მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ათეიზმის წინააღმდეგ
ათეიზმის წინააღმდეგ18-07-2016, 00:10 |
ათეიზმი და ათეისტი ერთმნიშვნელოვანი ცნებები არ გახლავთ. ათ-ეიზმი არის იდეოლოგია, ათეისტი - ადამიანი მთელი თავისი რთული პიროვნული ხასიათით, მრავაფეროვანი განზომილებათა და სული-ერი სამყაროს ავლადი პოტენციალით. ადამიანი ჩვენი სიყვარულის საგანია. არსება, რომელიც საუკუნო ცხოვრებისთვისაა მოწოდებული და რომელსაც სიკვდილის წუთამდე რჩება ღმერთისაკენ მიქცევის შესაძლებლობა. ათეიზმი კი ყალბი იდეაა. თავდაყირა დაყენებული რელიგია, ნუ-ლის რწმენა. ესაა ზნეობრივი ჩიხი. ამიტომ ათეისტის, როგორც ადამიანის სიყვარული გვაიძულებს კიდევ უფრო მტკიცედ უარვყოთ ათეიზმი. მართალნი არიან თუ არა რელიგიის უარმყოფელნი, როცა ამბობენ ღმერთი არ არსებობს, რადგან ეს მეცნიერების მიერაა დამტკიცე-ბულიო? პასუხი: ყველაფერს, რაც მეცნიერების მიერაა დამტკიცებული, აღი-არებენ მთელი მსოფლიოს სწავლულნი დამოუკიდებლად იმისაგან, თუ რა ეროვნების, სოციალური მდგომარეობის ან პოლიტიკური შეხედულებებისანი არიან. ასე მაგალითად, სხვადასხვა კანონი ფიზი-კის, მათემატიკური ფორმულები და ასტრონომიული მოვლენები მეცნიერების მიერაა დამტკიცებული და რომელი წიგნიც უნდა გადავშალოთ ნებისმიერ ქვეყანაში, მათში ყოველთვის ვიპოვით მეცნიერების მიერ დამტკიცებულ ჭეშმარიტებათა დადასტურებას. მაგრამ ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით საქმე მაინცა და მა-ინც ასეა? სწორედ რომ პირიქით: სწავლულთა დიდი უმრავლესობა ღმერთის არსებობას აღიარებს. ყოველი მცდელობა ამ ფაქტის „სოციალური წარმოშობითა" და „ბურჟუაზიული იდეოლოგიით" ახსნისა სასაცილო და უსუსურია, რამდენადაც მეცნიერებისგან დამტკიცებულ ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად, არქიმედისა და პასკალის კანონები, კანონი მსოფლიო მიზიდულობისა მუდამ აღ-იარებდა ყოველი სწავლული, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ ვინ იყო წარმოშობით და რომელ იდეოლოგიას მისდევდა. გარდა ამისა ახირებულია თავად ფორმულირებაც ამ მტკიცებისა: მეცნიერებას სრულიადაც არ შეუძლია ამტკიცოს ის, რაც მისი კვლევის სფეროში არ შედის. ამიტომ ყოველგვარი მსჯელობა ამის შესახებ, რომ ღმერთის არსებობა მეცნიერების მიერაა დამტკიცებული - აბსურდულია. მაგალითად როგორ შეეძლო ფიზიკას, რომელიც შეისწავლის მხოლოდ ხილულ, გრძნობათათვის მისაწვდომ სამყაროს, დაედგინა, რომ იმას იქით არ არსებობს სხვა სამყაროს, ადამიანის შეგრძ-ნებათათვის მიუწვდომელი? იგივე შეიძლება ითქვას ქიმიის, ბიოლოგიის, ბოტანიკისა და ა.შ. შესახებ. რანაირად შეუძლია მათემატიკას, რომელიც ციფრებით სარგებლობს, დაადგინოს, რომ არ არსებობენ სხვა კატეგორიები, რომელთა ასახვა ან ბოლომდე გამოკვლევა შეუძლებელია ციფრების საშუალებით? ეს იმას დაემს-გავსებოდა, ზღვის წყლის მკვლევარებს, რომლებმაც თავიანთი ძიებისას ფსკერს ვერ მიაღწიეს, ემტკიცებინათ ზღვას არავითარი ფსკერი არ გააჩნიაო. ზემოთქმულიდან ნათელია, რომ ანტირელიგიური პროპაგანდის ყოველგვარი მტკიცება იმის შესახებ, რომ ღმერთის არარსებობა მეცნიერების მიერაა დამტკიცებული, არათუ მცდარია, არამედ საფ-უძველშიც ყალბია.
ნობელის პრემიის ლაურეატთა აზრები მეცნიერებისა და სარწმუნოების შესახებ
რობერტ ენდრიუს მილიკენი (1868-1953 წწ) - ამერიკელი ფიზიკოსი, ეროვნული აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი: „მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ნამდვილი ათეისტი იყოს მეც-ნიერი". ჯორჯ უელს ბიდლი (დაიბ. 1903 წ.), ამერიკელი გენეტიკოსი, ფუ-ძემდებლური ნაშრომების ავტორი ბიოქიმიურ გენეტიკაში, ერთ-ერთი ავტორი კონცეფციისა: ერთი გენი - ერთი ფერმენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბრძანებს: „რელიგია არსებითი ნაწილია კუ-ლტურისა, იგი აუცილებელია და აქვს წარუვალი ღირებულება. რელიგია შეიცავს ისეთ რამეს, რასაც მეცნიერება ვერასოდეს მისცემს ადამიანს". ამიტომ „საკითხი ღმერთის არსებობის შესახებ - არ ეკუთვნის მეცნიერების სფეროს". მაქს ბორნი (1882-1970 წწ) გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექა-ნიკის ერთ-ერთი შემქმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ამბობს: „მეცნიერებამ სრულიად გაუხსნელი დატოვა საკითხი ღმერთის არსებობის შესახებ. მას არა აქვს უფლება იმსჯელოს ამის შესახებ". „მეცნიერება მეცნიერს მრავალ მორალურ და ეთიკურ მოთხოვნებს უყენებს თუკი მეცნიერს სწამს ღმერთი, შეამსუბუქებს მის პრობლემას. მეცნიერი დიდი მოთმინებითა და თავმდაბლობით უნდა იყოს აღჭურვილი, ამ თვისებებს კი მას რელიგია შესძენს. ნებისმიერ მეცნიერს სწამს ღმერთი, და ვინც ამბობს, რომ მეცნიერება ადამიანს ათეისტს ხდის, ის უბრალოდ სასაცილო ადამიანია". ულრის ჯელინეკი, კოსმოსური კვლევის მოწყობილობებისა და სის-ტემების მსოფლიოში ცნობილი გამომგონებელი და კონსტრუქტორი გვეუბნება: „მე ჩვეულებად მაქვს წელიწადში ერთხელ ვიკითხო ბიბლია. საოცარია, რომ ყოველი კითხვის დროს ახალ-ახალ სიახლეს ვპოულობ მასში". „არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებთან საუბარში არ აღმენიშნოს, თუ როგორ მწამს უფალი იესო ქრისტე". ნილს ჰენდრიკ დავით ბორი (1885-1962 წწ). გამოჩენილი დანიელი ფიზიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი შემქმნელი, დანიის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიოს 20-ზე მეტი სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი აცხადებს: „მეცნიერი კი არ ქმნის კანონებს, არამედ მხოლოდ იმას აღმოაჩენს, რაც უკვე ჩადენილი იქნა ბუნებაში ღმერთის მიერ". „ჩვენ ვერ მივუთითებთ ღმერთს როგორ მართოს სამყარო". უილიამ რამზაი (1852-1916 წწ). ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი ამბობს: „ჩემი აზრით, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს სამეცნიერო ფაქტებსა და ქრისტიანულ სწავლებას შორის".
მოამზადა დეკნოზმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |