მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბილწსიტყვაობა
ბილწსიტყვაობა28-05-2016, 00:00 |
ბილწსიტყვაობა წარმართობიდან იკიდებს ფეხს და იგი ყოველი სა-უკუნის განვითარებული თუ მცირედგანვითარებული ერის დამახა-სიათებელი სენია. საკვირველია ის, რომ ამ სენისადმი მიდრეკილება შესატყვისია ადამიანის დამოკიდებულებისა ღმერთთან. როდესაც ადამიანი ღმერთს განეშორება, იგი მაშინვე ბოროტების არეალში შედის და იძენს საშინელ ჩვევას, ბილწსიტყვაობას. საზიზღარი, ველური გამონათქვამები (დედის გინება) თავისი არსით იგივეა, რაც დემონისადმი მიმართული ლოცვითი ფორმულა. ეს არ არის უბრალოდ ქარაფშუტობა და უხეში ხუმრობა. გინების წარმოთქმისას ადამიანი მოუწოდებს და იზიდავს თვით ეშმაკს და მას სულიერ მსხვერპლს შესწირავს.
ბილწსიტყვაობას გამოჩენილი მწერლებიც იყენებენ...
ბილწსიტყვაობა არ არის მხოლოდ ჩვენი დროის თავისებურება, ეს ცოდვა არსებობდა ყოველთვის. რომისა და ელადის შენობების კედ-ლებზე გაკეთებული იყო უწმაწური წარწერები, რომელიც მოსახლე-ობის წუხილს იწვევდა, ისინი მათ საპასუხოდ შემდეგ წარწერებს აკეთებდნენ: "გთხოვთ, აქ უცენზურო სიტყვებს ნუ იხმართ". მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის კრძალავდა ბილწსიტყვა-ობას. წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს: "და საძაგელებაი და სიტყვაი სიცოფისაი გინა ლაღობაი, რომელი არა ჯერ-არს" (ეფეს. 5, 4). ძველი აღთქმის რჯულით, თუ შვილი ძვირს ეტყოდა დედას ან მა-მას, მას მოწმეთა თანდასწრებით ქვებით ჩაქოლვა ელოდა. ასეთივე ხვედრს იზიარებდნენ მეძავები და მრუშები. ქრისტიანობაში მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება არა მარტო ქურ-დობა, კაცის კვლა, მრუშობა და ა.შ. არამედ ყველა მოუნანიებელი ცოდვა რადგანაც, უნანელი ცოდვა ადამიანს განაშორებს ღმერთს და სულიერ სიკვდილს იწვევს. წმ. წერილი გვამცნობს: "სიტყვისაგან შენისა განმართლდები და სიტყვიდანვე დაისჯები". ცნობილია, რომ წმინდანები სიტყვით აღა-დგენდნენ მკვდრებს, კურნავდნენ ადამიანებს, მაგრამ ცნობილია ის შემთხვევებიც, როცა წყევლამ ადგილზე მოკლა ადამიანი. ბოროტი სიტყვა კლავს არა მარტო მას, ვისკენაც მიმართულია იგი, არამედ წარმომთქმელსაც. წმინდა მამები და ეკლესიის მასწავლებლები ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც უფრო ახლო იყო შეხება წარმართობასთან, მკაცრად და დაუღალავად აფრთხილებდნენ ქრისტიანებს ამ სენის წინააღმდეგ. ასე, II საუკუნის ბოლოს კლიმენტი ალექსანდრიელი თავის ლექციაში ამბობს: "შეუფერებელ სიტყვებს არა მარტო ჩვენ უნდა მოვერიდოთ, არამედ მკაცრი შეხედვით, თავის შებრუნებით, შეწუხებული ემოციით, შევაჩეროთ ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან". "რამეთუ პირისაგან გამომავალი ბილწავს კაცს" (მათე 15, 18). აი, რას ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი: "უმჯობესია სიმყრალე ამო-გდიოდეს პირიდან, ვიდრე ბოროტი სიტყვა. როდესაც სიმყრალის სუნი ამოგდის პირიდან, მაშინ არ მიეახლები საერთო ტრაპეზს. ხოლო, როდესაც სულში გაქვს ისეთი სიბილწე, მითხარი, როგორ ბედავ ღვთის საიდუმლოებებთან შეხებას? თუ ვინმემ ჭუჭყიანი ჭურჭელი დაგიდგათ მაგიდაზე, მას მაშინვე ჯოხის ცემით გააგდებთ; ნუთუ, შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ღმერთს, როცა ღვთის ტრაპეზზე (ზიარების დროს კი ჩვენი ბაგეები ნამდვილად ღვთის ტრაპეზია) ბილწ სიტყვებს წარვუდგენთ? არაფერი ისე არ შეურაცხყოფს ღმერთს, როგორც ბილწსიტყვაობა: და არაფერი ისე არ ხდის ადამიანს უსინდისოს, როგორც ბოროტი სიტყვების წარმოთქმა და მოსმენა". ეს ცოდვა იმდენად მნიშვნელოვანი და ყურადღების ღირსია, რომ ეკლესია ამ საკითხს მსოფლიო კრებებზეც კი განიხილავდა. პრობლემის დასაძლევად სახელმწიფოს მხარდაჭერასაც იყენებდნენ. ამ ზომებს მიმართავდნენ განსაკუთრებით მაშინ, როცა წარმართები ბილწსიტყვაობდნენ ქრისტიანებისათვის - წმინდა ადგილებზე.
როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ ბილწსიტყვაობენ?
მაშინვე იესოს ლოცვით ღმერთს მიმართეთ და თუ ამ ხერხმა არ გი-შველათ გადაიტანეთ ცდუნება მოთმინებით და თქვენი თავის განკიცხვით. სქიმონაზონი ალექსანდრე თავის სულიერ მამაზე მოგვითხრობს: "ერთხელ მამა ალექსანდრესთან მოვიდა ერისკაცი, რომელიც ბორო-ტად საუბრობდა სხვებზე და საკუთარ თავზეც. იმ დროს მამასთან იყო ერთი ბერი, რომელმაც ვერ მოითმინა და გავიდა. ერისკაცის წასვლის შემდეგ ბერი მივიდა უხუცესთან და ჰკითხა: - მამაო, მაპატიე, მე დავბრკოლდი იმ სიტყვების მოსმენით. ვფიქრ-ობ, თქვენთვისაც არასასიამოვნო იყო ეს. მამა ალექსანდრემ კი უპასუხა: - მე არცერთი სიტყვა არ გამიგონია, ამ დროს უხუცესის გონება ლო-ცვით იყო დაკავებული - შენ კი კარგი ჰქენი, რომ განერიდე; უკეთესი იყო თავიდანვე არ მოგესმინა". სულიერად სუსტნი გაურბიან ამ ბრძოლას.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |