მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > „... არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცხოველთა“
„... არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცხოველთა“24-06-2016, 00:00 |
სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფაქტია კაცობრიობის ის-ტორიის განმავლობაში. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იხილავს მას. სიკვდილი - საერთო ხვედრია, გარდაუვალი დასასრულია ჩვენი ცხოვრებისა. მაგრამ რა არის სიკვდილი? პასუხი ამ კითხვაზე მორ-წმუნე და ათეისტ ადამიანებს საერთოდ სხვადასხვაგვარი გააჩნიათ. ურწმუნოთათვის სიკვდილი კანონზომიერი, ტრაგედიაა, არსებობის დასასრულია. ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანი სხვაგვარად ფიქრობს. მისთ-ვის „არ არის ღმერთი მკუდართა, არამედ ცხოველთა" (ლუკ. 20. 38). საყოველთაო აღდგომის, განკითხვისა და მომავალი მარადიული ცხოვრებისადმი რწმენა - ჭეშმარიტი ქრისტიანული მსოფლმხედვე-ლობის ერთ-ერთ ძირითად დოგმას წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეს ხშირად გაიგონებთ: „რას ამბობთ! ვინ გითხრათ, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება, განა იმქვეყნიდან მობრუნებულა ვინმე?" გავიხსენოთ მაცხოვრის მიერ აღდგენილი, ოთხი დღის მიცვალებული ლაზარე? მაგრამ ურწმუნო ადამიანისათვის სახა-რებისეული ჭეშმარიტება არ წარმოადგენს არგუმენტს. მისთვის არგუმენტი მხოლოდ ის არის, რისი ხილვაც რეალურად შეუძლია. სწორედ მიტომ, ჩვენს დროში უფალი ხშირად, იმქვეყნიური ცხო-ვრების არსებობის ისეთი უტყუარი მაგალითებით გვანუგეშებს, როგორიცაა გარდაცვლილი ადამიანების ამ ქვეყანაზე მობრუნების მოვლენა. მკვდრეთით აღდგომა სასწაულია, რომელიც განაცვიფრებს როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებულს, ასევე უშუალოდ მხილველებსაც. მრავალი ადამიანის ცხოვრება იმქვეყნიურ რეალობასთან შეხებამ საფუძვლიანად შემოატრიალა: ათეისტები ღრმა მორწმუნეებად გარ-დაქმნა, მორწმუნენი კი სულიერად უფრო განამტკიცა. თანამედროვე ადამიანი მარადიულობაზე ნაკლებად ფიქრობს, მიწ-იერი ყოფა მისთვის უფრო ახლო და სასურველია. ამიტომ მარა-დიულობას იგი მოუმზადებელი ხვდება. ერთობ მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ნამდვილად რა ელის ადა-მიანს გარდაცვალების შემდეგ და საერთოდ როგორ შეხვდეს სიკ-ვდილს. ხშირად ადამიანებს მცდარი, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ. დასავლეთში, მაგალითად, სიკვდილის ფენომენმა არა მხოლოდ მო-რწმუნეთა, არამედ მეცნიერთა ყურადღებაც მიიპყრო. მაგრამ მათი შეხედულებით სიკვდილი უბრალოდ „სხვა განზომილებაში" გადას-ვლას ნიშნავს. იქ ჩატარებული კლინიკური სიკვდილის მრავალი მაგალითების გამოკვლევის თანახმად, ადამიანი სიკვდილის შემ-თხვევაში თითქოსდა ტყვეობისაგან თავისუფლდება. მათთვის სიკვ-დილი სასურველია. მაგრამ გარდაცვლილი ადამიანი უბრალოდ „სხვა განზომილებაში" როდი გადადის. არა, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ღვთის სამსჯავროს წინაშე წარსდგება. ამიტომ, მხოლოდ სახარების მცნე-ბების მიხედვით მცხოვრებთა და ჯერ კიდევ ამ ქვეყანაზე ვნებების დამძლევთათვის, სიკვდილი შესაძლოა იყოს სასურველი, ხოლო ადამიანისათვის, რომელმაც ცხოვრება უღმერთოდ, ეკლესიის მიღმა განვლო, „სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს" (ფს. 33. 32). სიკვდილის შესახებ სწორედ ამგვარი წარმოდგენა გააჩნია მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ სახის მაგალითებს მოვიყვანთ ჭეშმარიტების დასა-დასტურებლად.
მიცვალებულის იმქვეყნიდან მობრუნების მოვლენა თანამედროვე საბერძნეთში (არქიმანდრიტ კვიპრიანეს მიერ მოთხრობილი)
რამოდენიმე წლის წინათ დაგვირეკეს მონასტერში თხოვნით, რათა ათენის მახლობლად ერთი ხანდაზმული ქვრივი გვეზიარებინა. როგორც წესი, ჩვენ ამგვარ თხოვნებს არ ვასრულებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა და გამგზავრება გადავწყვიტე. ავადმყოფი მეტად ღარიბულად ცხოვრობდა. ის ყოველმხრივ მეზო-ბლების დახმარებას საჭიროებდა. მე ვკითხე: ხომ არ სურდა აღსარების თქმა. მან მიპასუხა: „არა, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არაფერი დამრჩენია უღიარებელი, მაგრამ მაქვს ერთი ძველი ცოდვა, რომლის შესახებაც, მრავალგზის შენანების მიუხედავად, მსურს მოგითხროთ. მე ვუპასუხე, რომ აღსარებაში აღიარებული ცოდვის გამეორება არ იყო საჭირო. მაგრამ ის დაჟინებით ითხოვდა და აი, რა მიამბო: როდესაც ახალდაქორწინებული იყო, დაორსულდა იმ პერიოდში, როდესაც ოჯახი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები აბორტის გაკეთებას აიძულებდნენ, მაგრამ ის უარზე იდგა. სა-ბოლოოდ, დედამთილის მუქარის შემდეგ, მან ოპერაცია გაიკეთა. არაფორმალური ოპერაციების სამედიცინო კონტროლი მაშინ მეტად პრიმიტიული იყო, რის გამოც, სერიოზული ინფექციის შედეგად ის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში მან იგრძნო, რომ სული სხეულს ტოვე-ბდა. სული სხეულის მახლობლად იდგა და უცქეროდა, როგორ განბანეს, შემოსეს და შემდეგ გაასვენეს. სასაფლაოზე მიმავალ გზაზე, მისი სიტყვით, ორი „დიაკვანი" გამო-ჩნდა. ერთი მათგანი ქარტიაზე ჩამოწერილ ცოდვების სიას კით-ხულობდა. უეცრად თქვა: „სამწუხაროდ, სიაში მინიშნებულია ძალიან მძიმე ცოდვა, რომელიც მას არ შეუნანია. ამიტომ ის ჯოჯოხეთში მოხვდება. „ჭეშმარიტად, თქვა მეორემ, - სამწუხაროა, რომ ეს ცოდვა მან ოჯახის ზეწოლით ჩაიდინა". „კეთილი, - უპასუხა პირველმა, - ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ეს მისი დედამიწაზე დაბრუნებაა, რათა შეინანოს თავისი ცოდვა". ამ სიტყვების გაგონებისთანავე გარდაცვლილმა იგრძნო, რომ ისევ სხეულში ბრუნდებოდა. რამოდენიმე ხანში ის ხორციელად გაცო-ცხლდა და სასახლის შიგნიდან ხმაური ატეხა. იოლი წარმოსადგენია, თუ რა სცენა გაიმართებოდა იქ იმის შემდეგ. ამის მოსმენის შემდეგ ვაზიარე ქვრივი წმინდა საიდუმლოებებს და ღვთის დიდებით დავბრუნდი მონასტერში. (მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) „სული გარდაცვალების შემ-დეგ" 1994 წელი).
გაცოცხლებული მიცვალებული
ერთ კეთილმორწმუნე ქალბატონს, რომელიც თავის ცხოვრებას ლო-ცვასა და მარხვაში ატარებდა, ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული რწმენა ჰქონდა და მუდამ მეოხებას ითხოვდა მისგან, მაგრამ ამ ქალბატონს ახალგაზრდობაში ჩადენილი ერთი ცოდვის გამო მუდამ სინდისი ქენჯნიდა, რომელსაც ცრუ სირცხვილით შეპყრობილი არ ამხელდა თავის მოძღვართან, განმარტოვებისას კი ყოვლადწმინდას საშინელ სამსჯავროზე ამ ცოდვისათვის შემწეობას თხოვდა. ასეთი სულიერი მდგომარეობით მან ხანდაზმულ ასაკამდე მიაღწია და შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ მოხდა სასწაული, მიცვალებული დაკრძალვის დღეს გაცოცხლდა და შიშისგან გაოგნებულ შვილს მიმართა: „ნუ შეშინდები, ჩემი სულიერი მოძღვარი მოიყვანე". მღვდლის მოსვლისთანავე, ხალხის თანდასწრებით, მან სთქვა: ყოვ-ლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით მომაბრუნეს ცოდვის შესა-ნანებლად. გარდაცვალებისას ჩემს სულს ბოროტი სულები შემო-ეხვივნენ და შეუნანებელი ცოდვის გამო ჯოჯოხეთში ჩაგდებით მემუქრებოდნენ. ამ საშინელი განცდების დროს ყოვლადწმინდა ქალწული მომიახლოვდა. ღვთისმშობელმა ჩემი სულის სხეულში დაბრუნება ბრძანა რათა სულიერ მოძღვართან ეს ცოდვა შემენანებია. გაცოცხლებისთანავე ქალმა ყველას წინაშე შეინანა თავისი ცოდვა და მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში გადაინაცვლა.
არქიმანდრიტი პანტელეიმონი (რუსეთი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |