მთავარი > თანამედროვე მამები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: ეკუმენისტური მოძრაობით მივაღწევთ სასურველ ერთობას

ლიბერალი ამბობს: ეკუმენისტური მოძრაობით მივაღწევთ სასურველ ერთობას


27-06-2016, 07:11

 

 

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

არქიმ. გიორგი კაფსანისი

 

   ეკუმენიზმი, ანუ "ეკლესიათა" გაერთიანების მოძრაობა, რომელსაც ფართო გასაქანი მიეცა დღეს, არა საღვთისმეტყველო და სულიერი, არამედ ჰუმანისტურ - ანტროპოცენტრული ხასიათისაა. ის უგულე-ბელყოფს ეკლესიის რწმენასა და გარდამოცემას და ძირითადად პრაქტიკული მიზნებისკენაა მიმართული. ეკუმენიზმი ეკლესიას ადამიანური ორგანიზაციის ჭრილში განიხილავს, რომელმაც გაერ-თიანების შემთხვევაში შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს თავის მტრებს. ამიტომ ეკუმენიზმი ყურად არ იღებს "ეკლესიებს" შორის არსებულ განსხვავებულ ხედვებს სარწმუნოებრივ, ისტორიულ თუ ეკლესიის თვითშეგნების საკითხებს.

   "გაერთიანების ძლიერი სურვილით ამჩატებულს ენთუზიაზმი უჩნდ-ება, რითაც მიიჩნევს, რომ თავისი სენტიმენტალური სითბოთი, ღვაწლის გარეშე შეუძლია გადალახოს რეალობა. შედეგად დიპლო-მატიური, დამთმობი მენტალიტეტი ყალიბდება, რომელიც მიიჩნევს, რომ ორმხრივი დათმობის შედეგად მისაღწევია გაერთიანება იმ დოგმატურ განსაზღვრებათა და ხედვათა, რომლებიც განაპირობებენ ეკლესიების გაყოფას".1

   ეკუმენიზმის საფუძვლებში არსებული ეკლესიოლოგია - მცდარია. ის არ აღიარებს მართლმადიდებელ ეკლესიას ვით ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულოს, არამედ ერთ-ერთ ნაწილად ან მსოფლიო ეკლესიის განშტოებად მოიაზრებს. ამიტომ მრავალი მართლმადიდებელი ეკუმენიზმში ეკლესიოლოგიურ ერესს ხედავს. თუმც არც "ზილოტობაა" მისაღები, რომელიც ასევე ჭეშმარიტებისაგან გადახრად მიგვაჩნია.

   ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეკუმენიზმი სულ უფრო ართულებს გაერთ-იანების შესაძლებლობა, ვიდრე გვაახლოვებს მასთან.

   ჩვენ გვიყვარს სხვაგვარადმადიდებელი ქრისტიანები და ამიტომ ვუსურვებთ ჭეშმარიტ და წმინდა ერთობას ჩვენთან. ჩვენ არ გვსურს "სარწმუნოებათა" თანაარსებობა ან შერიგება, იმიტომ რომ ამაში არ არის ქრისტეს სიყვარული, არ არის ჭეშმარიტი და მარადიული ერთობა წმინდა სამებასთან.

  გვსურს განვმტკიცდეთ რწმენაში. გვწამს ღმერთკაცი იესო ქრისტე, ამიტომაც ვეზიარებით მისი სხეულის სისავსეში.

   მხოლოდ ღმერთკაცს შეუძლია აცხონოს ადამიანი. ღმერთკაცის ქრი-სტეს და მისი სხეულის სისავსის - მართლმადიდებლობის გამო, არ შეგვიძლია მოლაპარაკებები დასავლეთის სხვადასხვა "დეფორმირ-ებულ ქრისტიანებთან" - რომაულ-კათოლიკებთან და პროტესტანტებ-თან დოგმატური მინიმალიზმის პირობებში.

  ჩვენ არ გვსურს ღალატი ადამიანისა, რომელიც ელის ცხონებას ღმერთკაცისაგან.

   ამიტომ შეგვიძლია გავხდეთ აღმსარებლები, მოვკვდეთ კიდეც მის-თვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე.

 

 

 

1მღვდ. დიმიტრი სტანილოაე. О Православном экуменизме.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება