მთავარი > თანამედროვე მამები, პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > პაპიზმის ზოგიერთი ცდომილების შესახებ - არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი)

პაპიზმის ზოგიერთი ცდომილების შესახებ - არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი)


28-04-2016, 00:01

 

   პაპიზმთან მიმართებაში ვგრძნობთ იმას, რასაც ყოველთვის გრძნო-ბდა მართლმადიდებელი: წმინდა სამების დამახინჯებას, ქრისტეს უგულებელყოფას. პაპიზმი არ მოიაზრებს ეკლესიას, ვით წმინდა სამების ხატებას, არამედ მხოლოდ როგორც ადამიანურ ერთმმართ-ველობას, რომელიც სულიწმიდას მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას უტოვებს. შესაბამისად, ადამიანი ვერ იღებს შეწევნას, ვერ იღებს ცხონებას.

   პაპიზმი - უდიდესი საფრთხეა ადამიანისთვის ქრისტეში თავისუფ-ლების მოპოვებისათვის.

   ეს ღვაწლი გახლავთ აღმსარებლური და პროტესტი იმ მართლმად-იდებლების წინააღმდეგ, რომლებიც ივიწყებენ ზემოთ თქმულს, რომლებიც ცდილობენ თავს მოგვახვიონ პაპის „უცდომელობა" და რომის ეკლესიის „წმინდანობა". ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რაგვარ არასამართლიანობას სჩადიან, რითაც დასავლეთის ადამიანების უსამართლობასაც აღემატებიან, ვინაიდან ხელს უშლიან მათ გა-იაზრონ საკუთარი სწავლება. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ არ გამოხატავენ ეკლესიის სარწმუნოებასა და აზრთა წყობას.

   თავის მართლება, თითქოს მოქმედებენ „დიპლომატიურად", სახა-რებისეული სულისკვეთების საპირისპიროა: „ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე" (ეფ. 4, 15). ეს გახლავთ სულიერი დაცემა და ამასოფლის სულთან თანხმობა.

   ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგვარად საუბარი. ის, რაც გადმოგვეცა, რითაც ვსულდგმულობთ, სწორედ ამგვარ საუბარს გვაიძულებს.

   თუ ჩვენ, მთაწმინდელები, სხვაგვარად ვისაუბრებთ, არა ისე, როგ-ორც წმინდა გრიგოლ პალამა საუბრობდა, ასევე ისინი, რომლებიც არ აღასრულებდნენ ლიტურგიას ლათინომოაზროვნეებთან, არა ისე, როგორც მოკვდინებული მთაწმინდელები, როგორებიცაა ნიკოდიმი და სხვა ღვაწლში განდიდებული ჩვენი მამები, მაშინ ეს ღვთის ღალატი იქნება, ხოლო ჩვენი ძვლები კაცთმეამე ადამიანების ძვლებთან ერთად დაიშლება!


არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება