მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 27 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ნიფონტ ათონელისა (XIV)

27 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ნიფონტ ათონელისა (XIV)


26-06-2020, 15:41

 

   ღირსი ნიფონტ ათონელი ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელმონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა, სადაც მრავალი წლის მანძილზე მოსაგრეობდა ღირს მაქსიმე კავსოკალივიტთან ერთად. ღირსი ნიფონტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭით შორს გაითქვა სახელი.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება