მთავარი > თანამედროვე მამები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი I) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი I) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


14-05-2016, 14:02

 

 

„ის პიზიცია, რომელსაც კომპრომისებისა და დათმობების გზაზე დამდგარი მწყემსები ირჩევენ, ეკლესიისთვის დამღუპველია. ეკლესიას კი არ უნდა ვწირავდეთ საკუთარი კეთილდღეობისათვის, პირიქით, თავი არ უნდა გვენანებოდეს ეკლესიისთვის"

წმ. ახალმოწამე ბენიამინი

პეტროგრადელი მიტროპოლიტი (დახვრიტეს 1922 წ.).


   დღეს უკვე ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის გარდ-აუვალი გახდა, გაარკვიოს თავისი პოზიცია და გადაწყვიტოს - ვის მხარეზე დადგეს: მართლმადიდებლობის თუ ეკუმენიზმის! განყე-ნებული და ბუნდოვანი მსჯელობა ამ არჩევანის თაობაზე აშკარა სიცრუის სახეს იღებს. ეკუმენიზმი საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა, საკმაოდ კონკრეტული განცხადებები გააკეთა და საკმაოდ გასაგებად გამოამჟღავნა თავისი სულისკვეთება, ამიტომ მართლმადიდებელი ქრისტიანები თავს ისე ვეღარ დაიჭერენ, ვითომც აქ არაფერიაო. თუმცაღა ჩვენი ეკლესიის მრავალი წევრი - ერისკაცი, მღვდელი თუ მღვდელმთავარი აცხადებს, რომ ეკუმენიზმმა შესაძლოა დადებითი როლიც კი შეასრულოს, თუკი მას „გარკვეული" პოზიციიდან მი-ვუდგებით, მაგრამ ამგვარი შეხედულება სავსებით მცდარია. ეკუმენიზმი დამანგრეველ ძალად დარჩება ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმართ, როგორც არ უნდა მივუდგეთ მას - ესაა აშკარა ბოროტება, თანაც დახვეწილი მზაკვრობით, თვალთმაქცური მომხიბლაობით გამორჩეული, რომელიც სულზე თუმცა შეუმჩნევლად მოქმედებს, მაგრამ ქრისტიანის სულიერი ცხოვრების უმთავრესი ცენტრების პარალიზებას ახდენს.

   ჩვენ ვეყრდნობით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვ-რებას, საღმრთო წერილისა და წმ. მამათა გადმოცემების უამრავ მოწმობას, წმ. მოციქულთა კანონებს, დიდი სჯულის კანონს, წმ. მამათა ცხოვრების მაგალითებს, თანამედროვე ბერების, მღვდლების, ერისკაცების უმეტესობის აზრს, ამასთან, ვიმოწმებთ მართლმადი-დებელ მოწამეთა დიდი დასის მიერ დაღვრილ წმიდა სისხლს, როგორც უცილობელ საბუთს და ვამტკიცებთ: ნებისმიერი რელიგი-ური ურთიერთობა მწვალებლებთან, სარწმუნოების საკითხებში მათთან ერთიანობისა და კავშირის მცდელობა, მართლმადიდებლურ სწავლებასა და ყველა ჯურის მწვალებლობას შორის განსხვავებისა და დოგმატური შეურიგებლობის მიჩქმალვა და სხვა ამგვარი თვალ-თმაქცობა, რაც მართლმადიდებლებს ასწავლის დამალონ მათი სარწმუნოების საფუძველთა საფუძველი, მათი სულიერი ცხოვრების არსი, ანუ ის, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია და სხვაგან არსად, არის ქრისტეს ღალატი, ჭეშმარიტი ღმერთისაგან განდგომა!

   ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მტკიცედ გვწამს და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია. გვწამს, რომ ცხონება, ზეციური სასუფევლის დამკვიდრება, კაცის ცხოვრების მთავარი მიზნის - განღმრთობის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია, მხოლოდ მას, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრების მიხედვით ცხოვრობდა, ჩვენს ეკლესიაში დაცულ საიდუმლოებებს ეზიარებოდა, მათი მადლით იყო ნასაზრდოები, სინანულის სულს ითვისებდა, ქრისტეს-მიერი სიმდაბლითა და სიმშვიდის სულისკვეთებით მოღვაწეობდა და არა ხიბლისა და ამპარტავნების სულისკვეთებით, და მტკიცედ მისდევდა ეკლესიის წმ. მამათა მოძღვრებას.

   რაგინდ კეთილად, წესიერ, სასიამოვნო და მოწყალე ადამიანებად არ უნდა მიგვაჩნდნენ სხვა სარწმუნოების აღმსარებელნი, რაგინდ მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს მათთან, ღმერთის შესახებ მათი სწავლების სიმცდარეში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. კაცობრივი სიკეთის გარეგნული სახე ნუ მოგვატყუებს: სიკეთე სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ხშირად სულიერი სიბრმავის გამო ჩვენ არ ძალგვიძს კაცის გარეგნული სათნოებები. ამის გარჩევის უნარს დღეს მხოლოდ მართლმადიდებლობის წმ. მამათა სულიერი მემ-კვიდრეობის სერიოზული შესწავლა გვანიჭებს, მხოლოდ წმ. მამები გვასწავლიან სახარებისეული სიკეთის ცრუ კაცობრივი სიკეთისაგან გარჩევას: მარტოდენ ჩვენი გონება ამ საქმისათვის არ გამოდგება.

  ეკუმენიზმი უმეტესად ცდილობს მიაგნოს რაღაც განმაზოგადებ-ელსა და გამაერთიანებელს სხვადასხვა რელიგიებს, კულტებს, მოძღვრებებსა და მიმდინარეობებს შორის, რისთვისაც მზაკვრულ, მაღალფარდოვან ფრაზებს, ორაზროვან განცხადებებს, არტისტულ რეპლიკებს იყენებს. ხშირად გაისმის სიტყვები: „სიყვარული", „მშვიდობა მთელ მსოფლიოში", „ურთიერთგაგება", „ჰუმანურობა", აგრეთვე ლოზუნგები: „განხეთქილებები - ესაა წყლულები ეკლესიის სხეულზე", „ეძიეთ ერთიანობა, რომელიც ღმერთმა გვამცნო", „დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ყველა მორწმუნის ერთიანობისაკენ მოწოდება", „ჩვენ ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე ვდგავართ", „ილოცეთ, რათა განგვაშოროს განყოფა და მოგვეახლოს ყოვლისშემწყნარებელი სიყვარული" და ა.შ. ხშირად წმიდა წერილიდანაც მოიხმობენ ადგილებს, რომლებსაც არასწორად გან-მარტავენ, განსაკუთრებით ეს ეხება უფლის სიტყვებს: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ" (იოან, 17, 21).

  ყოველივე „გამაერთიანებელს", რასაც ეკუმენისტები აღმოაჩენენ, მყისვე ზეიმითა და აღტაცებით გამოჰფენენ ხოლმე, როგორც ახალ დროშას, ახალ საფეხურს განყოფის დაძლევის გზაზე, როგორც ყველა სარწმუნოების ერთიანობის კიდევ ერთ უეჭველ მტკიცებას; ხოლო ყველა იმ განსხვავებასა და განხეთქილებას, რომელთა დამალვაც ასე ძნელია, ყოველნაირად გმობენ, ბოროტების, ფანატიზმისა და სულიერი სიბრმავის ნაყოფად აცხადებენ - გვირჩევენ „ვერ შევამ-ჩნიოთ" ისინი და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავძლიოთ ეს დასანანი უთანხმოებანი. ეკუმენიზმის ყველაზე მარჯვე დამცველები იმაშიც კი გვარწმუნებენ, რომ „ეკლესიათა გამყოფი კედლები ვერც ზეცას სწვდებიან, ანუ ეკლესიის თავს - ქრისტეს, და ვერც ეკლესიის გულს - სული წმიდას."

   დიახ, მართალია: ეს კედლები ვერც ზეცას აღწევენ, ვერც ეკლესიის „გულს", ისინი მათკენ საერთოდ არც არიან მიმართულნი. ისინი მხოლოდ შეუვალ ზღუდედ განყოფენ ჭეშმარიტ ეკლესიას - ცრუეკლესიებისაგან, ზეცას - ჯოჯოხეთისაგან, ქრისტეს ერთგულებს - განდგომილი სამყაროსაგან! ეს „გამყოფი კედლები" მართლმადიდე-ბელი სარწმუნოების დოგმატური ჭეშმარიტებებია, რომელთა მიზა-ნიც არის ცხონების გზის წარწყმედის გზებისგან გამიჯვნა (ისიც ცხადია, ვის უნდა ეკუთვნოდეს ამ გამყოფი კედლების დანგრევის იდეა!). ყოველი, ვინც სარწმუნოების დოგმატებს შეგნებულად ამახინჯებს, ეკლესიის ზღურბლსაც ვერ გადააბიჯებს, ცხონების გზაზე პირველ ნაბიჯებსაც ვერ გადაადგამს - ეს „კედელი" მას დაბრკოლებად ექცევა ზეცისაკენ მიმავალ გზაზე. გზა კი ერთა-დერთია: მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრების სრული მიღება და მისი მადლისმიერი ცხოვრების სულისკვეთების ზუსტი მიყოლა.

   ეკუმენიზმის მომხრენი ხშირად გვეუბნებიან: „ეკუმენიზმი სულ სხვა რამ არის. - თქვენ არ გესმით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დავუთმოთ მწვალებლებს სარწმუნოებრივ საკითხებში, პი-რიქით: მართლმადიდებლობისაკენ მათი მოზიდვა გვინდა. ჩვენ არა გვაქვს უფლება საკუთარ თავში ჩავიკეტოთ და მხოლოდ საკუთარი სულის ცხონებაზე ვიზრუნოთ, როდესაც მთელი მსოფლიო იღუპება". კი მაგრამ, მართლა ასეა? ვნახოთ!

   რა გვყოფს მწვალებლებისაგან? საიდან დაიწყო ეს განყოფა? ჩვენ გამოვეყავით მათ თუ ისინი თვითონ განუდგნენ ჭეშმარიტებას, როდესაც ყური არ ათხოვეს ეკლესიის ხმას, რომელიც ერთობით მოუწოდებდა, არ ჩაედინათ ასეთი უგუნურება, მიუთითებდა შეცდო-მებზე, დაწვრილებით განიხილავდა მათი დამღუპველი სიახლეების ყოველ პუნქტს? ამგვარად, ჩვენ კი არ გამოვყოფივართ მათ, თვითონ ისინი განეშორნენ ჭეშმარიტებას! და თუ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მათი დაბრუნება გვსურს, პირველ ყოვლისა რაზე უნდა ველაპარაკოთ, თუ არა განყოფის მიზეზზე, თუ არა იმ უთანხმოებებსა და განსხვავებებზე სარწმუნოებრივ საკითხებში, რაზედაც უწინ უკვე იყო დაწვრილებითი მსჯელობა? მაგრამ როგორ, როდესაც თვით „წესდება" ეკუმენისტური ყრილობებისა კრძალავს სარწმუნოების დოგმატებზე კამათს? და არც არსად გაგონილა, რომ ეკუმენისტები დოგმატებზე მსჯელობდნენ. თუ მოხდა და ხელი მიჰყვეს დოგმატების კვლევას, ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ როგორღაც მიაგნონ დოგმატური განსხვავებების გვერდის ავლის გზას. ასე იყო სწორედ ახლახანს, მონოფიზიტებთან შეერთების მცდელობისას, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნების დოგმატის პრინციპულად სხვადასხვა განმარ-ტებას ეკუმენისტები რაღაც გაუგებრობად წარმოგვიდგენდნენ, რომელიც თითქოს „ოდნავ განსხვავებული" საღმრთისმეტყველო ტერმინოლოგიის გამო წარმოიშვა. დოგმატებზე საუბარი არც ეკუმენისტურ შეკრებებზე გაისმის, არც კერძო შეხვედრებზე, არც კონფერენციებზე ერთობლივი მგზავრობის დროს და არც იქ მოწ-ყობილ საღამოებსა თუ ბანკეტებზე.

   ეს როგორაო? ჩვენ ვიცით და გვწამს, რომ მათ აღმსარებლობას და-მღუპველი მანკი აქვს, მათი სარწმუნოება ამახინჯებს სწავლებას ცხონების შესახებ, მათ დაკარგეს ცხოვრების წყარო, ცხონების გზა მხედველობიდან გამოეპარათ და არასწორ გზას ადგანან, და ჩვენ კი ვდუმვართ? მათთან ერთად უდარდელად ვსვამთ ყავასა თუ შამპანურს, ტკბილად ვმასლაათობთ ათას წვრილმანზე, ერთმანეთს შოკოლადით ვუმასპინძლდებით, მთავარზე კი - სიკვდილ-სი-ცოცხლის საკითხზე - კრინტსაც არა ვძრავთ? თუ იგი არც მიგვაჩნია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად?

   იქნება გვითხრან, რომ ეს თავისებური „დიპლომატიაა", რომ გარე-გნული გულითადობა ჩვენკენ მოიზიდავს მწვალებლებს და მერე უკვე მართლმადიდებლობის სიღრმეც გამოეცხადებათ? ალბათ პავლე მოციქულის მაგალითსაც მოგვიყვანენ, რომელიც ამბობდა: „ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაი, რაითა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა ვითარცა სჯულსა ქუეშე მყოფი, რაითა სჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე; უშჯულოთა თანა ვითარცა უშჯულოი, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაითა უშჯულონი შევიძინნე; ვიქმენ უძლურთა მათ თანა ვითარცა უძლური, რაითა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნნე" (1 კორ. 9, 20-23); ან მაკარი დიდს მოგვაგონებენ, რომელმაც კეთილი მოპყრობით წარმართთა ქურუმი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია; ალბათ უფლის სიტყვებზეც მიგვითითებენ: „რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს" (მარკ. 9, 40); იოანე ოქროპირის სიტყვებსაც შეგვახსენებენ, რომ მწვალებლებს „რბილად" უნდა მოვექცეთ, რათა ისინიც ცხონების გზას დაადგნენ, ბევრ სხვა რამესაც გვეტყვიან თავის გასამართლებ-ლად. მაგრამ იგივე პავლე მოციქული მბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დაშჯილ" (ტიტ. 3, 10-11). მოციქულთა კანონები კატეგორიულად გვიკრძალავენ მწვალებლებთან ერთად ლოცვას, მათგან კურთხევის აღებას, მათთან ერთად დღესასწაულის გადახდას, მათგან სადღე-სასწაულო ძღვენის მიღებას, ტაძარში მათ შეშვებას (მოციქულთა კანონები 10, 11, 45, 46; ლავდიკიის კრების კანონები 32, 33, 37, 6). შეგვეძლო მოგვეყვანა აურაცხელი დარიგება მამებისა, რომლებიც გვასწავლიან ფრთხილად მოვეკიდოთ უცხო სარწმუნოების აღმსა-რებლებს და ვერიდოთ მათი ერესების შხამს.

   მაგრამ მთავარი გაუგებრობა აქ შემდგომში მდგომარეობს: პავლე მოციქულის ყველა ზემომოყვანილი „ხერხი", მაკარი დიდის გუ-ლითადობა, უფლის დარიგება, რომ არ უნდა უარვყოთ ისინი, ვინც ჩვენკენ მოდის, არის ერთგვარი ანკესი, რომელიც ჭეშმარიტების უმეცარ ადამიანს იზიდვს, უფრო მიმნდობსა და გახსნილს ხდის მას. მაგრამ ცხადია, იგულისხმება, რომ ამას თან მოსდევს ჭეშმარიტი მოძღვრების გადაცემა - ესა მოძღვრება ჩვენი სარწმუნოების არამარტო სასიამოვნო და სასიხარულო მხარეებზე, არამედ ჯვარცმაზე, თავ-განწირვაზე, ჩვენი ვნებებისა და გულისთქმების დათრგუნვაზე, საკუთარი ნების დათმობაზე, ეკლესიის მთელი სწავლების მკაცრ დაცვაზე. მაგრამ შეხედეთ: უცხო სარწმუნოების აღმსარებლებს, რომლებიც თითქმის სავსებით „მოინადირეს", კიდევაც დაუმეგობრდ-ნენ და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაც შეძლეს, ეკუმენისტები უკვე ტაძრის კარამდეც მიაცილებენ, შიგნითაც უშვებენ, საკურთხევლშიც შეჰყავთ, იქ ერთად ლოცულობენ და ამბორს-უყოფენ ერთმანეთს - და მაინც, ჩვენ სარწმუნოების ჭეშმრიტებასა და მათი აღმსარებლობის ერეტიკულობაზე, ანუ დამღუპველობაზე მაშინაც კი არაფერს ეუბ-ნებიან! (გაგრძელება...)




არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება