მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > აღზრდის აუცილებლობა

აღზრდის აუცილებლობა


7-05-2016, 00:04

 

„ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს. შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს. შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს. აღესრულა მამამისი და, თითქოს არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი. ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე" (ზირ. 30, 1-5)

 

„გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად. გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს. ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღჭრიალო. ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში და გვედრები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს, გაწვრთენი შვილი და იშრომე მასზე, რომ მისი უხამსი საქციელი თავშისაცემი არ გაგიხდეს" (ზირ. 30, 8-13)

 

   საუკეთესო მემკვიდრეობა, რომელიც მშობლებს შეუძლიათ შვილებს დაუტოვონ, კეთილსინდისიერი აღზრდაა. ის გაცილებით დიდი ფასეულობაა, ვიდრე დედამიწის ყოველგვარი სიმდიდრე და სიამე ერთად აღებული. ეს ჭეშმარიტება კარგად ჰქონდა გააზრებული, ჯერ კიდევ უძველეს დროში, ბრძენ პლუტარქეს და თავის წიგნში აღზრდის შესახებ შემდეგი აზრი გამოთქვა: „არაფერია იმაზე ამაღლებული, ვიდრე შვილების აღზრდა: ის უნდა იყოს დასაწყისი და დასასრული მშობლების საზრუნავისა. ყოველგვარი ამქვეყნიური სიამე მაცდუნებელი და შემთხვევითია, ხოლო კეთილსინდისიერი აღზრდა მარადიული, მყარი, ღვთაებრივი სათნოებაა". როგორ მივცეთ ბავშვებს ეს უმაღლესი სათნოება და როგორ მივაღწიოთ მიზანს?

   რა თქმა უნდა, ძირითადად მშობელია შვილების აღზრდაზე პასუ-ხისმგებელი და უკეთურ აღზრდაში ბრალს ვერავის დასდებს. ახლა ვისაუბროთ იმის შესახებ, ა) საჭიროა თუ არა აღზრდა? ბ) როდის უნდა დავიწყოთ აღზრდა? და გ) რაში მდგომარეობს ის.

  ა) XVII ს-ის მეორე ნახევარში საფრანგეთში ჟან ჟაკ რუსომ შექმნა სწავლება ბავშვების აღზრდის შესახებ, რის შედეგადაც ათასობით ბავშვს მიაყენა ზიანი. ის ასწავლიდა, რომ ბავშვი კეთილი და უმანკო იბადება. ამიტომ, თუ ბავშვს თავის ნებაზე მივუშვებთ, ის აუცი-ლებლად კეთილი, უმანკო და შეურყვნელი დარჩება. აღზრდა არა თუ საჭირო, - საზიანოცაა. როცა ბავშვი მშობლების, პედაგოგების, აღმზრდელების ზემოქმედების ქვეშ ექცევა, ის შედეგად ცუდიც ხდება. თუ რამდენად მცდარია ასეთი სწავლება, ამაში როგორც გამოცდილება, ისე ღვთაებრივი გამოცხადებაც გვარწმუნებს. გამოც-დილება გვიჩვენებს, რომ სრულიად პატარა, ძუძუთა ბავშვებს, სრულიად უმანკოთ, უკვე გააჩნიათ საკუთარი უარყოფითი და მავნე თვისებები. მათში ხშირად შეინიშნება ურჩობა, თავნებობა, ჭირვე-ულობა, გაღიზიანება. არიან ბავშვები, რომელთაც ბუნებით აქვთ მიდრეკილება სიზარმაცის, სიცრუის, სიძუნწისა და ქურდობისაკენ.

   მაგრამ რაც შეგვიძლია შევამჩნიოთ ყოველდღიური გამოცდილებით, იმას გვიდასტურებს, წმ. წერილიც. სწორედ უკანასკნელი გვასწავლის, რომ ბავშვი იბადება შთამომავლობითი ცოდვებით და ამ შთა-მომავლობითი ცოდვის გამო ბავშვის ბუნება მიდრეკილია უფრო ბოროტების, ვიდრე სიკეთისაკენ. მაშასადამე, ამ მიდრეკილებას ცოდვისაკენ ბავშვი თავის თავში ატარებს და სხვისგან არ ღებულობს მას. მართალია, ისევ წმ. წერილი გვასწავლის, რომ ბავშვის სული ნათლობის საიდუმლოთი იწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, მაგრამ ნათლისღებით შესუსტებული ცოდვისადმი მიდრეკილება არ აღმოიფხვრება სრულიად. გამოცდილებაც და წმ. წერილიც გვას-წავლის, რომ ბავშვი ცოდვილი ბუნებით იბადება, აქედან გამომდინარე კი ბავშვი არ უნდა დარჩეს აღზრდის გარეშე, პირიქით, იმისათვის, რომ ბავშვი ზნეობრივ და სათნო არსებად გაიზარდოს, ის აუცილებლად, კეთილსინდისიერი აღზრდის ზემოქმედების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ბავშვის ცოდვისმიერი მიდრეკილებები აუცი-ლებლად უნდა მოვთოკოთ და სათნოდ წარვმართოთ.

  ბ) ასე რომ, ბავშვის აღზრდა აუცილებელია. ხოლო თუ აღზრდა აუცილებელია, მაშინ როდის, რა დროიდან, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ იგი? ამ შეკითხვაზე სწორ პასუხს გვაძლევს გამოცდილება და ღვთაებრივი გამოცხადება. ორივე გვასწავლის, რომ აღზრდა ბავშვის დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ. ამ სიტყვების ჭეშმა-რიტებაში ბუნების ცქერითაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ. თუ ვინმეს სურს ხე სწორად გაიზარდოს, მან ხე თავიდან რამეს უნდა უნდა მიაბას და გულმოდგინედ მოუაროს, - დაიცვას მავნე მწერებისაგან, მოაჭრას უსარგებლო რტოები და სანამ ნორჩია, მისცეს მას სწორი მიმართულება. ასევე უნდა მოვიქცეთ ბვშვებთან მიმართებაშიც. ბავშვი ნორჩი ხეა, მშობლები - თავიდანვე გულმოდგინედ უნდა უვლიდნენ შვილს, უნდა განწმინდონ ის ცოდვისაგან, ბოროტი და ვნებიანი მიდრეკილებებისაგან, უნდა მოკვეთონ თავმოყვარეობის, ურჩობისა და ჭირვეულობის ველური რტოები და ბოლოს, მათ ბავშვს უნდა მისცენ სწორი მიმართულება და ჩვილობიდანვე ქრისტიანულ მორჩილებასა და დისციპლინას შეაჩვიონ. ბავშვის გული ბაღია, ხოლო მშობლები - ღვთისგან დადგენილი მებაღეები. ეს ბაღი მებაღეებმა ჩვილობის ასაკიდანვე უნდა გაწმინდონ ეკალ-ბარდისაგან. თუ მშობლები ბოროტებას შეუშვებენ შვილების გულში, მათ გაუძნელდებათ მისი გაწმენდა. ამასვე გვასწავლის წმ. წერილი და გამოცდილება. ბრძენი ზირაქი გვასწავლის: „გვედრები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი აიღოს" (ზირ. 30, 12). ხედავ, ქრისტიანო მშობელო, რამ გამოიწვია ის, რომ ბავშვები არ არიან მორჩილნი და მოკრძა-ლებულნი? ეს იმიტომ მოხდა, რომ შენ თავიდნვე არ იზრუნე მათ აღზრდაზე, იმიტომ რომ შენ არ მიაჩვიე ისინი მკაცრ მორჩილებას, როცა ისინი პატარები იყვნენ. მოუსმინე, რას ეუბნება წმ. იოანე ოქროპირი ამის შესახებ მშობლებს: „განა საკუთარი ნებით არ მოივლინე ეს განსაცდელი? შენ გულმოდგინედ უნდა აღგეზარდა ის, მიგეჩვია წესრიგსა და ვალდებულების შესრულებას. და მაშინ განგეკურნა მისი სულის სნეულებანი, როცა ამის გაკეთება გაცილებით იოლი იყო, როცა მისი გულის ნიადაგი იოლად დასამუშავებელი იყო, მაშინ უნდა ამოგეძირკვა ის სარეველა, როდესაც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო ფესვების ღრმად გაშვება, მაშინ არც ბავშვის ვნებები გაიზრდებოდა იმდენად, რომ უკვე შეუძლებელია მისი დაცხრომა".

   ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ აღზრდა უნდა დაიწყოს მაშინ, რო-დესაც ბავშვი სკოლაში წავა. თუ რამდენად ცდება იგი, კარგად ჩანს ძველი და ახალი დროის ბრძენთა გამოთქმებიდან.

   ჩვენი დროის ერთი მოაზროვნე ამტკიცებს, რომ აღზრდის საქმე უკ-ვე მეათე წელიწადს დასრულდება, ხოლო სხვა ფიქრობს, რომ „ადამიანი, როგორც წესი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ისეთივე რჩება, როგორიც დედის წიაღში იყო ექვსი წლის მანძილზე. ერთი მოაზროვნე ამბობს: „ბავშვში ოთხი წლის ასკიდან შეიმჩნევა არასწორი აღზრდის შედეგი და უკვე იმსახურებს დასჯას", ერთი თანამედროვის აზრით კი ბავშვის აღზრდა მისი დაბადებისთანავე უნდა დაიწყოს, და ეს, რა თქმა უნდა, სწორია.

   გ) გადასაწყვეტი დაგვრჩა კიდევ ერთი საკითხი - რაში მდგომარეობს აღზრდა, ე.ი. როგორი თვისებები უნდა განვავითაროთ ბავშვში აღზრდის დროს. პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ბავშვში უნდა აღმოვფხვრათ ყოველი უკეთური მიდრეკილება და დავთესოთ სიკე-თე. ბავშვის გულში უნდა დაითრგუნოს ყოველგვარი ბოროტება, მაგრამ ბევრი მშობელი, საერთოდ არ ზრუნავს ბავშვის უკეთური ჩვევების აღმოსაფხვრელად. ის ხარობს და ერთობა კიდეც, როცა ბავშვი ჭირვეულობს, ურჩობს, იტყუება და ა.შ. ის ფიქრობს, რომ ყველა ბავშვი ასეთია, მას ჯერ ვერ მოსთხოვ პასუხს უგუნურების გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ბავშვები წამოიზრდებიან და გონიერნი გახდებიან, ისინი გათავისუფლდებიან ამ ნაკლოვანე-ბებისაგან და მაშინ შესაძლებელი იქნება მათ მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა და მოთხოვნა. ეს უდიდესი და გამოუსწორებელი შეცდომაა! ეს სიცელქე და მანკიერება არასოდეს გადაივლის თავისთვად. პირიქით, ის იზრდება ბავშვთან ერთად და უფრო მყარად დამკვი-დრდება ბავშვის გულში, თუ მას თავიდანვე არ შევეწინააღმდეგებით, ამ ჭეშმარიტებას აღიარებდნენ წარმართებიც. მაგალითად, სენეკა ამბობს: „იოლი გამოსასწორებელია ის გულები, რომელნიც ჯერ კიდევ ძალიან ნაზი და რბილია, მაგრამ ძალიან რთული აღმოსაფხვრელია ის მანკიერებანი, რომელნიც გაიზარდნენ მასთან ერთად! მაშ ასე, ბავშვის ყოველგვარი მანკიერება უნდა გამოვასწოროთ მის ადრეულ ასაკში.

   ქრისტიანო მშობლებო, დაე, ნუ დაგავიწყდებათ, რამდენად მნიშ-ვნელოვნია ბავშვის თავიდანვე სწორი აღზრდა, და თქვენ, ვისაც უკვე გყავთ შვილები, ეცადეთ, არ გამოეპაროს თქვენს თვალს თქვენი ბავშვის ცუდი მიდრეკილება, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ის - ნურც სიცრუე, სიზარმცისადმი მიდრეკილება თუ სხვა.

   ნუ მიიჩნევთ ამას უმნიშვნელოდ, მუდამ გახსოვდეთ, რომ ეს მან-კიერებები ბავშვებთან ერთად იზრდება. ჩარგეთ სიკეთე მათ გულებში. თავიდანვე მიაჩვიეთ ის ღვთის თაყვანისცემასა და ლოცვას, მორჩილებასა და სისპეტაკეს, სიმართლესა და გულახდილობას, თქვენი ბავშვი მიეჩვევა რა მექანიკურად პატარაობიდანვე სათნო ცხოვრებას, მოზრდილ ასაკში შეგნებულად გააგრძელებს სიკეთის კეთებას.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება