მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი20-05-2016, 00:00 |
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი აშკარად ავადმყოფი ადამი-ანის შემდეგ გვიხდება ხატზე ან ჯვარზე მთხვევა და ვშიშობთ, მისგან რაიმე არ გადაგვედოს? პასუხი: ეს შიში ეშმაკის მიერ არის მოგვრილი. უნდა ვიცოდეთ, რომ სიწმინდეებისგან არავითარი სენი, არავითარი ავადმყოფობა არ გადადის. სასწაული, რომლის მხილველნიც ვართ გამუდმებით, ვლინდება იმით, რომ ზოგიერთ ეკლესიაში ზიარებაზე ასობით მაზიარებელი ეზიარება ერთი და იმავე ბარძიმიდან, ბოლოს დიაკვანი ან მღვდელი მიიღებს ხოლმე წმინდა ზიარებას და არავის არასოდეს არ ეყრება სენი.
●●●
კითხვა: შეიძლება თუ არა პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ მოუნა-თლავი ან განდგომილი ჩვენი ცოცხალი ნათესავები და ახლობლები? პასუხი: შეიძლება, სანამ ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ თუ ამ სას-იკვდინე ცოდვებში აღესრულებიან, უკვე აღარ შეიძლება. თუმცა, მათ გარკვეულწილად იქნებ წაადგეთ მოწყალება, რომელსაც მათ სახელზე გასცემთ.
●●●
კითხვა: შეიძლება თუ არა ზიარების წინა ლოცვების ბოლომდე ჩაკ-ითხვა წირვის პროცესში, თუ სჯობს ზიარების შემდეგ წავიკითხოთ ის, რისი წაკითხვაც ვერ მოვასწარით მღვდელმსახურების განმავ-ლობაში? პასუხი: ზიარების წინა ლოცვების წაკითხვა ეკლესიაში - მავნე ჩვე-ვაა. ეს ლოცვები წაკითხული უნდა იყოს ლიტურგიის დაწყებამდე.
●●●
კითხვა: რა სულიერი დახმარება შეიძლება შევთავაზოთ ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ლოთობისათვის თავის დანებება? პასუხი: ეს საშუალებებია: აღსარება, სახარების კითხვა და იესოს ლოცვა; ნაკურთხი წყლის ყოველდღიური მიღება, მოწყალების გაცემა.
●●●
კითხვა: რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სულიერი განვითა-რება? პასუხი: კარგი იქნება, თუ მთლად ძუძუთა ასაკის ყრმას მივიყვანთ ხოლმე ხატებთან. სულიერი თვალსაზრისით ეს უდიდეს საფუძველს უყრის ბავშვის შემდგომ განვითარებას. შემდგომში უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს ხშირი ზიარება, ბავშვის ტაძარში ტარება, მღვდელმსახურთაგან და მშობლებისაგან კურთხევა, წმიდა წყლის პკურება, ლოცვა ბავშვებისათვის სასულიერო ხასიათის საუბრები მასთან და მისი თანდასწრებით.
●●●
კითხვა: რად უნდა იყოს ჩვენი კეთილი საქმეები დაფარული? პასუხი: ეს იმიტომ უნდა ხდებოდეს, რომ ხალხისათვის მათი გამხე-ლა მათზე ზეციურ მოსაგებელს აუქმებს. წმ. თეოფანე დაყუდებული წერს: „რამდენადაც შეგიძლიათ, დაფარეთ თქვენი სულიერი ცხოვ-რებისეული საქმენი და ნურც გამომეტყველებით სხვამხრივ ნუ გაამხელთ მათ".
●●●
კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ მცირედი ცოდვა, როგორც ხშირად განმეორებადი? პასუხი: ასეთი ცოდვა ახლოა მომაკვდინებელ ცოდვასთან. შევადა-როთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა - ქვიშის ნამცეცს. თუ ბევრია ქვიშა, მაშინ შეიძლება დიდი ქვაც გადაწონოს. მაგალითად: სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირი გამეორების შემთხვევაში იგი განაქარვებს მადლს უფლისას და მოიწევს სასჯელს. „წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკვარი სძაგს უფალსა" (ფს. 5, 7).
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |