მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უდიდესი პატივისცემით იკითხეთ და უსმინეთ ბიბლიას

უდიდესი პატივისცემით იკითხეთ და უსმინეთ ბიბლიას


26-05-2016, 00:00

 

რას გვწერენ სახლიდან?

   ასე მას ვეკითხებით, ვინც წერილი მიიღო სახლიდან. ასეთი წერ-ილი ხომ განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესოა მისთვის, ვინც შორეული, სხვის ქვეყანაშია. მაგრამ ეს კითხვა ყველას გვეხება - ჩვენ ყველანი შორეულ სხვის ქვეყანაში ვართ. ძვირფასო ძმებო და დებო, გვწერენ, თუ არა ჩვენ სახლიდან და რას გვწერენ?

  გვწერდნენ, ბევრს გვწერდნენ, იმდენს, რომ ამ წერილებიდან მთელი წიგნი შედგა. ამჟამად არ გვწერენ. ამბობენ, რაც ჩვენ გვჭირდებოდა ყველაფერი დაიწერა და მეტი უკვე არაფერია მოსაწერი. რა წერია წერილებში? რა ხდება სახლში? ყველანი კარგად არიან. მამას ძველებურად ვუყვარვართ, უფროს ძმებსაც ძველებურად ვახსოვართ, ყოველი ჩვენგანისათვის მომზადებუ-ლია დიდებული სასახლე, ყველას გველოდება უამრავი ჯილდო და სიხარული! ამას გარდა გვწერენ, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი სახლი და ნათესავები, და არ გავერთოთ უცხო ქვეყანაში ცუდი მაგალითებით, არ დავამყაროთ ცუდი კავშირები, უარი ვთქვათ და გავექცეთ ყველაფერს რაც სახლში დაბრუნებაში შეგვიშლის ხელს.

   ძმაო ქრისტიანო! გასაგებია თუ არა შენთვის ეს უბრალო საუბა-რი? შენ უკვე დიდი ხანია ხელში გაქვს ეს წერილები, ვინაიდან ხელში ბიბლია გიჭირავს. იცი თუ არა შენ რას გწერენ სახლიდან? რა წერია ბიბლიაში?

 

 

არ გაბედო თავად განმარტო სახარება და საღმრთო წერილის სხვა წიგნები!

 

   „სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა პირით წარ-მოსთქვა, ხოლო წმიდა მამების მეშვეობით განმარტა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვაც და მისი განმარტებაც - სულიწმიდის მადლია. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია! მხოლოდ ამ ერთადერთ განმარ-ტებას ღებულობენ მისი ჭეშმარიტი შვილები!

   ვინც სახარებასა და მთელს საღვთო წერილს თვითნებურად გან-მარტავს, ის უარყოფს მის განმარტებას წმიდა მამების, სული-წმიდის მიერ. ვინც უარყოფს საღვთო წერილის განმარტებას სულიწმიდის მიერ, ეჭვგარეშეა, ის უარყოფს თვით საღვთო წერილსაც.

   მათთვის, ვინც მას კადნიერად განმარტავს, ღვთის სიტყვა სასიკ-ვდილოა, ორლესული მახვილია, რომლითაც ისინი თვითონვე განიგმირავენ თავს, რათა საუკუნოდ წარწყმდნენ. ასე წარიწყმი-დეს სული არიოზმა, ნესტორმა, ევტიხიმ და სხვა მწვალებლებმა, რომლებიც საღმრთო წერილის თვითნებური და კადნიერი გან-მარტებით ღვთისმგმობელობაში ჩაცვივდნენ" (წმ. ეგნატე ბრიანჩა-ნინოვი).

   მართლმადიდებელნო! იკითხეთ ან უსმინეთ ბიბლიას უღრმესი პატივისცემით, როგორც უფლისაგან, ზეციდან გამოგზავნილ წერილს. მასში ყველაფერია, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ცხონები-სათვის. წაკითხვის წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა გაგიხსნათ გონება მისი შემეცნებისათვის. განსაკუთრებით ხშირად იკითხეთ სახა-რება, წმ. მოციქულთა საქმეები, დავითის ფსალმუნები და ეცადეთ წმ. წერილი გაიგოთ ეკლესიის მასწავლებელთა მეშვეობით და ღმერთი არ მიგატოვებთ, შეგიწყალებთ და გაცხოვნებთ.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება