მთავარი > თანამედროვე მამები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანი ღვთის წინააღმდეგ (ნაწილი 1) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

ადამიანი ღვთის წინააღმდეგ (ნაწილი 1) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


29-05-2016, 00:07

 

   მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობიდან ოცი საუკუნე გავიდა. კაცობრი-ობა 21-ე საუკუნეში შებრძანებას დღესასწაულობს. უნებლიეთ გვიჩნ-დება სურვილი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გასულ საუკუნეს და ვნახოთ, რა მოვლენები განვითარდა უკანასკნელ ათასწლეულში კაცობრიობის ისტორიაში.

   მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენებს ნათლად გვიხატავს ჩვენი თანამედროვე მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) თავის ნაშრომში "ადამიანი ღვთის წინააღმდეგ", სადაც მამა სერაფიმე სიღრმისეულად და თანმიმდევრობით განიხილავს ფრიდრიხ ნიცშეს ნიჰილისტური ფილოსოფიის არსს, მისი ბრძოლის მეთოდებს ჭეშმარიტი სარწმუნო-ების - მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

 

ნიჰილიზმის პროგრამის არსი

  

   რა არის ნიჰილიზმი? - მოკლე განმარტებით, ნიჰილიზმი არის რწმე-ნა იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობს წმინდა ეკლესია, არ არსებობს მაცხოვნებელი სარწმუნოება, არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი. სწორედ ეს არის XXI საუკუნის ძირითადი ფილოსოფიური დოქტრინა - წერდა მამა სერაფიმე. ნიჰილიზმი იმდენად გავრცელებულია ჩვენს დროში, იმდენად ღრმად გაჯდა თანამედროვე ადამიანის გულსა და გონებაში, რომ არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც ადვილი იყოს მასთან ბრძოლა". შემდეგ ნიჰილიზმის საფეხურებრივ განხილვას იწყებს და მისი ეტაპობრივი განვითარების პროგრამას გვთავაზობს.

 

ნიჰილიზმის განსაკუთრებული "სათნოება" ძალადობაა

  

   ნიჰილიზმის უპირველეს და ძირითად პროგრამად მამა სერაფიმე ძველი წესრიგის დანგრევას მიიჩნევს. რას ნიშნავს ძველი წესრიგი? - ძველი წესრიგი ის ნიადაგი იყო, რომელიც ქრისტიანული ჭეშმა-რიტებით იკვებებოდა. ამ ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძნებული სახელ-მწიფოების წეს-ჩვეულებანი და დადგენილებანი. განუწყვეტელი ომებისა და აჯანყებების მიუხედავად, მართლმადიდებელი სახელ-მწიფოები, ღვთის წყალობით, აღორძინების ძალას ყოველთვის პოულობდნენ. მონარქისტული ქვეყნების ამ ძლიერებას თავდაცვი-სათვის სულიერი მექანიზმების არსებობა განაპირობებდა. იმისთვის, რომ ნიჰილისტურ პროგრამას მოეტანა შედეგი, აუცილებელი იყო ძველი წესრიგის ყოველი ელემენტის განადგურება. სწორედ ამ დროს შედის ძალაში ნიჰილიზმის განსაკუთრებული "სათნოება" - ძალა-დობა.

   XX ს. დასაწყისში მსოფლიოში იწყება რევოლუციების ბუმი. რევო-ლუციური ლიტერატურა ამ პერიოდში სავსეა ძალადობისაკენ მოწო-დებით.

   ამ საუკუნის ძალადობის სულისკვეთება ბოლშევიზმსა და ნაციონ-ალ-სოციალიზმში განხორციელდა. მღვდელმონაზონ სერაფიმეს აზრ-ით, სწორედ ამ რეჟიმების მიერ უნდა განხორციელებულიყო ძველი წესრიგის ანუ მონარქისტული სახელმწიფოების ნგრევა. თავის უგუნურ მისწრაფებაში ამ ორი რეჟიმის ფსიქოლოგიური და ის-ტორიული განსხვავების მიუხედავად ჰიტლერიც და ლენინიც მოკა-ვშირენი აღმოჩნდნენ.

 

 

"ახალი ადამიანის" ფორმირება - აი რაში მდგომარეობს ჩვენი საუკუნის ძირითადი მიზანი

  

  ძველი წესრიგის ნგრევა და "ახალი დედამიწის" აშენება არ არის მთავარი ამოცანა ნიჰილისტურ პროგრამაში - ნგრევა და „ახალი დედამიწის" აშენება არ არის მთავარი ამოცანა ნიჰილისტურ პროგრამაში - აგრძელებს მამა სერაფიმე. ისინი ადამიანის გარდაქმნის მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენენ. ჰიტლერი და მუსოლინი ძალადობის მეშვეობით „ახალი ადამიანის" შექმნაზე ოცნებობდნენ. ჰიტლერის პროპაგანდისტი, როზენბერგი ამბობდა: „ახალი ცხოვრების მოლოდინის მითისაგან ახალი ტიპის ადამიანის შექმნა - აი, რაში მდგომარეობს ჩვენი საუკუნის ძირითადი მიზანი". მარქსი და ენგელსი არაორაზროვნად წერდნენ: „კომუნიზმის მიღწევისათვის აუცილებელია ადამიანების მასიური გარდაქმნა, რომელიც განხორციელდება რევოლუციის მეშვეობით".

   ერთის სიტყვით, მარქსი, ენგელსი, ნიცშე, ლენინი, ჰიტლერი, მუსო-ლინი და სხვები ძალადობის მისტიურობას აღიარებდნენ. აქ ორივე მსოფლიო ომის გახსენება გვმართებს, რის შედეგადაც ძველი წესრიგი და მყარი ფესვების მქონე ტრადიციული საზოგადოება საბოლოოდ განადგურდა.

   1914 წლიდან 1945 წლამდე „ახალი ტიპის ადამიანის" აღზრდის იდე-ალური პირობები შეიქმნა. (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba.net – ის რედაქცია 


უკან დაბრუნება