მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 28 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი პახუმი დიდისა (+348)

28 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი პახუმი დიდისა (+348)


28-05-2016, 00:01

 

   ღირსი პახუმი დიდი (+348) ანტონი დიდთან, მაკარი დიდთან და ექვთიმე დიდთან ერთად ითვლება მეუდაბნოობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში. ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობ-ლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. წმიდა პახუმი კეთილი ზნით, გონიერებითა და უბიწოებით გამოირჩეოდა. როცა იგი 20 წლის გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრის-ტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურე-ბოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს პალამონს მიმართა, რომელ-მაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე ბერი.

   უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმის სოფელ ტა-ბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და ამ ადგილზე სავანის აშენება უბრძანა. პახუმიმ ამის შესახებ ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმიდა პალამონმა აკურთხა სავანის საძირკველი და მისი მომავალი დიდება იწინასწარმეტყველა. პალამონის აღსრულების შემდეგ წმიდა პახუმს უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქემოსანის სახით და სა-მონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. მალე ღირს მამასთან მივიდა უფროსი ძმა იოანე და მასთან დასახლდა.

   ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წი-ნამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტან-საცმელი დაადგინა. სავანის ბერებს მათთვის დადგენილი მორჩი-ლებით უნდა შეესრულებინათ საქმე. მორჩილებათა შორის იყო წიგნების გადაწერა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისგან უნდა მიეღოთ. ღირსი მამა თვლიდა, რომ მორჩილება მარხვაზე და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვდა.

   ერთხელ ღირს პახუმთან მოვიდა მისი და მარიამი. მკაცრმა მოღვა-წემ არ დაარღვია საერთო წესი. მარიამს კი მეკარის პირით მონა-ზვნობის კურთხევა მისცა. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა საცხოვრისი. მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და მალე დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა.

   ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშ-ენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელ-მძღვანელობდა.

   საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი ღირსი პახუმი საო-ცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალბედა ბერების მიმართ.

   ღირსი პახუმი განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ავადმყ-ოფ ბერებს, ნახულობდა მათ, ამხნევებდა, მოუწოდებდა, მადლობა შეეწირათ უფლისათვის და მინდობოდნენ მის წმიდა ნებას; დავრ-დომილებს მარხვას უმსუბუქებდა, თუ ეს საჭირო იყო მათი გამო-ჯანმრთელებისათვის.

   სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცე-ლებული შავი ჭირით. წმიდა მამას მამაშვილური სიყვარულით უვ-ლიდა მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე ღირსი თეოდორე.

   წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკ-ში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება