მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 15 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ტიტესი, საკვირველთმოქმედისა (IX)

15 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ტიტესი, საკვირველთმოქმედისა (IX)


15-04-2020, 00:00

 

   ღირსი ტიტე საკვირველთმოქმედი (IX) - სიყრმიდან ბერული ცხოვრებით მოღვაწეობდა სტუდიონის მონასტერში, კონსტანტინეპოლთან ახლოს. მარხვით, წმიდა ცხოვრებით და სიმდაბლით ღირსმა ტიტემ ძმათა შორის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და, მათივე თხოვნით, ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად, ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების დროს ღირსი ტიტე მტკიცედ იცავდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის მართლმადიდებლურ წესს. სათნო ცხოვრებისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.

 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება