მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > სასყიდლად სყიდულ ხართ: ნუ იქნებით მონა კაცთა

სასყიდლად სყიდულ ხართ: ნუ იქნებით მონა კაცთა


1-05-2016, 00:01

სასყიდლად სყიდულ ხართ: ნუ იქნებით მონა კაცთა

 

„უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად საქმე არს ქადაგებაი ესე ჩვენი"

 

  ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი სასწაულია, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამის შესახებ დიდებული პავლე მოციქული ამგვარად ამბობს: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაი ესე ჩვენი და ცუდად არს სარწმუნოებაი ეგე თქვენი" (1 კორ. 15. 14-17). ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ცენტრალურ, ძირითად მოვლენად წლიურ ღვთისმსახურებაში და როგორც „დღესასწაულთა დღესასწაული" ზეიმობს მას. ყველა სხვა, „ქრისტიანებად" წოდებულ საზოგადოებაში, მეტ-ნაკლებად გაქარწყლულია დღესასწაულის მნიშვნელობა. ზოგი-ერთები იქამდეც კი მივიდნენ, რომ საერთოდ უარყოფენ ქრისტეს აღდგომას, როგორც ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას და მხოლოდ ალეგორიულ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ფაქტს.

   ჩვენთვის, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, ქრისტეს ბრწყინვა-ლე აღდგომის მედღესასწაულეთათვის, განსაკუთრებულად სასარგებ-ლო და მეტიც, აუცილებელია იმის გახსენება, რომ ეს უდიდესი მოვლენა იუდეველების მიერ ქრისტეს საფლავის მცველების მოს-ყიდვით არასწორად იქნა გავრცელებული.

   აი, როგორ მოგვითხრობს ამის შესახებ სახარება: „ხოლო იგინი შეკ-რბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა ჰყვეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩვენ მეძინა. უკეთუ ესმეს მთავარსა მას, ჩვენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვერცხლი იგი, ყველას ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქვა სიტყუა ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღეინდელად დღემდე" (მათ. 28. 12-15).

  ამ ჭორმა თავისი უსაფუძვლობისა და სიცრუის მიუხედავად არა მხოლოდ მოციქულების ეპოქამდე, არამედ ჩვენ დრომდეც მოაღწია.

   ამგვარი ძალა და მოქმედება გააჩნია მოსყიდვას.

 

 

უგუნურებაა, როდესაც მარადიულ, ზეციურ ნეტარებას მიწიერი კეთილდღეობით ანაცვლებ

 

   ისტორია მეორდება, და დღესაც მრავალნი იუდას მსგავსად ყიდიან, თუ ქრისტეს არა (იმიტომ, რომ ეს დღეს შეუძლებელია), მის სარ-წმუნოებას, წმინდა ეკლესიასა და ყოველივე წმინდას, რაც მართ-ლმადიდებლურ სარწმუნოებას გააჩნია. ამ ნამდვილად უბედურ, საკუთარი სინდისის გამყიდველ ადამიანებს ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: „რა სარგებელ ეყო კაცსა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათ. 16. 26).

   მართლაც, რა უგუნურებაა, როდესაც მარადიულ ზეციურ ნეტარებას მიწიერი კეთილდღეობით ანაცვლებ.

   საჭიროა რეალური ხედვა დროის სულისკვეთებისა, რათა არ ვცდუ-ნდეთ აუსრულებელი „პროგრესისა" და დედამიწაზე ნათელი მომა-ვლის იმედით. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რაც ხორ-ციელდება დღეს მსოფლიოში, არამედ უნდა გვწამდეს აპოკალიპსის წინასწარმეტყველების. მაშინ ჩვენთვის ნათელი გახდება ის, რომ მსოფლიოში დღეს ყოველგვარი პირობა მზადდება იმისათვის, რათა ანტიქრისტე გამეფდეს და ამ საშინელ საქმიანობაში მეტ-ნაკლებად მართლმადიდებლობის ყველა მტერი მონაწილეობს. ისინი შესაძლოა „ქრისტიანებად" და მეტიც, „მართლმადიდებლადაც" იწოდებოდნენ, მაგრამ მათი სახელწოდება არ შეესაბამება მათ შინაგან განწყო-ბილებას.

  ყოველივე ამის შესახებ მრავალგზის გვაფრთხილებდნენ ბოლო დროის წმინდა მამები: ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი), ეპის-კოპოსი თეოფანე დაყუდებული (ვიშენსკი), მამა იოანე კრონშტანდ-ტელი და სხვები.

   უდიდესი სულიერი საცდურის წინაშე დგას დღეს მართლმადიდე-ბელი ხალხი. ვითომდა „მართლმადიდებლობის მეგობრები", ისე შემოხვევია მათ უცხო რჯულის მქონე ადამიანები, რომლებიც მატერიალური დახმარების მეშვეობით ცდილობენ ჩვენს სულიერ დამონებას.

   ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს ამგვარ შემოთავაზებათა მიმ-ართებაში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმ დახმარებაზე, რომელსაც შეუძლია ჩვენი დამონება. გვახსოვდეს, რომ ჩვენ იშვიათად თუ ვინმე გამოგიწვდის ხელს ანგარების გარეშე. ესეც რომ არ იყოს, დახმარების ამღები ადამიანი გრძნობს გარკვეულ ვალდებულებას „კეთილისმ-ყოფელისადმი", ამიტომ ის უკვე აღარ არის სულიერად თავისუფალი.

   თუ სერიოზულად ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, ნათელი გახდება, რომ მეტად მიზანშეწონილი და უსაფრთხო იქნება ჩვენთვის, მართ-ლმადიდებელთათვის, რომ თავად ავაღორძინოთ, როგორც პირადი, ასევე საზოგადო და განსაკუთრებით კი ეკლესიური ცხოვრება. ჩვენ უნდა ვსასოებდეთ არა „უცხო რწმენის" ადამიანების დახმარებას, არამედ ღვთის მრავალმოწყალებას.

  ხოლო ღვთის შემწეობას დავიმსახურებთ მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედი არა მატერიალური ფასეულებანი, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ერთგულება იქნება.

   დაე, გავუფრთხილდეთ, ძმანო, სულიერ თავისუფლებას და ნუ გავ-ყიდით მას წარმავალი მიწიერი კეთილდღეობის გამო!

 

 

არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება