მთავარი > პატრიარქის ქადაგებები, მთავარი გვედის ფოტო > „ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი“- უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II
„ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი“- უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II7-04-2016, 13:59 |
დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი-არქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხო-ველში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესის თქმით, მთელი მართლმადიდებლობა დღეს ღვთისმშ-ობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს და ეს დღე განსაკუთრებული დღეა. „როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღე-სასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვ-მადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული", – განაც-ხადა უწმინდესმა. „დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოს-ცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადა-მიანის გულში", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურ-თიერთობა და კაცობრიობა ეძებს მიზეზს ამ დაძაბულობისა. უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა ადამიანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს. პატრიარქმა ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტა-ძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათაც ულოცავს ამ დღესასწაულს. „თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში", - განაცხადა უწმინდესმა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |