მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრურწმენა არარაობაზე დაფუძნებული სარწმუნოებაა

ცრურწმენა არარაობაზე დაფუძნებული სარწმუნოებაა


29-05-2016, 00:00

 

   ცრურწმენა, რომელიც ასე პოპულარულია ყოველ ერში, მეტად სახი-ფათოა. ცრურწმენის მიმდევარი უმნიშვნელოს აქცევს ყურადღებას, ძირითადი კი ყურადღების მიღმა რჩება. ცრურწმენა ამახინჯებს სარწმუნოებას, ტყუილად აცხადებს ჭეშმარიტებად. ერთი სიტყვით, ცრურწმენა არარაობაზე დაფუძნებული სარწმუნოებაა, შეუფერებელი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის.

 

 

წინააღმდეგობები და ნიშნები

 

   „მრავალ ქრისტიანს, - ამბობს ბასილი დიდი - მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნია სხვადასხვა უმნიშვნელო მოვლენის განმარტება. ზოგი ჩიტის მოფრენას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, ზოგს უკნიდან სახე-ლის მომართვა აშინებს, ზოგს ფეხი დაუცდება და ამას უბედურების ნიშნად მიიღებს. ნათქვამია, რომ ჩიტმა იცის საშიშროება რომელიც მას ელოდება დღის ბოლომდე. როგორ შეიძლება ის შენთვის წინას-წარმაუწყებელი იყოს? (ლევ. XIX. 26). ბოროტი იმდენად დასცინის ადამიანებს, რომ უდიდეს ცოდვებში აგდებს მათ. რა არის იმაზე მეტად ამაზრზენი, როდესაც ადამიანი დილით შეხვდება ბრმას ან კოჭლს, მიბრუნდება და არ გამოვა სახლიდან, ან არაფერს დაგეგმავს იმ დღისათვის. წმ. იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ სიტყვაში წერს: „ვინც სახლიდან გამოსვლისას შეხვდება კოჭლს ან მახინჯს და ამას მიიღებს, როგორც ნიშანს, ის სატანურად ფიქრობს, რამეთუ ადა-მიანებთან შეხვედრა კი არ მოქმედებს ჩვენს ყოფიერებაზე, არამედ ცოდვილი ცხოვრება".

   მრავალი ადამიანი წინათგრძნობით არის გატაცებული. ზოგჯერ მას მართლაც შეუძლია წინასწარ იგრძნოს ცხოვრების ზოგიერთი მოვ-ლენა. მაგალითად, სიკვდილი. მაგრამ მეტწილად წინათგრძნობა ატყუებს ადამიანს. ეს ნიჭი წართმეული აქვს კაცობრიობას ადამის დაცემის შემდეგ. ასე რომ, დაუშვებელია წინათგრძნობაზე დაყრდ-ნობა. შენი ან სხვისი მომავლის განჭვრეტა, ამაო შიში, გინდ ცრუ სიხარული.

  ცრუმორწმუნე ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ იხელმძღვანელოს ცხოვრებაში საღი აზრით, თავის წარმატებას თუ წარუმატებლობას რაღაც ნიშნებს აბრალებს. ზოგიერთი მღვდელთან შეხვედრას ცუდ ნიშნად თვლის, ზოგი ორშაბათ დღეს საქმის დაწყებასა და 13 ადამიანის მაგიდასთან შეხვედრას მიიჩნევს სახიფათოდ, ზოგს კი ჩანგლის დავარდნა ვიღაცის მოსვლი მაუწყებელი ჰგონია.

   მაშ ასე, მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყოვლად დაუშვებე-ლია ნიშნები, წინათგრძნობების მონდობა.

 

 

„ბედნიერი" და „უბედური" დღეების შესახებ

 

   ზოგიერთს სწამს „უბედური" დღეებისა, მაგალითად, ორშაბათის. ამ-ბობენ, ორშაბათი მძიმე დღეა. ამ დღეს არ უნდა დაიწყო მნი-შვნელოვანი საქმე - წარმატება არ გექნებათო, ასევე ერ შეიძლება ამ დღეს მგზავრობა და ფულის გაცემა - მთელი კვირა ხარჯი გექნებათო და ა.შ.

   საიდან წარმოიშვა ასეთი აზრი ორშაბათ დღეზე და რატომ აღძრავს შიშს? უბრალო დაკვირვებაც გარკვეულწილად გაგვცემს პასუხს ამ კითხვაზე. ორშაბათი მართლაცდა მძიმე დღეა მათთვის, ვინც კვირა დღე უაზროდ გაატარა ლოთობასა და გართობაში, რა თქმა უნდა ორშაბათ დღეს ის იქნება დამძიმებული, ზანტი. ასეთი კაცისათვის ორშაბათი მართლაც საშინელი დღე იქნება. ხოლო მათთვის, ვინც კვირა დღეს ზომიერად გაატარებს, დაესწრება წირვა-ლოცვას, არ გადაიტვირთება საქმით, ორშაბათიც ისეთივე მსუბუქი იქნება, რო-გორც სხვა დანარჩენი დღეები.

   ორშაბათის შიშით საქმის გადადება არა მარტო საღი აზრის მოკ-ლების ნიშანია, არამედ ღვთის შეურაცხმყოფელიცაა. რამეთუ ღვთი-სგან ყოველი დღე კურთხეულია. გადავხედოთ მოსეს სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ. იქ ნათლად ჩანს, რომ ღმერთმა არა მხოლოდ აკურთხა ეს დღე, არამედ ამ დღეს შექმნა ცა (დაბ. 1, 8).

   განა ამის შემდეგ შეიძლება ორშაბათს მძიმე დღე და შავი დღე ვუ-წოდოთ? მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როდესაც ღმერთი ცოდვების გამო სჯის ერებს და ცალკეულ ადამიანებს. ყოველ ერსა და ყოველ ადამიანს ახსოვს თავისი უბედურების დღე. მხოლოდ, სავალდებულო არ არის, ეს დღე იყოს ორშაბათი; ღმერთს შეუძლია ნებისმიერ დღეს დაგვსაჯოს ჩვენ. თვით კვირა დღესაც კი.

   მაშ, ასე, ვისაც სწამს მძიმე დღეებისა და ეშინია მათი, უნდა შეინანონ ღვთის წინაშე.

   არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ზოგიერთ დღეს განსაკუთრე-ბულად ბედნიერად მიიჩნევენ. მაგალითად, ახალი წლის პირველ დღეს. იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ სიტყვაში ამბობს: „ყველაზე მეტად ვწუხვარ თამაშებზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ... ადამიანებს ჰგონიათ რომ, თუ ახალი წლის პირველ დღეს გაატარებენ გართობასა და დროსტარებაში - მაშინ მთელი წელიც ასეთივე იქნება. სინამდვილეში კი მთელი წელი ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც არა მხოლოდ პირველი, არამედ წლის ყოველ დღეს ღვთის სადიდებლად გავატარებთ". შემდეგ იოანე ოქროპირი განაგრძობს: „თუ ვინმე განარჩევს „ბედნიერ" და „უბედურ" დღეებს, ის „უბედურ" დღეს მოერიდება კეთილი საქმეების გაკეთებას, რამეთუ იფიქრებს, ამაოდ ვირჯები ამ „უბედურ" დღესო". ასე რომ, უნდა მოვერიდოთ ეშმაკის ხრიკებს და ყოველი დღე ღვთის სადიდებლად გავატაროთ.

 

 

სიზმრების შესახებ

 

   წარმართი ბრძენკაცები სხვადასხვაგვარად მსჯელობდნენ სიზმრე-ბის შესახებ. ერთი მათგანი, პროტაგორი, ამბობდა: „ყოველ სიზმარს აქვს თავისი მნიშვნელობა, თავისი აზრი და ადამიანისათვის სასარგებლოა მათდამი ყურადღება". სხვა წარმართი ბრძენკაცი ქსენოვანი ამბობდა, რომ ყოველი სიზმარი ცრუ და მატყუარაა და ცდება ის ადამიანი, ვინც მიენდობა მათ.

   ქრისტიანობა პირდაპირ აცხადებს: ნუ მიენდობით სიზმარს! თვით ღმერთი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს კაცობრიობას, ნუ იწი-ნასწარმეტყველებენ სიზმრებით (იერ. XXIX. 8). სიზმრების უმეტესობა ადამიანის მგზნებარე წარმოსახვის ბუნებრივი შედეგია. რასაც ად-ამიანი დღისით ფიქრობს, რითაც არის დაინტერესებული, რაც მას ძალიან სურს, ის ესიზმრება. წმინდა გრიგორი გვიამბობს ადამიანზე, რომელსაც სიზმრით ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა ხანგრძლივი ცხოვრება. მან შეაგროვა დიდძალი ფული, რათა უხვად ეცხოვრა დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ უეცრად ავად გახდა და მოკვდა. ასე რომ, ვერ გამოიყენა ნაგროვები თანხა და ამავე დროს, ვერც კეთილი საქმეებით შეხვდა მარადისობას.

   წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი გვაფრთხილებს: „უაზრობაა დაყურადება, მით უმეტეს ნდობა სიზმრისა. რამაც შეიძლება საშინელი ზიანი მოგვაყენოს". წმ. თეოფანე დაყუდებული წერდა: „სიზმრები უმჯო-ბესია უყურადღებოდ გავატაროთ. ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, რაღაცას ნიშნავდეს კიდეც, მაგრამ მათი გამოცნობა ჩვენთვის მოცე-მული არ არის, ასე რომ, უმჯობესია დავივიწყოთ ისინი. ცნობისათვის იცოდეთ, რომ სიზმრები არის ნატურლური, არის ანგელოზებისაგან და წმინდანებისგანაც. უფრო მეტად ეშმაკებისაგან. ზოგჯერ ღმერთის მიერ დაშვებულია დემონების ადამიანებთან მიახლება, ხან მის გამოსაცდელად, ხან ჭკუის სასწავლებლად, ხან კი კონკრეტულად იმის საჩვენებლად, თუ რას წარმოადგენენ ისინი".

   სიზმრებს ხედავს ყველა ადამიანი, მაგრამ უმრავლესობას ავიწყდება ისინი. საერთოდ სიზმრის დროს ადამიანის ტვინი არ ემორჩილება გონებას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავაკვირდეთ სიზმარს.

   სიზმარი შეიძლება იყოს სასიხარულო, უაზრო და საშინელი. წმ. იო-ანე კრონშტანდტელი ცხოვრების ბოლოს თავის დღიურში აღნი-შნავდა: „მეტად მზაკვარია კაცობრიობის მტერი ჩემი სიზმრის დროს" იგი როგორც ცხადში, ასევე სიზმრის დროს ებრძვის ჩვენს სულს უამრავი ცოდვიანი წარმოსახვებით. ღმერთო! შემეწიე, რათა დავა-მარცხო ის".

   ასევე ჩვენც, წმინდა მამათა მსგავსად, არ მივაქციოთ ყურადღება სი-ზმრებს და მარადჟამს ვილოცოთ. თუკი უფალი ზოგჯერ დაუშვებს ბოროტ სიზმრებს, ეს ჩვენი დამდაბლებისათვის ხდება, რათა არ დავივიწყოთ ის ხიფათი, რაც ყოველწამს გველოდება და ვევედროთ მაცხოვარს ჩვენსას იესუ ქრისტეს შეწევნად ჩვენდა.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება