მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კარნავალი - დისკოტეკა

კარნავალი - დისკოტეკა


30-12-2022, 15:34

კარნავალი - დისკოტეკა

 

რაში მდგომარეობს დისკოტეკური გართობის არსი?

 

   კაცობრიობის ყოველისტორიულ პერიოდში არსებობდა საერო დღესასწაულები, რომელთაც ყველა ერი სხვადასხვაგვარად აღნიშნავდა. გამოირჩეოდა სახალხო, საოჯახო, არისტოკრატიული, პატრიოტული თუ სხვა სახის დღესასწაულები. ნებისმიერი დღესასწაული არის შეჩერება, შესვენება ყოველდღიური შრომითი რიტმიდან. შრომისაგან თავისუფალი დროის რეალური შეხება.

   ფილოსოფოსები და სოციოლოგები ერთსულოვნად აღიარებენ, რომ ადამიანი (იაზრებს ამას თუ არა) თავისუფალ დროს ატარებს ცხოვრების იდეალების საკუთარი წარმოდგენიდან. ყოველდღიური საქმე მისთვის შეიძლება არც იყოს საყვარელი და გულთან მისატანი, თავისუფალი დრო კი ყოველთვის მის ხელშია (რა თქმა უნდა, შესაძლებლობის მიხედვით).

   „კი მაგრამ, - გვეტყვის სკეპტიკურად მოაზროვნე მკითხველი, - რა ფილოსოფიაა, მაგალითად, ახალგაზრდული დისკოტეკა? უბრალოდ შეგროვდებიან ადამიანები დასასვენებლად, გასართობად..."

  „დიახ, გართობა, მაგრამ როგორი? მოიწყო ცოტა ხნით „ბედნიერი წუთები" ნახევრად ბნელ დარბაზში, რიტმული მოძრაობებით, აღმაგზნებელი მუსიკის თანხლებით და ეროტიკული ემოციებით აღსავსე, რომელსაც თან ახლავს გამამხიარულებელი სასმელები და, არც თუ იშვიათად, ნარკოტიკული ნივთიერებები - აი, დისკოტეკური გართობის არსი. აქ კი უკვე ნამდვილად „ფილოსოფიაა". სად და რაში ეძებს ადამიანი ბედნიერებას, რისგან ღებულობს სიხარულს?

   დღეს სიამოვნება და გართობა ყველასათვის ადვილად მისაწვდომი გახდა. (მართალია, სხვადასხვა ფინანსურ თუ სულიერ დონეზე): იაფიანი კაფე, „საყვარელ კომპანიაში", ძვირადღირებული რესტორანი, ღამის კლუბი, დისკოტეკა, პენსიონერთა საღამოები, საესტრადო შოუ და აგრეთვე ყველა ამ საშუალებაზე მძლავრი საშუალება, სახლიდან გაუსვლელად - ტელევიზორი. მაგრამ არსი ყველა ვარიანტისა ერთია - თავისუფალი დრო იქცევა გართობად, გაფანტულობად, მივიწყებად ძირითადი არსისა - სულის ცხონებისა.

 

 

კათოლიკურმა ევროპამ უბოძა კაცობრიობას ამაზრზენი ფორმა სახალხო დღესასწაულისა - კარნავალი

 

  თანამედროვე კულტურამ იცის იმის შესახებ, რომ კათოლიკურმა ევროპამ XIV-XVI საუკუნეებში უბოძა კაცობრიობას ამაზრზენი ფორმა სახალხო დღესასწაულისა - კარნავალი.

   ისტორიკოსები აღწერენ, რომ კარნავალი გრძელდებოდა წელიწადში სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ზოგ ქვეყანაში აღინიშნებოდა მათი მრავალსახეობა: სავაჭრო ადგილებზე მოხეტიალე თეატრალთა და მუსიკოსთა გამოსვლები, ჩხუბები და კინკლაობები, სხვადასხვაგვარ ცხოველთა წამებები, მასხარა „კლოუნების" გამოსვლები, ლოთობები და აღვირახსნილობები.

   კარნავალის აუცილებელი პირობა მისი საყოველთაობა იყო. მხიარულობდნენ ქალაქის ქუჩებში, მოედნებზე, სადაც ვერ გაარჩევდით არტისტებსა და მაყურებლებს. კარნავალი აქარწყლებდა ყოველგვარ წოდებათა განსხვავებას, ძირითადი მოქმედი პირი კი სიცილი გახლდათ. დაშვებული იყო დაგეცინა, გაგემასხარავებინა ყველა ირგვლივ, მათ შორის საკუთარი თავიც. კარნავალისთვის დამახასიათებელია „უკუღმართობის ლოგიკა" (მაგალითად: აკრობატიული ილეთები, ტანსაცმლის არასწორი ჩაცმა, მასხარა ხდებოდა ხელმწიფე ან პაპი, შემდეგ კი ხდებოდა მათი დაცინვა, პაროდირება). სასაუბრო ლექსიკონი აუცილებლად შეიცავდა ბილწ გამონათქვამებს. ხშირად ადამიანები იშიშვლებდნენ ტანს, არ ერიდებოდნენ ეროტიკული მოძრაობებით ცეკვებსა და სცენებს. კარნავალი აუცილებლად მოძრაობდა, ეს გახლდათ მსვლელობა, პროცესია, რომელიც იზიდავდა მთელ ქალაქს.

   მაგრამ მთავარი სიბილწე კარნავალისა იყო ის, რომ იგი შეიცავდა ეკლესიური ღვთისმსახურების პაროდიას: მასხარები თამაშობდნენ მღვდლებისა და პაპის როლებს. ერთ-ერთი აუცილებლად ჯვარცმულ ქრისტეს თამაშობდა; სცენაზე იდგმებოდა ლიტურგიის ძირითადი მომენტები. არც თუ იშვიათად, ბიბლიური სცენებიც და ა.შ.

   ოფიციალური ეკლესია კარნავალს მოთმინებით უდგებოდა, როგორც სახალხო სტიქიას, რომელსაც ვერ სძლევ; ბრბო ხშირად ეკლესიებშიც შედიოდა, სადაც თვით საკურთხეველში ლოთობდნენ და ღრეობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც კარნავალში მღვდლები და ბერები ღებულობდნენ მონაწილეობას.

   XVII-XVIII სს-ში პერიოდული კარნავალების ტრადიცია ევროპაში შენელდა. თუმცა კარნავალი არ მომკვდარა. მისგან გადმონაშთი დღესასწაულის ფორმები ცოცხლობს დღესაც, ინარჩუნებს რა იმ დემონურ სულისკვეთებას, რომელსაც ასრულებდა ადრე.

   ცირკი და საესტრადო სანახაობები პირდაპირი გადმონაშთი გახლავთ მაშინდელი აკრობატებისა, „ფოკუსნიკებისა" თუ მოხეტიალე მუსიკოსებისა. ამასვე შეიძლება მივაკუთვნოთ ამ ბოლო წლებში ესოდენ გავრცელებული სატელევიზიო სათამაშო შოუ-პროგრამები - დროის მოკვლის სავსებით კარნავალური საშუალება „ცხოვრება თამაშია", საწინააღმდეგოდ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა - „ცხოვრების მიზანი არის სულის ცხონება". ეს იქნება თანამედროვე როკ კულტურა, ანეგდოტების საღამოები, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ბილწსიტყვაობის თანხლებით, რომელიც ესოდენ პოპულარული იყო კარნავალურ ეპოქაში.

   ასე რომ, განვსაზღვროთ, რა სახის დღესასწაულებისკენ მიგვიწევს გული. გავერკვეთ ჩვენს ცხოვრებისეულ იდიალებში. მივილტვით კი სულიერი სიხარულისკენ, რომელიც მიიღწევა სინანულით, მოწყალებითა და ქრისტიანული სიყვარულით, თუ სული მიიწევს კარნავალური სულისკვეთების მქონე თამაშებისაკენ? იქნებ ინტელიგენტური „სულიერება", დაფუძნებული ზანტ, საშინელი ურწმუნოების სკეპსისზე, გიზიდავთ თქვენ? ესეც ხომ ძველი კარნავალური ტრადიციის გადმონაშთია.

   „შევიდეთ იწროისგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას" (მათ. 13. 14).

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება