მთავარი > თანამედროვე მამები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანი ღვთის წინააღმდეგ (ნაწილი 2) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

ადამიანი ღვთის წინააღმდეგ (ნაწილი 2) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


30-05-2016, 00:04

 

რევოლუცია დღეს ახალ ფაზაში გადადის, რადგან ის საბოლოო მიზანს უახლოვდება

 

   ახალი საუკუნე, რომელსაც მრავალნი „პოსტქრისტიანულს" უწოდ-ებს, არის სწორედ ნიჰილიზმის შემდეგი პერიოდი. ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის ნგრევითა და „ახალი ადამიანის" ჩამოყალი-ბებით ნიჰილიზმმა შეასრულა თავისი პროგრამა. რევოლუცია დღეს ახალ ფაზაში გადადის, ის საბოლოო მიზანს უახლოვდება.

   მარქსიზმი რევოლუციური პროგრამის განხორციელების ერთადერ-თი საშუალება როდი გახლავთ. დღეს არ არსებობს არცერთი ძლიერი ქვეყანა, რომლის მთავრობა არ იყოს რევოლუციური. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი იდეოლოგიის უარყოფა პოლიტიკური სიმძლავრის დაკარგვას ნიშნავს. ნუთუ არ მეტყველებს ეს გარემოება ჩვენი დროის ანტიქრისტიანულ ხასიათზე?

   ღრმა ანტიქრისტიანობა, სწორედ ის ფსევდო-ქრისტიანობაა, რაც არის საბოლოო მიზანი რევოლუციისა.

   ნიჰილისტურმა ნგრევამ „ახალ იდეის", კერძოდ თვით ადამიანის „ღმერთად" ყოფნის სურვილი დაჰბადა.

   „ყველა ღმერთი მკვდარია, - ამბობს ნიცშე, - ან ჩვენ გვსურს, რომ სუპერადამიანმა იცხოვროს".

   დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ძლიერნი ამა სოფლისა თუ როგორ ახო-რციელებენ ამ პროგრამას. გონების წარმტაცველი კინოფილმებითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ადამიანში ინერგება აზრი, რომ ის არის ყოვლისშემძლე დედამიწაზე, რომ მას არ სჭირდება ღმერთი, და რომ ის თავადაა ღმერთი.

   „მსოფლიო წესრიგის მართვადი და სუპერადამიანებით დასახლებ-ული ახალი საუკუნე, ის რევლუციური ოცნებაა, რამაც თანამედროვე ისტორიის ტრაგედია განაპირობა" - ასკვნის მამა სერაფიმე.

   ახალ საუკუნეზე ოცნება მთელი კაცობრიობის ჭირი გახდა. ადამი-ანი დაიღალა, მართლმადიდებლობა კი მეტად მძიმე აღმოჩნდა მისთვის. ამა სოფლის სულისკვეთების წინააღმდეგ ბრძოლა თანამე-დროვე ადამიანს აღარ შეუძლია, რისი ძირითადი მიზეზი ნიჰი-ლიზმის მიერ ადამიანში ჭეშმარიტებისა და სარწმუნოების განად-გურება გახლავთ.

  ქრისტიანისათვის ამქვეყნიური სიამენი არარაობას წარმოადგენს. ღვთისაგან განდგომილი ადამიანი კი წყვდიადშია და მთელი მსოფ-ლიოს სიმდიდრეც ვერ დააკმაყოფილებს მის სულიერ მოთხოვნი-ლებას.

   ვისაც არ სწამს ქრისტესი ის, ეჭვგარეშეა, ირწმუნებს ანტიქრისტეს - მიიჩნევს მამა სერაფიმე.

 

 

 

ადამიანი ღირსია მხოლოდ ჯოჯოხეთის, და არა ნაკლების თუ ის არ არის სამოთხის ღირსი

 

   და თუ ნიჰილიზმის ისტორიული დასასრული ანტიქრისტეს მეუ-ფებაა, მისი სულიერი დასასრული - ჯოჯოხეთია.

   მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ღმე-რთთან ბრძოლა და მისი დამარცხება შეუძლებელია. ღვთის მეუფება მარადიულად გრძელდება და ვინც უარყოფს ღვთის მოწოდებას, ჯოჯოხეთის ღირსი გახდება.

   ამიტომ, ბუნებრივია, ნიჰილიზმის ძირითადი მიზანი ადამიანის შე-გნებიდან ჯოჯოხეთის შიშის აღმოფხვრა იყო, რის შედეგადაც მრა-ვალი ადამიანისათვის დღეს ჯოჯოხეთი სისულელედ, „სადისტურ" ფანტაზიად გადაიქცა. ქრისტიანს სწამს ჯოჯოხეთის არსებობისა და ეშინია მარადიული სატანჯველის.

   ღმერთმა მოუწოდა ადამიანს არა ამქვეყნიური სიამეებით ტკბობი-საკენ, არამედ ზეცად - მარადიული ნეტარებისაკენ. და თუ ჩვენ უკუვაგდებთ ამ მოწოდებას, სამუდამოდ დავიტანჯებით. ადამიანი ღირსია მხოლოდ ჯოჯოხეთის, და არა ნაკლების, თუ ის არ არის სამოთხის ღირსი. - ასკვნის მამა სერაფიმე.

   ჩვენდა სამწუხაროდ, მამა სერაფიმემ საკმაოდ მოკლე ცხოვრების გზა განვლო. ის 1982 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა მსოფლიოში ვითარება. სატანური მექანიზმები უფრო და უფრო ძლიერ ამოქმედდა დედამიწაზე. ეჭვგარეშეა, მამა სერაფიმე დღეს უკეთ განჭვრეტავდა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ვინუგეშოთ თავი იმით, რომ ღმერთი სხვა „როუზებს" მიჰ-მადლებას თავის სამწყსოს გადასარჩენად.

 

Xareba.net – ის რედაქცია 


უკან დაბრუნება