მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 21 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა კელეტიმე რომის პაპისა (+432)
21 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა კელეტიმე რომის პაპისა (+432)20-04-2021, 16:37 |
წმიდა კელეტიმე - რომის პაპი (+432) - მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, ცხოვრობდა წმიდა თეოდოსი მცირეს (408-450) დროს. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმიდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმიდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმიდა პაპის, ბონიფაცი I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ კელეტიმე რომის კათედრაზე აირჩიეს. ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 430 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა კელეტიმემ ამხილა და დაგმო ერესი. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმიდა კირილეს და აუწყა, რომ თუ ნესტორი ათი დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუსწავლებას, მოიკვეთებოდა ეკლესიიდან. წმიდა კელეტიმე ნესტორიანობას ამხელდა კონსტანტინეპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც. კრების შემდგომ ორი წლის განმავლობაში წმიდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წლის 6 აპრილს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |