მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მონაზვნობის შესახებ (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მონაზვნობის შესახებ (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


9-05-2016, 00:01

 

   ჩვენ ვილაპარაკეთ რაციონალიზმის, როგორც დასავლური მონაზვ-ნობის დამახასიათებელ მოვლენაზე. თუმცა კეთილი საქმეების თეორიამ შეიძლება მისტიკის სულიერი სამყარო წარმოშვას, სადაც რაციონალიზმს ემოციების კულტი ავიწროებს. ეს პოეტური აღმაფ-რენის, ექსტატიკური მდგომარეობის ნათელი გამოხატვის მისტიკაა, სადაც ადამიანი საკუთარი განცდების გურმანი ხდება. ასეთმა გრძნობადმა მისტიკამ შეიძლება ისეთ დაძაბულობას მიაღწიოს, რომ მის მიმდევარს, ჯვარცმული იესოს ვიზუალური წარმოდგენისას და მასთან ამპარტავნული გაიგივებისას, ხელსა და ფეხზე სტიგმატური იარები უჩნდება.

   დიახ, მართლმადიდებლური მისტიკაც ლაპარაკობს ქრისტეს მიმს-გავსების შესახებ. მაგრამ მხოლოდ გულის განწმედის შინაგანი ღვაწლით, სულიწმიდის მოხვეჭის გზით. კათოლიკურ მისტიკაში ასეთი მსგავსების მიღწევას გარეგნული მიბაძვის საშუალებითა და თვალისმომჭრელი წარმოსახვითი მედიტაციებით ცდილობენ.

   მართლმადიდებელი ასკეტი არასოდეს გაუტოლებს თავს ქრისტეს, პირიქით, რაც უფრო ახლოა იგი ღმერთთან, მით უფრო მეტად ჩაახედებს მას მადლი საკუთარი გულის სიღრმეში.

   ასკეტი საკუთარ თავს ცოდვის ჩირქოვანი წყლულებით დაფარულ კე-თროვნად აღიქვამს. რაც უფრო ღრმაა მისი სულიერება, მით უფრო ნათლად ხედავს სულის უფსკრულში გველებივით ჩაბუდებულ ადამიანურ მანკიერებას. საკუთარ თავში მთელი კაცობრიობის დაცემას ჭვრეტს. მართლმადიდებელი მონაზონი თავს ქრისტეს კი არა დემონს ადარებს და ჩადენილ კეთილ საქმეებს არ ითვლის, არამედ მხოლოდდამხოლოდ ღვთის სიყვარული და გულმოწყალება ეიმე-დება.

   ღვთის მადლი მართლმადიდებელი მოღვაწისგან მისი სრულყოფ-ილების სიმაღლეს იფარავს. სადაც ამაყი თავმოყვარეობაა, იქ არ არის მადლი. აღფრთოვანებული, ემოციური მდგომარეობა სინანულს აშთობს ან გარეგნულსა და თეატრალურს ხდის მას. ამის მაგალითი თვითმგვემთა სექტაა. ისინი, ბრბოებად იკრიბებოდნენ, ქალაქებსა და სოფლებში დადიოდნენ, თავს შოლტით სისხლის დადენამდე იცემდნენ და თავიანთ ცოდვებს ხმამაღლა გაჰყვიროდნენ. კათოლ-იკური ასკეტიზმის გმოჩენილმა წარმომადგენელმა, ფრანცისკ ასიზი-ელმა თქვა: „მე აკრობატი ვარ ღვთისა". იეზუიტები ანთებული ჩირაღდნებით წარმოდგენებს, მასკარადის მსგავს საზეიმო მსვლელო-ბებს მიმართავდნენ, მონასტრის სტოვებში საეკლესიო თემაზე თეატრა-ლურ წარმოდგენებს დგამდნენ.

   მართლმადიდებელი მონაზვნებისთვის მსგავსი სანახაობები უცხო იყო, მათი ღვაწლი - დაფარული. ისინი ხალხს ხელოვნური მეთოდით არ იზიდავდნენ. ღვთის მადლი ეწეოდა მათკენ ადამიანთა გულებს. მორწმუნეები უდაბნოში მიდიოდნენ. მოღვაწე ბერს რომ შეხ-ვედროდნენ, მონასტრის კარიბჭესთან საათობით იდგნენ, რომ მხოლოდ დაენახათ და კურთხევა აეღოთ მათგან. ადამიანები ინტუ-იციით მიისწრაფვოდნენ იმ უხილავი სულიერი ნათლის არეში შესასვლელად, რომელშიც მლოცველი ბერები იყვნენ, რომელთაც მადლი და შინაგანი ლოცვა მოინაგრეს. ამ ნათელში, როგორც ღვთის სიყვარულის სხივებში, მათი გულები თბებოდა და ლღვებოდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვის უხეში ქერქისაგან. ისინი ეხებოდნენ სხვა ცხოვრებას, განიცდიდნენ მარადიულობის სუნთქვას.

   ადამიანის ცხოვრებაში ასკეტთან შეხვედრა და ურთიერთობა ყველ-აზე მნიშვნელოვან მოვლენად რჩებოდა. ეს ნათელი უფრორე, ვიდრე ყველა წიგნი, მას ცხოვრების, ტანჯვისა და ბრძოლის არსს უხსნიდა. სიწმიდესთან შეხვედრა - საუკუნოვან საიდუმლოსთან შეხებაა. წმ. მამები ამბობდნენ: „ჭეშმარიტი სიკეთე მხოლოდ მადლს შეუძლია ქმნას". შეიძლება დავამატოთ „უმაღლესი სიკეთე - თვით მადლია". წმიდანებთან ურთიერთობისას ადამიანები მოუხსნელ ძალას იღებ-დნენ, შინაგან ფერისცვალებას გრძნობდნენ. ხატოვნად რომ ვთქვათ, წმიდანის გულში მოციმციმე ნათელი ადამიანთა სულებში ისახებოდა ისე, როგორც მზის ათინათი ირეკლება მისკენ მობრუნებულ სარ-კეებში.

   მოწყალების ღვაწლზე ძნელია ცხოვრება მდუმარებასა და ლოცვას მიუძღვნა. გულის სიღრმეში ლოცვის აღვლენა ჯოჯოხეთის ძალებთან შერკინებას ნიშნავს. ეს ძალები ცდილობენ ლოცვის ცეცხლი ჩააქრონ, სიტყვები ისე დაგლიჯონ და განაბნიონ, როგორც ქვიშა. პატერიკებში ბევრი შემთხვევაა მოთხრობილი, როდესაც დემონი მონაზვნებს განმარტოებიდან ერში კეთილი საქმეების საკეთებლად გასვლას ევედრებოდა. დემონი რა ძალითაც წინაღუდგება ლოცვას, იმის მიხედვით შეიძლება იმსჯელო რამდენად საძულველია იგი მისთვის. თითქოს ჯოჯოხეთი დაატყდება თავს მლოცველს, როგორც მდინარის ტალღები ასკდება ჯებირს. ზოგჯერ ეს სულიერი ბრძოლა იმდენად მტანჯველია და ძალების ისეთ დაძაბვას მოითხოვს, რომ ადამიანი მზადაა ლოცვის ნაცვლად ყველაზე მძიმე სამუშაო შეასრულოს. ამიტომაც ამბობდნენ წმიდა მამები „მომეცი სისხლი, მიიღე სული". მონაზვნური ცხოვრება საკუთარი სისხლით მორწყული საფეხურებით აღმასვლაა, ამას ვერ ხედავს და ვერ გაიგებს სამყარო.

   წმიდა მამები სამ შეუწყვეტელ მონაზვნურ საქმიანობას მიუთითე-ბენ, პირველი - სიფხიზლე, გულის ზრახვებისაგან, წარმოსახვებისა-გან, ჩვეულებისაგან, ყველაფერი გარეგნულის, დროებითისა და წარმავალისაგან გონების განწმედაა. ხუთ გრძნობას სულის კარებს უწოდებენ. მონაზვნისთვის ისინი დახშული უნდა იყოს. გონებამ უნდა გააკონტროლოს ინფორმაციის ტალღა, რომელსაც ადამიანი უშუალოდ შთაბეჭდილებებიდან, წიგნებიდან, საუბრებიდან და ა.შ. იღებს. სიფხიზლე - სულის მარხვაა. ინფორმაციის სიჭარბე, ისვე როგორც ზედმეტი საკვები, სულს აზარმაცებს და აუძლურებს. სიფხიზლის ანტონიმია სიმთვრალე. მიწიერზე მიჯაჭვებას სული სიმთვრალის მდგომარეობამდე მიჰყავს. ხშირად სიმთვრალე დაცემით მთავრდება, ხოლო მონაზონისთვის მიწიერის მიმართ ჟინი, უკვე ღვთის ღალატი და სულიერი მრუშობაა, თუნდაც, ეს სურვილი სუფთად და ლამაზად გვეჩვენებოდეს.

   მეორე საქმიანობაა - მღვიძარება. ის მჭიდრო კავშირშია სიფხიზლე-სთან. თუ სიფხიზლე - გონების მდგომარეობაა, მღვიძარება - ნებისყოფის დაძაბვაა, ჩვენი აზრებისა და გრძნობების სათავე - საკუთარი გულისადმი ყურადღებაა. გონება არა მარტო ცოდვისმიერ, არამედ უცხო აზრებსაც მღვიძარებით აღმოაჩენს და ლოცვით განდევნის, მონაზავნის მესამე საქმე - განუწყვეტელი, გულისმიერი ლოცვაა. ლოცვის სიტყვებით სული ღმერთს მიმართავს. ლოცვა - ყველაზე მთავარია მონაზვნურ ცხოვრებაში. წმიდა მღვდელმთავარმა იოანე ოქროპირმა ამიტომ უწოდა მას ყველა სათნოების დედოფალი. მართლმადიდებლური სწავლება თაბორის ნათლის შესახებ განმარ-ტავს ლოცვის საიდუმლოს, როგორც სამყაროსადმი უმაღლეს მსახურებას. კაცობრიობის მიერ დაგროვილ ბოროტებისა და ცოდვის უზარმაზარ ძალას წინაღუდგება ლოცვა. მოუნანიებელი ცოდვები უხილავ ღრუბლებად ჩამოწვნენ სამყაროს თავზე, მოვა დრო, როცა ატყდება ჭექა-ქუხილი - აპოკალიფსური კატასტროფები, რომლის წინაშეც კაცობრიობის ამაყი და დამნაშავე ნაწილი უძლური აღმოჩ-ნდება. მაგრამ ბოროტების ძალას სიკეთის ძალა აღუდგება, სიბნელის თავადს - სინათლის მეუფება, ამიტომაც, ერთი მოღვაწე მონაზვნის ლოცვა ათასობით სიცოცხლეს იხსნის.

   თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული შემაკავ-ებელ ძალაზე (2 თეს. 2, 7) ლაპარაკობს. ისტორიის ბედი, ცათა-მბრჯენების სინათლეებით გაჩახჩახებულ მსოფლიოს დედაქალა-ქებში კი არა, მონაზვნების კელიებში წყდება. სანამ დედამიწაზე ჯერ კიდევ არიან თაბორის ნათლის მატარებლები - სამყარო იარსებებს (ღმერთმა სოდომს ათი მართლის გულისთვის შეწყალება აღუთქვა), ხოლო როცა ამ ნათლის უკანასკნელი სხივი ჩაქრება, კაცობრიობა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს.




არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება