მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > დას, რომელიც ძმის უზნეობით იტანჯება - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

დას, რომელიც ძმის უზნეობით იტანჯება - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


23-05-2016, 00:05

 

   მესმის შენი მწუხარების. როგორც უფროსმა დამ, შენ მას გარდა-ცვლილი დედა შეუცვალე. გაიტანჯე იმის მცდელობით, რომ მას სწავლის საშუალება ჰქონოდა. მის გამო დააყოვნე გათხოვება და ბოლოს საერთოდ უარი თქვი ამაზე, საკუთარ ცხოვრებას დააკელი, ძმისას - შესძინე. ადრე იგი გისმენდა და უყვარდი, ბოლო 2 წელია, საერთოდ შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, ის ღვთისმოძულე გახდა, შენი ღვთისმოსაობის, ლოცვის, ხატების, ეკლესიის დაცინვა დაიწყო, შემდგომ (ვიცი, თუმც შენ ამას არ ამბობ) გარყვნილ ცხოვრებას შეუდგა. ეს უღმერთოების გარდაუვალი შედეგია! გახდა ფეთქებადი, მოღუშული, გაუწონასწორებელი, ზარმაცი, უხეში. იმაზე მეტს ითხოვს, რისი მიცემაც შეგიძლია. სადაც მოახერხა ვალი დაიდო. ის უბრალოდ ცოფდება, როცა რჩევას აძლევ, შეუძლია მოგკლას! სულ სხვა ადამიანად იქცა, თითქოს ბოროტი სული ჩაუსახლდაო. საბრალო დაო! მასში ხომ მართლაც ბოროტი სულია. ეს თავისებური შეშ-ლილობაა, რომელიც უცილობლად ემუქრება ყველა განდგომილს, რადგან შეუძლებელია კაცთაგან ვინმემ ზურგი აქციოს ღმერთს და უფსკრულში არ ჩავარდეს. შეუძლებელია, ღმერთს მოწყდეს კაცი და არ გაუგნურდეს. ამის მაგალითები წარსულსა თუ აწმყოში ისე ბევრია, თითქოს ჭიანჭველების ბუდე ფუთფუთებდეს. თუმცა, მე მხოლოდ ერთი ქალის ამბავს მოგითხრობ, რომელმაც შენი ძმის მსგავსი შვილი გადაარჩინა. როცა დარიგება ისეთივე უსარგებლო გახდა, როგორც წყლის ნაყვა, დედა დადუმდა. ერთი საყვედურიც აღარ უთქვამს შვილისთვის, მაგრამ ლოცვა დაიწყო. ევედრებოდა უფალს, რომ შვილისთვის ავადმყოფობა მოევლინა. შენ იტყვი: „სასტიკი დედა!" შეჩერდი, ბოლომდე ისმინე. ეს იმ ქალმა თვითონ მიამბო. დარწმუნდა, რომ ცისქვეშეთში არავის შეეძლო მისთვის შვილი, გარდა უფალი ღმერთისა და ისიც, გარკვეული ტანჯვის საფასურად. ამიტომაც ევედრებოდა ღმერთს დაესაჯა იგი. დიდხანს ლოცულობდა და მართლაც, ვაჟი დაავადდა, 3 თვით მიეჯაჭვა საწოლს. დედა კი უვლიდა და მის თვალწინ ღმერთს ევედრებოდა. ბიჭი ფიქრობდა, რომ მშობელი უფალს მისი სხეულის გაჯანსაღებას ემუდარებოდა, დედა კი სულის სიმრთელეს ითხოვდა. „უმჯობესია სხეულით მოკვდე, ვიდრე სულიერად" - თავს შთააგონებდა ქალი. ვაჟმა დედის ზრუნვა, სიყვარული და ლოცვა შეამჩნია. ნელ-ნელა გული გაუთბა. როცა ექიმებს იმედი გადაეწურა, ხოლო ბიჭი მკრთალ აჩრდილს დაემსგავსა, იგი უეცრად ატირდა და თქვა: „დედა, ძვირფასო, შეევედრე ღმერთს, რომ არ მოვკვდე!" დედამ კი მიუგო: „აღმითქვი შვილო, რომ მუდამ გემახსოვრა ღმერთი და მისი მადლიერი იქნები, რომ შენი საქციელი შეიცვლება". "ასე იქნება, დედა გპირდები" - უკვე აგონიაში წაიჩურჩლა ბიჭმა. დედა კი თითქოს გრძნობდა, რომ შვილი არ მოკვდებოდა და მადლობა უფალს, იგი მომჯობინდა. ახლა სულით და ხორცით ჯანმრთელია, ცვილივით რბილია, ანგელოზივით ღვთი-სნიერი, მზესავით მართალი და დამჯერი.

   შენც ასევე, დაო, მოეშვი ძმისთვის რჩევებით თავის მობეზრებას. და-დუმდი და ნუ გააღიზიანებ, მას ხომ თითქოს ციებ-ცხელება შეეყარა, ევედრე მისთვის უფალს სიტყვებით: „ყოვლადმოწყალეო უფალო, შენ მრავლად გაქვს ყოველივე, გზაცა და საშუალებაც. ნებისმიერი გზით და საშუალებით განკურნე სული ძმისა ჩემისა. ღმერთო, დაე, ეს იყოს მძიმე სენი, თუნდაც ეწამოს, შენ გევედრები".

   გარდა ამისა, შეარჩიე კიდევ ერთი დღე კვირაში და მისთვის იმა-რხულე. მისი სახელით გაეცი მოწყალება, მაშინ უფალი საჭირო დროს შეარჩევს საშუალებას, რითაც შენი ძმის სულს სიკეთეს მიანიჭებს და ჯანმრთელსა და გონიერს ჩაგაბარებს მას, შენი გულის იარებს საი-დუმლოდ მოეფინება სახარებისეული სიტყვა: „ძმა ესე შენი მომკუ-დარ-იყო და განცოცხლდა". ჭეშმარიტად, დაო, შენი უზომო სიყვარუ-ლი და მსხვერპლი დაჯილდოვდება. 

 

ღმერთმა მშვიდობა და წყალობა მოგანიჭოს!



წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება