მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 7 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV)

7 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV)


6-06-2021, 16:38

 

   წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი (IV) დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თამამად აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი შეიქმნა. მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი, სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. გზაში წმიდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმიდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმიდე ღვთისმშობლის ხატის ელეუსას სახელობის ტაძარში დააბრძანეს. იმავე წელს წმიდა ნაწილები წმიდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება.


„წმიდანთა ცხოვრება"

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება