მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რჯულის აღმასრულებელი „წარმართები“ (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
რჯულის აღმასრულებელი „წარმართები“ (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)23-04-2016, 00:01 |
წმ. იოანე ოქროპირი სვამს კითხვას: „რომელ იუდველებზე და რომელ ელინებზე საუბრობს აქ (თავი მეორე გვ...) მოციქული?" და უპასუხებს: „ქრისტეს მოსვლამდე მცხოვრებლებზე... ხოლო ელინებში კერპთაყვანისმცემლებს კი არა, ღვთისმოშიშ, ბუნებრივ კანონს (შჯულს) დამორჩილებულ ადამიანებს მოიაზრებს, რომლებიც იუდაური წეს-განგების გარეშეც ყოველივეს ღვთისსათნოდ აღას-რულებდნენ. ასეთები იყვნენ: მელქისედექი და მასთან ერთად იობი, ნინეველები, კორნელი".1 მოციქულის სიტყვების: „უკუეთუ წინადაუ-ცვეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადა-უცუეთელობა იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა?" (რომ. 2. 16), განმარტებისას წმ. ოქროპირი ამბობს: „ამით მოციქული როდი ამცირებს რჯულს (პირიქით, ის ერთობ დიდ პატივს მიაგებს მას), არამედ ამცირებს რჯულის დამრღვევს. შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრა: არც იუდეველი, არც წინადაუცვეთელი... ამით ამტკიცებს, რომ იუდეველსა და წინადაუცვეთელს შორის არათუ არანაირი კავშირი არაა, არამედ მეტიც: თუ წინადაუცვეთელი გულისხმიერია საკუთარი თავის მიმართ, იუდეველზე აღმატებუ-ლია..., როდესაც ელინი გამართლდება წეს-ჩვეულებების გარეშე, ხოლო იუდეველი - წეს-ჩვეულების მქონე დაისჯება, შედეგად იუდეველობა უგულებელყოფილი ხდება. ელინებში კი მოციქული არა კერპთაყვანისმცემლებს, არამედ ღვთისმოშიშ და ღვთის სათნომყოფელ, წეს-ჩვეულების რჯულისაგან განთავისუფლებულ ადამიანებს გულისხმობს".2 წმ. თეოფანე დაყუდებული წმ. ოქროპირის აზრს იმის შესახებ, რომ ზემოხსენებულ ელინებში ღვთისმოშიში და ღვთივსათნო ადამიანები იგულისხმებიან, ამატებს ასეთ სიტყვებს: „სწამდათ მამა ღმერთის (ყოველივეს განმგებელისა და მიმგებელის), სრულ იმედს მასზე ამყარებდნენ და ეშინოდათ რაიმე დარღვევით არ შეურაცხეყოთ ღმერთი, რასაც სინდისი შთააგონებდა".3 აი, ვის მოიაზრებს მოციქული წარმართებს: არა ნამდვილ წარმა-რთებსა და ელინებს, არამედ მათ, ვინც ირწმუნა და შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, ოღონდ არ იყო წინადაცვეთილი და არ იცოდა მოსეს რჯული. მოციქული მათ ელინებს უწოდებს იმიტომ, რომ ებრაელები, ვისკენაც მიმართავს მოციქული თავის მამხილებლ სიტყვას, ყოველ წინადაუცვეთელს წარმართებად და ელინებად მიიჩნევდნენ, რაკი თავად მხოლოდ რჯულსა და წინადაცვეთილობას სასოებდნენ, ვით ღვთისაგან გამორჩეულ ნიშან-თვისებას. ამხელს რა ამ მანკიერებას, მოციქული ისეთი წინადაუცვეთელობის მაგალითებს წარმოუდგენს მათ, რომლებიც მოსეს რჯულის არცოდნის მიუხე-დავად, გულში დაწერილი რჯულით სათნო ეყვნენ ღმერთს. ამრიგად, წმინდა წერილის მხოლოდ ზედაპირული კითხვით შეი-ძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მოციქული იმაზე საუბრობს, რომ თავისთავად ადამიანურ „სიკეთეს", ღვთის რწმენის გარეშე, შეუძლია უშუამდგომლოს ადამიანს მარადიული ცხოვრების მო-პოვებაში. მივაქციოთ ყურადღება: წმ. მოციქული მოიაზრებს მას, ვინც კეთილ საქმეებში განმტკიცებული ეძებს დიდებას, პატივსა და უკვდავებას. ცხადია, უკვდავების ძიება მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელიც აღიარებს მკვდრეთით აღდგომას, ეს კი საკმაოდ მაღალი სარწმუნოების მანიშნებელია: ყველა იუდეველს როდი სწამდა მომავალი ცხოვრების (შეად. მათ. 22. 23; საქმე 23, 6-8). მაინც როგორ პატივსა და დიდებას ეძებდა იგი? ცხადია, ადამიანებისაგან არ ელოდა ამას - ეს არა შესაქები, არამედ სასაყვედუროა. წმ. თეოფანე ეპისტოლეს განმარტებისას შენიშნავს, რომ სიტყვები „ეძებენ დი-დებას, პატივსა და უკვდავებას" ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები „ზეციურ სიკეთეებს" ეძებენ. „ხოლო ის, რომ ღმერთი მიაგებს მათ მარადიულ ცხოვრებას, ნიშნავს, რომ ღმერთი თავად გაამდიდრებს მათ თავისი ნიჭებით. ამრიგად, ეპისტოლეს ეს მონაკვეთი შეიძლება ამგვარად განიმარტოს: მას, ვინც წმინდა და ღვთისსათნო ცხოვრება გადაწყვიტა, ვინც მოთმინებითა და მტკიცედ დადის ამ მადლმოსილი გზით, მომავალი ნეტარი მდგომარეობის იმედით განსულიერებულნი, ღმერთი მიაგებს მარადიულ ცხოვრებას".4 ამბროსიასტე მოციქულის ამ სიტყვებს შემდეგ კომენტარს ურთავს: „შესაბამისად, მარადიულ დიდებას არა მხოლოდ ისინი ეძებენ, რომლებიც აღიარებენ მართალ სარწმუნოებას, არამედ ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ამგვარად".5 როგორც ვხედავთ, წმ. მამათა სწავლებით, მოციქული არა ქველ-მოქმედ წარმართებზე, არამედ ღრმად მორწმუნე ადამიანებზე საუბრობს, რომლებსაც მართალი რწმენა გააჩნიათ და ამ რწმენისამებრ ცხოვრობდნენ. წმ. ოქროპირის თქმით, ელინი შეიძლება წეს-ჩვეულებების გარეშე, ხოლო იუდეველი წეს-ჩვეულებაში მყოფიც დაისაჯოს. იბადება კითხვა: ძველი აღთქმის დროს, რჩეული ერის მიღმაც, ღვთივბო-ძებული რჯულისა და მცნებების შეუმეცნებლად, ადამიანისთვის მხოლოდ ბუნებით მინიჭებული რჯულის ანაბარა შეიძლებოდა ცხონება? ამ გაურკვევლობის პასუხს წმინდა თეოფანე დაყუდებულის მიერ მოციქულის სიტყვების განმარტებაში ვპოულობთ: „თუ წინადაუცვეთელი აღასრულებს რჯულის დადგენილებებს, მოციქუ-ლი არ გულისხმობს იმ უთუო ფაქტს, რომ წინადაუცვეთელი რჯულის გარეშე გამართლდება. ამის შესახებ იგი ვარაუდით საუბრობს. სწორედ ასეთი აზრი იკვეთება. დანამდვილებით რომ ასეა, ვერ დავასკვნით, ვინაიდან: თუმც იყვნენ რიგიანი წარმართები, მაგრამ პირდაპირ რომ ვთქვათ, არც ერთ მათგანს არ გააჩნდათ ჭეშმარიტი წარმოდგენა ზნეობრივ სრულყოფილებაზე, მით უფრო ძალა ასეთი სრულყოფილების მისაღწევად. ამ სიტყვების საფუძველზე ვერ მივიჩნევთ, რომ მოციქული წინადაუცვეთელ წარმართებს ზნეობ-რივად სრულყოფილად წარმოგვიჩენს. ის ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდით საუბრობს, რათა იუდეველში კიდევ უფრო ძლიერ შთანერგოს აზრი, თუ რაოდენ ძლიერ დაეცა იგი რჯულის დარღვევის შედეგად".6 როგორც ვხედავთ, არსობრივად ისეთი „წარმართები", რომლებიც აღასრულებდნენ რჯულის საქმეებს (ანუ ყოველივეში მოქმედებდნენ ღვთის ნებით), წინადაუცვეთელ მდგომარეობაში ანუ ღვთის მიერ მოსესთვის მიმადლებული გამოცხადებისა და მცნებების არათანა-ზიარნი (3), იმ პერიოდში უბრალოდ არ არსებობდნენ! ამის შესახებ მოციქული მხოლოდ ვარაუდით საუბრობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ვის მოიაზრებს წმ. ოქროპირი წეს-ჩვეულების გარეშე მაცხოვნებელ გზაზე მყოფ ელინებში? მივაქციოთ ყურადღება - თავად წმინდა მამამ ვინ დააყენა ასეთ სათნომყოფელი ელინების რიცხვში: მელქისედექი, იობი, ნინეველები, კორნელი. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, მელქისედექი იყო „უზენაესი ღმერთის მღვდელი", სულიერი თვალსაზრისით თვით აბრაამზე აღმატებული (ებრ. 7. 4-7) იმდენად, რომ აბრაამმა ათეული მონაგებისა შესწირა მას და მისგან მიიღო ღვთაებრივი უწყება. როგორი „ელინია" ის? იობი - სიღრმისეული რწმენის ნიმუში, ადამიანი, რომელიც აბრაამზე არანაკლებ მიაგებდა ღმერთს პატივს და უყვარდა იგი. ნინეველები კი სრულებითაც არ გამოირჩეოდნენ სათნო ცხოვრებით, პირიქით: მათ საკუთარი უკანონობით (ურჯულოებით) განარისხეს ღმერთი, მაგრამ შეინანეს, რაკი გაითავისეს წმ. იოანას ქადაგება და მხილება. აქ კვლავ რწმენისა და სინანულის საკითხია და არა უბრალოდ „ადამიანური კეთილი საქმეების". როგორც ცნობილია, თავდაპირველად ნინეველები არ იყვნენ ზნეკეთილები, არ შეეძლოთ გულში დაწერილი ღვთის რჯულის აღსრულება, მაგრამ სწორედ იუდეველი წინასწარმეტ-ყველის მიერ მოექცნენ სინანულისა და ცხონებისაკენ. უამისოდ როგორც ჩანს, მათ გულებში დაწერილი სინდისისა და რჯულის ხმა არ იყო საკმარისი, რათა ღვთის რისხვა აეცილებინათ თავიდან. პირიქით: ისინი იმდენად უზნოდ იქცეოდნენ, რომ უფალი მზად იყო საშინელი რისხვა დაეშვა ნინეველების ქალაქსა და მცხოვრებლებზე. როგორ მოიქცნენ ნინეველები სინანულის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით. შესაძლოა იუდეველი წინასწარმეტყველისაგან განისწავლნენ ყველა იმ აუცილებელ რელიგიურ სწავლებაში, რომლის გარეშეც არ აღესრულება ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა. კორნელი ასისთავზეც ვთქვათ: 1) თავად ოქროპირი ამბობს, რომ მოციქული აქ „ქრისტეს მოსვლა-მდე მცხოვრებ ადამიანებზე საუბრობს". ამ შემთხვევაში კორნელის მაგალითი თითქოს უადგილოა? 2) როგორც ვიცით, კორნელი, თუმც იყო სათნომყოფელი, ყოველთ-ვის აღავლენდა ლოცვას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სულის ცხონებისათვის. ამისთვის ის ჯერ პეტრე მოციქულის ქადაგებას საჭიროებდა. პეტრე მოციქულმა ასისთავის მოქცევა შემდეგნაირად დაიწყო: „ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს" (საქმე 10. 34-35). წმ. თეოფილაქტე ამბობს: „მოციქულის სიტყვა ცხადად გვიჩვენებს, რომ ღმერთი, რომლისაც ეშინოდა კორნელის, რომლისაგანაც იღებდა რჯულსა და წინასწარმეტყველებას, ვისთვისაც ის აღასრულებდა მოწყალებას, არის ჭეშმარიტი ღმერთი... მას არ გააჩნდა ცოდნა ძე ღმერთის შესახებ... მოციქულს არ უთქვამს მისთვის: ყოველ ერში მართებულად მოქმედი ცხონდებაო, არამედ თქვა: საქადელ არს, ანუ ღირსია იმისა, რათა იქნეს მიღებულ".7 წმინდა მამა ცხადად მოწმობს, რომ კორნელის ცოდნა ღვთის შესახებ რჯულისა და წინასწარმეტყველთაგან ჰქონდა, რომ მხოლოდ სათნო ქმედება და სამართლიანობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ცხო-ნებისათვის. ამრიგად, წმინდა წერილში ჩვენ ვერსად ვპოულობთ ისეთ ღვთივ-სათნო წარმართებს, რომლებიც რჯულის ქვეშ ცხოვრობდნენ, მხოლოდ სინდისის კანონით ხელმძღვანელობდნენ და ამგვარად აღწევდნენ სრულყოფილებასა და ყოვლითურთ სათნო ცხოვრებას ღმერთში, რჯულის ცოდნისა და მოსეს მეშვეობით მონიჭებული ღვთის განცხადების გარეშე, რომელიც ძველი აღთქმის წინას-წარმეტყველთა მიერ განცხადდა. წარმართული სამყაროს ამგვარ წარმომადგენლებად მოციქული სავარაუდოდ ან წინადაუცვეთელთ მოიაზრებს ან იმ მართლებს, რომლებიც იუდეველებისთვის რჯულის მიცემამდე ცხოვრობდნენ, ანდა იმ წარმართებს, რომლებიც ქრის-ტესკენ მისი ცხოვრების პერიოდში მოიქცნენ. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მეოთხე თავში ვხედავთ: მოციქული ყურადღებას მართალი აბრაამის მაგალითზე იმ მიზნით ამახვილებს, რათა დაამტკიცოს, რომ ღვთის წინაშე მართალი მხოლოდ სარწმუნოებით ცხონდება და არა რჯულის საქმეებით. (გაგრძელება...)
1Творения. Св. Иоанна Злотоуста. СПБ. 1902. Т9. Кн. 2. გვ. 529. 2იქვე გვ. 542-543. 3Толкования. Посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 148. 4იქვე გვ. 142. 5Амбросиаст. Коментарий на Послания к Римлянам CSEL 81:67-9. Библейские коментарии Отцов Церкви и др. Авторов.I-VIII века. Герменевтика 2003. გვ. 89. 6Толкования. Посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 148. 7Блаж. Феофилакт Болгарский. Толкования на Деяния и Соборные послания святых Апостолов. М. 2000. გვ. 146.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |