მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მონაზვნობის შესახებ (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მონაზვნობის შესახებ (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


8-05-2016, 00:08

 

   XIV საუკუნეში ბიზანტიის დიდების მზე ჩაესვენა. იმდროინდელი ღვთისმეტყველი - რაციონალისტები, რომელთა ბირთვი გრიგოლ აკინდინის პროკათოლიკური პარტია იყო, ცდილობდნენ სწავლება თაბორის ნათლის შესახებ ერესად წარმოედგინათ, ხოლო ათონელი ისიხასტები - უსწავლელ ფანატიკოსებად. წმიდა მამათა ტრადიციების მთავარ დამცველად ათონელი განდეგილი ბერი, შემდგომში თესა-ლონიკის მთავარეპისკოპოსი, განთქმული მღვდელმთავრი გრიგოლ პალამა გამოვიდა. ამ კამათმა ისეთი ფართო გამოძახილი ჰპოვა, რომ მეფე და პატრიარქი იძულებულნი გახდნენ, პრობლემის გადასაწ-ყვეტად რამდენიმე საეკლესიო კრება მოეწვიათ.

   რაციონალისტები, დაუსაბამო, ღვთიური ნათლის სწავლების უარ-ყოფით, სამყაროსა და ეკლესიისთვის მართლმადიდებლური ასკე-ტიზმის მნიშვნელობას უარყოფდნენ. იესოს შინაგან ლოცვას, როგორც სუბიექტურ, ფსიქოლოგიურ ფენომენს ისე განიხილავდნენ. (ბუნებ-რივია, რომ მღვდელმთავარ გრიგოლის მოწინააღმდეგეთაგან ბევრი შემდგომში იტალიის ემიგრაციაში წავიდა და კათოლიციზმი მიიღო).

   რაციონალისტები მიმართავდნენ ფილოსოფიას, ე.ი. ადამიანის გონ-ების უხილავ მადლს, რომლისთვისაც ჩვეულია დროებითისა და ძირითადის წრეში ტრიალი. მათ სურდათ ლოგიკაზე მაღლა მდგარი სულიერი სამყაროს მოვლენის არისტოტელეს სილოგიზმებით გან-საზღვრა, პლატონის დიალოგებით სახარების კომენტირება. მართლ-მადიდებლები კი, პატრისტიკული ტრადიციისა და მონაზვნური გადმოცემის მატარებლები იყვნენ. თუმცა, ათონელ ბერებს შორის არც თუ ისე ცოტას, ბრწყინვალე ფილოსოფიური განათლება ჰქონდა და დიალექტიკის ყველა ფანდს ფლობდა, ისინი ჭეშმარიტების მთავარ კრიტერიუმად წმიდა მამების, აღმოსავლელი მისტიკოსებისა და ასკეტების გამოცდილებას აღიარებდნენ. თაბორის ნათლის შესახებ შეიძლება იცოდეს მხოლოდ მან, ვინც თავად მოიღვაწა იგი. ათონის მთის მონასტრის წარმომადგენლები თავიანთ „ტომოსში" სინათლის სამი სახეობის არსებობის შესახებ წერდნენ: პირველი-მატერიალური, გრძნობადი შუქი, რომლითაც ადამიანი სამყაროს საგნებს ხედავს. ეს შუქი არა მარტო ადამიანებისთვისაა მისაწვდომი, არამედ დანარჩენ ცოცხალ არსებათათვისაც. აქ ადამიანს ცხოველთან ან მწერთან შედარებით უპირატესობა არა აქვს. ეს შუქი სხეულებრივია.

   სინათლის მეორე სახეობა მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათე-ბელი. ინტელექტუალური შუქია-გონების ნათელი. ამ შუქში ადამიანს შეუძლია შორეულის წარმოდგენა, წარსულის მოგონება, მომავლის ვარაუდი. ეს მეცნიერების, ფილოსოფიის, ხელოვნების ნათელია. ის შეიძლება კაშკაშა და ინტენსიური იყოს, მაგრამ ისიც მიწიერ-დროებით ცხოვრებას ეკუთვნის. ადამიანის ბუნებრივ ფსიქოლოგიურ შესაძლებლობას წარმოადგენს და არსებობის მეტაფიზიკური სიღრ-მეების განათება არ შეუძლია. ეს სამშვინველისეული შუქია.

   არის, კიდევ, სინათლის მესამე სახეობა - სულიერი შუქი, დაუსაბამო და ხელთუქმნელი, რომელიც მოღვაწეებს ღვთის ჭვრეტითა და ლოცვით გულის განწმენდით ეცხადება. ეს სარწმუნოების ნათელია, სულიერი განჭვრეტისა და ინტუიციის, თაბორის ფერისცვალების ნათელი. არანივთიერი სული, რომელსაც შეუძლია ანათოს წმი-დანებში, მათი სული და სხეული გარდასახოს და ქრისტეს მიამს-გავსოს. მონაზვნობა - თაბორის ნათლის ძიება და ღვთის სილამაზის მისტიკური ჭვრეტაა. ამიტომაა მონაზვნობა შინაგანი, იდუმალი, სამყაროსთვის უხილავი ცხოვრება, დასავლეთის ეკლესიამ ნათლის სამი სახის შესახებ სწავლება უარყო, ამით მონაზვნობის არსიც უარყო და მხოლოდ მისი გარეგანი ფორმა დატოვა. რაციონალისტებს სურთ მონაზვნობა ღვთისადმი ადამიანის სიყვარულის საიდუმლოდან კაცობრიობის ხილულ სამსახურად გარდაქმნან. სურთ „ქებათა ქება" პროზის ენაზე გადააწყონ. დასავლურმა ეკლესიამ მონაზვნობა სპეციალობებად დაყო - განსაზღვრული დავალებებითა და პროგრა-მებით. მონაზვნური აღთქმა განიხილება როგორც კეთილი საქმეების საკეთებლად მიზანშეწონილი და მოხერხებული ფორმა, ყოველ მონაზვნურ ორდენს (ე.ი. საქმიანობის სფეროს) მისი საერთო წესდება აქვს. დამახასიათებელია ისიც, რომ ეს წესდებები თანამედროვეობის მოთხოვნილებების ცვლილებების შესაბამისად მუდმივ შესწორებასა და ცვლილებას განიცდის.

   თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კათოლიეებს აქვთ მონასტრები ძალიან მკაცრი ტიპიკონით, მთელი ცხოვრება მონასტრის ზღუდეს იქით გასვლის აკრძალვით. ეს იმას მეტყველებს, რომ მონაზვნობა, როგორც მოთხოვნილება ადამიანის სულის სიღრმეში ამოუძირკვავია. მაგრამ დასავლეთისთვის ასეთი მონასტრები დამახასიათებელი არ არის, გამონაკლისს მხოლოდ ისინი წარმოადგენენ. ამავე დროს, იეზუიტების და დომინიკანელების ორდენებმა არა ერთხელ და-ამტკიცეს თავიანთი იდეისათვის თავგანწირული, მოწამეობრივი მსახურება. მათ შეცდომებისა და ცდუნებების მაგალითები უფრო მეტი ჰქონდათ, როგორც ველური ჰიბრიდების სიმბიოზს, რომლებიც დეფორმაციას განიცდიან და იმსხვრევიან საკუთარ თავთან წინააღ-მდეგობაში.

   მონაზვნობა - ეს სამყროსგან შინაგანი და გარეგანი განდგომაა. ამ გა-გებით მონაზონი სათბურის ყვავილს ჰგავს. როცა ორანჟერეის ჭუჭრუტანიდან სიცივე აღწევს ყვავილები იღუპებიან, ხოლო მათ ადგილას უფრო გამძლე ბალახი მოდის. მონაზვნურ აღთქმასა და ერში მუდმივად ყოფნას შორის შეუსაბამობა შინაგან ღრმა დაუკ-მაყოფილებლობას იწვევს. ეს გრძნობა ნებისყოფის ძალით შეიძლება დათრგუნო, შიგნით ღრმად მოამწყვდიო, მაგრამ აღმოფხვრა ძნელია. შეიძლება ვნებების ძლიერი შემოტევის დროს ან ამაყ თვითდა-ჯერებულობაში პერიოდულად გამომჟღავნდეს.

   

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება