მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი რუსეთის მომავალი ხვედრის შესახებ
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი რუსეთის მომავალი ხვედრის შესახებ5-05-2016, 00:10 |
ჩვენ მიერ გამოცემული წიგნის „ჭეშმარიტი სარწმუნოების" თავში „წინასწარმეტყველება, მითი თუ რეალობა", მკითხველს შევთავაზეთ რუსეთთან ბოლო დროს დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით - რუსი მოაზროვნეების, მწერლების, სასულიერო პირებისა და წმი-ნდანების შეხედულებებზე გაკეთებული ჩვენი ხედვა (გვ. 267). განსაკუთრებული ადგილი ამ წერილში წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წერილს ეთმობა, რომელშიც წმინდანი რუსეთის მომავალი ხვედრის შესახებ წინასწარმეტყველ ეზეკიელის, აპოკალიფსისა და წმ. ანდრია კესარიელის განმარტებაზე დაყრდნობით წერს: „დღეს თუ ხვალ, რუს-ეთმა უთუოდ უნდა აზღვევინოს ევროპას. ადამიანთა ძალისხმევას არ ძალუძს ღვთის განგებულების გაუქმება და შეცვლა. რუსეთს უდი-დესი მისია აკისრია. ის გაბატონდება მთელ სამყაროზე. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მისი ხალხის რაოდენობა შეესაბამება მისი ტერიტორიის სივრცეს. რუსეთში ხალხის რიცხვი ყოველწლიურად მილიონამდე იზრდება. მან უნდა შეაბიჯოს შემდეგ ასწლეულში (მეოცე საუკუნეში - რედაქცია) 100 მილიონიანი მოსახლეობით. (ამჯერად რუსეთის მოსახლეობა 150 მილიონია - ავტ.). შურიანი მტრის თავდასხმები გვაიძულებს განვავითაროთ ძალები და გავი-აზროთ ჩვენი მდგომარეობა. ყოველივე ეს უზარმაზარ შრომას, გმირობასა და თავდადებას მოითხოვს. მაგრამ რას გახდები, როდესაც მისკენ მივყავართ ამოუცნობ განგებულებას... წინასწარმეტყველ ეზე-კიელის წიგნის 38-ე და 39-ე თავებში აღწერილია ძლევამოსილება, მრავალრიცხოვნება ჩრდილოელი ხალხისა, რომლებსაც რუსები ეწოდებათ. ამ ხალხმა ბოლო ჟამს უნდა მიაწოდოს უზარმაზარ განვითარებას და დააგვირგვინოს კაცობრიობის მოგზაურობის ისტო-რია დედამიწაზე. ეზეკიელის წინასწარმეტყველების ხსენებულ თავე-ბზე მითითებას ვპოულობთ აპოკალიფსის მეოცე თავში. ამ ჯარის მრავალრიცხოვნება ზღვის ქვიშასთანაა შედარებული. მეშვიდე საუ-კუნის წმინდა მამა ანდრია კესარიელი აპოკალიფსის მეოცე თავის განმარტებისას შენიშნავს თანხმობას ეზეკიელის წინასწარმეტყველე-ბასთან. „არსებობს ჩრდილოეთით ხალხი, ღვთის ხელით დაფარული სხვა ხალხებისგან, ყველაზე ხალხმრავალი და მებრძოლი ხალხი. ბოლო ჟამს ის უეცრად გაიხსნება და სძლევს სხვა ხალხებს". ჭეშ-მარიტად! ევროპამ რუსეთი ამერიკის შემდეგ აღმოაჩინა პეტრე I-ის დროიდან. „რა სწრაფად ვითარდება მოვლენები... მტრები გაიღვი-ძებენ, შეძრავენ რუსეთს, უნებლიეთ გამოიწვევენ მასში ძალების განვითარებას, მაგრამ ვერ დაამცირებენ რუსეთს. ისინი აღამაღლებენ მას. ასეთია მასზე განგებულება".1 წმ. ეგნატე ეზეკიელის წინასწარმეტყველების განმარტებისას მიგვი-თითებს იოანე მახარებლის გამოცხადებაზე, რომელშიც საუბარია გოგსა და მაგოგზე (გვ. 277). ხოლო შემდეგ წმ. ეგნატე წმ. ანდრია კესარიელის გამოცხადების განმარტებას იშველიებს, რომელშიც წმინდანი გოგსა და მაგოგში პირდაპირ რუსეთს გულისხმობს: „მაშინ ეშმაკი განიხსნას და აცთუნნეს ყოველნი წარმართნი და გოგ და მაგოგ აღძრნენ ბრძოლად და მოთხრობად ქვეყანისა, რომელ იგი არიან წარმართნი ჩრდილოისა კერძისანი. ქუეყანასა რუსთასა და გარემო მისა სხუათა წარმართთა... ხოლო ეზეკიელცა წინასწარმეტყველმან თქუა ამათი მოსვლაჲ უკანასკნელთა ჟამთა ქვეყნად ისრაელისა და მუნ დაეცნენო".2 როგორც ვხედავთ, რუსული მოსაზრება, რომ გოგი და მაგოგი არის აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერია ეზეკიელის წინასწარმე-ტყველებისა და აპოკალიფსის მე-20 თავის განმარტების მიხედვით, ვერანაირად ვერ მიესადაგება მართლმადიდებლობასა და დედა-ეკლესიას, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან". ხოლო გოგი და მაგოგი განადგურდება ისრაელის მიწაზე. (გვ. 278). შემდეგ ვსვამთ კითხვას: საკითხავია, რუსეთის უდიდესი მნათობი წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემთ, რომლის ნაშრომების შვიდივე ტომი ეკლესიის უდიდესი საგანძურია, რატომ უნდა ხარობდეს (წერილის განწყობის მიხედვით - ავტ.) თავისი ხალხის ასეთი ტრაგიკული, მეტიც, უღირსი ხვედრით?! იქნებ წმინდანი უბრალოდ მოწმობს ფაქტს: „რას გახდები, როდესაც მისკენ მივყავართ ამოუცნობ განგებულებას" (წმ. ეგნატეს წერილიდან). ჩვენს გაურკვევლობას ნათელი მოგვიანებით მოეფინა, როდესაც წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის ჩერემენტის იღუმენი ანტონისადმი დაწერილ წერილს გავეცანით. წმინდანი წერს: „მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები (მაგალითად, წმ. ან-დრია კესარიელი, აპოკალიფსის მე-20 განმარტება) რუსეთს წარმოუდ-გენელ სამოქალაქო განვითარებასა და სიძლიერეს უწინასწარმეტყვე-ლებს. ამას უცხოელებიც გრძნობენ. ახლახან ერთმა ინგლისელმა სახელმწიფო მუშაკმა რუსეთის წინააღმდეგ გამართულ თათბირზე წარმოთქვა: „ხელს ნუ ახლებთ ამ ხალხს. მათზე განსაკუთრებული განგებულებაა. მათზე ყოველი თავდასხმის შემდეგ, თითქოს და-მარცხებული, სულ უფრო ძლიერდება". ჩვენი უბედურებები უფრო ზნეობრივად და სულიერად უნდა მივიჩნიოთ. მარილის განქარვება მოგვასწავებს და ცხადყოფს, რომ ერს შეუძლია და გახდება იარაღი გენიოსთა შორის გენიოსისა, რომელიც საბოლოოდ ხორცს შეასხამს აზრს მსოფლიო მონარქიის შესახებ, რომლის აღსრულებას უკვე მრავალი ცდილობდა. წმინდა სახარება იმ ეპოქის იუდეველებზე უფლის განგებულებას წარმოგვიჩენს: „რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცვინებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი" (მათ. 9, 36). ეს რომ მოესმინათ საკუთარი განსწავლულობითა და რჯულის ზედმიწევნითი ცოდნით გაბღენძილ იუდეის მაშინდელ მოძღვრებს, ერთხმად იტყოდნენ: ცილისწამებაა, ცილისწამება! - ამგვარად გამო-ხატავდნენ ისინი საკუთარ სიბრმავეს." არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე ამასთან დაკავშირებით შენიშნავს: „ყურადღება მიაქციეთ, წმ. ეგნატეს მნიშვნელოვან სიტყვას, რომ სწორედ რუსი ხალხი უნდა გახდეს გენიოსთა შორის გენიოსის იარაღად. არა მგონია მართლმადიდებელი ადამიანი ვერ მიხვდეს, რომელ გენიოსზეა აქ საუბარი. როგორ გავიგოთ ეს? სიხარული თუ ტკივილი და თავმდაბლური აღქმა გარდაუვალი ბოროტებისა ამოძრავებს წმინდანს საკუთარი ერის ამგვარი ხვედრის გამო? წმ. ეგნატე ცხადად ამბობს, რამ განაპირობა ერის ამგვარი სულიერი დეგრადირება: მარილის განქარვებამ. განქარვებულ მარილში წმინდა ეგნატე თავის თხზულებებში ეკლესიის მოძღვრებს, პირველ რიგში მონაზვნებს გულისხმობს, რომლებმაც ქრისტიანული რწმენის სული და ძალა დაკარგეს". ჩვენს პირველ წერილში „წინასწარმეტყველება, მითი თუ რეალობა" გაოგნებას გამოვხატავთ, როგორ შეიძლება ასეთი დიდი წმინდანი სიამაყით საუბრობდეს თავისი ერის წინასწარმეტყველებისამებრ სავალალო ხვედრის შესახებ, რისთვისაც თავად წმინდა ეგნატეს ვთხოვთ შენდობას. ჩვენდა საბედნიეროდ, არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) ძალისხმევით აღმოვაჩინეთ სხვა წერილიც, რომელმაც ნათელი მოჰფინა ჩვენს გაურკვევლობას, კერძოდ, არა თუ უხარია, არამედ გულისტკივილს გამოხატავს თავისი ერის არასახარბიელო ხვედრის გამო.
1ჭეშმარიტი სარწმუნოება. წინასწარმეტყველება, მითი თუ რეალობა. თბ. 2015. გვ. 272. 2ანდრია კესარია - კაბადოკიელი. თარგმანება იოანე გამოცხადებისა. (თავი 20. გვ. 68).
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |