო ცხოვრების წესს და ასევე საკუ-თარი მოვალეობების ზუსტ შესრულებას. ჭეშმარიტად ღვთისმოსავია ის, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტეს და ცხოვრობს ამ რწმენის შესაბამისად. ის, ვინც ლოცულობს ჩვევის გამო და ახლობელს შეურაცხყოფს; ვინც ყოველდღიურად კითხულობს წმინდა სახარებას და უმოწყალოდ შურს იძიებს მოყვასზე, ვინც მუდმივად განიხილავს სხვის ხასიათს, საქციელს, მცირედმორწმუნეობას და ამას იქმს არა სიკეთისადმი მისწრაფების გამო, როგორც თვითონ ჰგონია, არამედ იმიტომ, რომ მასში არ არის არც ჯეროვანი გონიერება, არც კეთილი გული და არც მაღალზნეობრივი სული, ვინაიდან არ შეუძლია თანაცხოვრება ადამიანებთან და მათი ატანა ისეთების, როგორებიც არიან. ვინ შეურაცხყოფს ღვთისმოსაობას? - შენ ცოლო, რომელიც ეკლე-სიაში ანგელოზად ხდები, ხოლო საკუთარ სახლში - ბოროტ სულად; შენ რომელიც არასდროს არ ხარ უფრო მეტად თავდაჯერებული, მბრძანებელი, ჭირვეული და ნაკლებად მორჩილი საკუთარი ქმრის მიმართ, როგორც მწუხრის ლოცვების შემდეგ; რომელიც, წაიკითხავ თუ მოისმენ დიდებულ სწავლებას მოთმინებაზე და მაშინვე, ნახევარი საათი ლანძღავ მოსამსახურეს იმის გამო, რომ მან სწრაფად ან ძალიან კარგად არ შეასრულა რაღაც წვრილმანი, რომელზეც საერთოდ არ უნდა მიგექცია ყურადღება. შენით იგმობა ღვთისმოსავობა, ვინაიდან შენ არ ხდები ლმობიერი და დამთმობი, არამედ - სულ უფრო მოუთმენელი და გაღიზიანებული; ყურადღებით კი არ ეკიდები შენს მოვალეობებს, არამედ ხდები უდარდელი და არ ზრუნავ სახლზე, შვილების აღზრდასა და სხვა ყველაზე არსებით საგნებზე. მორწმუნე უნდა გამოირჩეოდეს არა მარტო იმით, რაც ღვთისგან მიიღო (ნათლობისას), არამედ იმითაც, რაც უშუალოდ მას ეკუთვნის. ის უნდა გამოირჩეოდეს სიარულით, შესახედაობით, გამოხედვითა და ხმითაც. „რამდენჯერაც ვეცადე ამომეცნო შენი თავი, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი - ყოველთვის საპირისპირო მდგომარეობაში გნახე. მინ-დოდა ამომეცანი ადგილსამყოფელის მიხედვით, ყოველთვის გხედავ საჯირითო მოედანზე, სანახაობებზე. ვხედავ რომ დღეებს ატარებ საეჭვო თავყრილობებში, ბაზრობებზე, გარყვნილ ადამიანთა წრეში; მინდოდა ამომეცანი სახის გამომეტყველების მიხედვით, ვხედავ რომ მუდმივად იცინი და გაფანტული ხარ გარყვნილი მეძავის მსგავსად, რომელსაც არასოდეს ეკეტება პირი; მინდოდა ამომეცანი ჩაცმულობის მიხედვით, ვხედავ რომ მორთულხარ ტაკიმასხარასავით... თუკი საუბრით ვიმსჯელებ შენზე, მესმის რომ შენ არ ამბობ არაფერს ჯანსაღს, საქმიანსა და ცხოვრებაში სასარგებლოს..."
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |